რა არის და როგორ მუშაობს Pre-IPO?

რა არის და როგორ მუშაობს Pre-IPO?

განახლებული Jun 4, 2026
8m

მთავარი დეტალები

  • Pre-IPO არის კერძო კომპანიის მიერ პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) მეშვეობით საკუთარი აქციების საჯარო საფონდო ბირჟაზე ლისტინგის წინა პერიოდი.

  • Pre-IPO ვაჭრობა ინვესტორებს საშუალებას აძლევს იყიდონ ან გაყიდონ კომპანიის აქციების მოთხოვნის უფლებები ოფიციალურ IPO-მდე, კერძო ბაზრების ან დერივატივ პროდუქტების მეშვეობით.

  • 2026 წლის მაისში Binance Futures-მა გამოუშვა Pre-IPO უვადო კონტრაქტები. პირველად გამოშვებულ იქნა SPCXUSDT, რომელიც ასახავს სამომავლოდ საჯარო ბაზარზე SpaceX-ის სავარაუდო ღირებულებას.

  • Pre-IPO უვადო კონტრაქტების მარჟის და ანგარიშსწორების ვალუტას წარმოადგენს USDT, რაც კრიპტო ტრეიდერებს აძლებს კერძო კომპანიების აქციებზე წვდომის შესაძლებლობას მათ საჭარო ბაზრებზე გატანამდე.

  • Pre-IPO-ში ინვესტირება დაკავშირებულია უნიკალურ რისკებთან, რაც მოიცავს IPO-ს თარიღის გადაწევას, მის გაუქმებას ან ნავარაუდევისგან განსხვავებულ ფასად გამოშვებას.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

პირველადი საჯარო შეთავაზება, ანუ IPO არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა კომპანიის ისტორიაში. ეს არის მომენტი, როდესაც კერძო ბიზნესს პირველად გააქვს საკუთარი აქციები საჯარო ბაზარზე. თუმცა რა ხდება ამ მომენტამდე? ამ პერიოდს ეწოდება Pre-IPO ფაზა, რომლის მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება როგორც ტრადიციულ ინვესტორებს, ასევე კრიპტო ტრეიდერებს შორის.

2026 წლის მაისში Binance Futures-მა კერძო კომპანიებს შესთავაზა პრემარკეტზე ვაჭრობის ახალი გზა: Pre-IPO უვადო კონტრაქტები. მისი პირველი პროდუქტი, SPCXUSDT, ტრეიდერებს სთავაზობს SpaceX-ის სავარაუდო საჯარო საბაზრო ღირებულებაზე წვდომის შესაძლებლობას. ამ სტატიაში განმარტებულია, თუ რა არის Pre-IPO, როგორ მუშაობს და რას გვთავაზობს ეს ახალი პროდუქტი.

რა არის IPO?

სანამ უშუალოდ Pre-IPO-ებზე გადავალთ, პირველ რიგში განვიხილოთ, თუ რას წარმოადგენს IPO. როდესაც კერძო კომპანია საკუთარი აქციების საჯარო ბაზარზე გატანას გადაწყვეტს, ის ახორციელებს პირველად საჯარო შეთავაზებას. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია საკუთარი აქციების ნაწილს სთავაზობს ინსტიტუციურ და ინდივიდუალურ ინვესტორებს საჯარო საფონდო ბირჟების მეშვეობით, როგორიცაა NYSE ან Nasdaq.

IPO-ს ორი ძირითადი დანიშნულება აქვს. პირველი, ის კომპანიებს ეხმარება ზრდისთვის, გაფართოებისთვის და ვალების გასტუმრებისთვის საჭიროი კაპიტალის მოზიდვაში. მეორე, ის ადრეულ ინვესტორებს, დამფუძნებლებს და თანამშრომლებს აძლევს საკუთარი ჰოლდინგების ნაწილის გაყიდვის შესაძლებლობას. IPO-ს შემდეგ, საბროკერო ანგარიშის მქონე ნებისმიერ პირს შეუძლია იყიდოს ან გაყიდოს ამ კომპანიის აქციები ღია ბაზარზე.

რა არის Pre-IPO?

Pre-IPO აღნიშნავს საბაზრო აქტივობის პერიოდს, რომელსაც ადგილი აქვს კომპანიის აქციებით საჯარო ვაჭრობამდე. ამ ფაზის დროს კომპანია ჯერ კიდევ არ არის საჯარო, თუმცა ინვესტორებს უკვე შეუძლიათ გააკეთონ პროგნოზები IPO-ს შემდეგ აქციების ღირებულებაზე.

ტრადიციულ ფინანსებში, Pre-IPO ინვესტიციები მხოლოდ ინსტიტუციური ინვესტორებისთვისაა ხელმისაწვდომი. ამ ინვესტორებს შეუძლიათ აქციები შეიძინონ პირდაპირ ადრეული ეტაპის თანამშრომლებისგან, დამფუძნებლებისგან ან სპეციალიზებული Pre-IPO სავაჭრო პლატფორმების მეშვეობით. ამ ტიპის პრემარკეტები მოიცავს კომპანიისგან რეალური აქციების შეძენას მათ ლისტინგამდე.

ბოლო პერიოდში გამოჩნდა ახალი ტიპის ფინანსური პროდუქტები, რომლებიც Pre-IPO-ზე წვდომას ფართო საზოგადოებას სთავაზობს. საბაზისო აქტივების ფლობის ნაცვლად,ეს პროდუქტები ტრეიდერებს სთავაზობს გახსნან პოზიციები კომპანიის აქციების სავარაუდო ღირებულებაზე დაფუძნებით. სწორედ ამისთვისაა საჭირო დერივატივები და უვადო კონტრაქტები.

როგორ მუშაობს Pre-IPO ვაჭრობა

ტრადიციული Pre-IPO ინვესტირება

ტრადიციულ მოდელში, ინვესტორები ყიდულობენ კერძო აქციებს მეორად სავაჭრო ბირჟებზე ან პირდაპირ არსებული აქციონერებისგან. ეს ტრანზაქციები გარკვეულ შეზღუდვებთანაა დაკავშირებული. აქციები შეიძლება დაექვემდებაროს ბლოკირების პერიოდებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი გაყიდვა შესაძლებელი გახდება IPO-დან გარკვეული პერიოდის შემდეგ. ხშირად მინიმალური საინვესტიციო თანხა მაღალია, ამიტომ ის არ არის განკუთვნილი ინდივიდუალური ინვესტორებისთვის.

Pre-IPO დერივატივები და უვადო კონტრაქტები

შედარებით ახალი მიდგომა მოიცავს ფიუჩერსების უვადო კონტრაქტებით ვაჭრობას, რომლებიც ასახავს კომპანიის სავარაუდო ღირებულებას. ტრადიციული Pre-IPO პროდუქტებისგან განსხვავებით, ეს კონტრაქტები არ გვთავაზობს კომპანიის წილის ფლობის შესაძლებლობას. ისინი წარმოადგენს დერივატივ პროდუქტებს, რომლებიც ასახავს საჯაროდ ხელმისაწვდომი ფასების სიგნალებს, როგორიცაა გამოცხადებული IPO-ს ფასის დიაპაზონებს და საბოლოო შემოთავაზების ფასებს.

ტრადიციული ფიუჩერსებისგან განსხვავებით, უვადო კონტრაქტებს არ აქვს ვადის ამოწურვის თარიღი. ამ დროს გამოიყენება ფინანსირების განაკვეთის მექანიზმი, რაც უზრუნველყოფს კონტრაქტის ფასის საბაზისო საორიენტაციო ფასთან შესაბამისობას. კომპანიის საჯარო ბაზარზე გატანის შემდეგ, კონტრაქტის ფასი გააგრძელებს რეალური საბაზრო ღირებულების შესაბამისად მოძრაობას.

Binance Futures-ის Pre-IPO პროდუქტები

2026 წლის მაისში Binance Futures-მა გამოუშვა Pre-IPO უვადო კონტრაქტები, რომლებიც წარმოადგენს პროდუქტის ახალ კატეგორიას, რომლის დანიშნულებაა ტრეიდერებისთვის კერძო კომპანიების ფასებთა წვდომის შესაძლებლობის შეთავაზება მათ საჯარო ბაზარზე გატანამდე. 

ამ კონტრაქტების მარჟის და ანგარიშსწორების ვალუტას წარმოადგენს USDT. ამ დროს გამოიყენება კრიპტო ტრეიდერებისთვის კარგად ნაცნობი უვადო ფიუჩერსების ინფრასტრუქტურა.

პირველი Pre-IPO კონტრაქტი იყო SPCXUSDT, რომელიც ასახავს SpaceX-ის საჯარო ბაზრის სავარაუდო ღირებულებას. დროთა განმავლობაში იგეგმება სხვა Pre-IPO-ების ლისტინგი. Binance-ზე ხელმისაწვდომი სხვა აქციების უვადო კონტრაქტების მსგავსად, ეს პროდუქტები გვთავაზობს ფასების უწყვეტ შემოთავაზებას, ღრმა ლიკვიდურობას და ვაჭრობის მოქნილობას.

ამ პროდუქტის მთავარი მახასიათებელია ის, თუ როგორ ამუშავებს ის თავად IPO-ის მოვლენას. IPO-მდე კონტრაქტი ასახავს ფასების ხელმისაწვდომ ინფორმაციას, მაგალითად კომპანიის მიერ გამოცხადებულ ღირებულების დიაპაზონს. კომპანიის საჯარო ბაზარზე გამოსვლის შემდეგ კონტრაქტი აგრძელებს რეალური საბაზრო ფასების ასახვას. მოგვიანებით, სტაბილური მარკირების ფასის განსაზღვრის შემდეგ, Binance-მა შესაძლოა კონტაქტი გარდაქმნას სტანდარტულ უვადო ფიუჩერსად.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ განცხადების გვერდი.

Pre-IPO ვაჭრობის სარგებელი და რისკები

Pre-IPO ვაჭრობა რამდენიმე პოტენციურ სარგებელს გვთავაზობს. ის ტრეიდერებს აძლევს საჯარო კომპანიების ფასებზე ადრეული წვდომის შესაძლებლობას. ის ასევე გვთავაზობს ბაზრის განწყობის საფუძველზე სარგებლის მიღების საშუალებას IPO-მდე, IPO-ს დროს და მის შემდეგ. 

რადგან ეს კონტრაქტები გაშვებულია უვადო ფიუჩერსების ინფრასტრუქტურის მეშვეობით, ტრეიდერებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს გახსნან და დახურონ პოზიციები, ბლოკირების პერიოდების გარეშე, რაც დამახასიათებელია Pre-IPO პროდუქტებისთვის.

თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ Pre-IPO ვაჭრობა მნიშვნელოვან რისკებთანაა დაკავშირებული. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაურკვევლობა დაკავშირებულია შემდეგთან: IPO-ს თარიღმა შეიძლება გადაიწიოს, გაშვებულ იქნეს განსხვავებულ ფასად ან საერთოდ გაუქმდეს. კომპანიის საბოლოო ღირებულება შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს Pre-IPO-ს დროს დაფიქსირებული ღირებულებისგან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ფასის მკვეთრი ცვლილებები აქციებით ვაჭრობის დაწყების დროს. 

Pre-IPO უვადო კონტრაქტები ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს ფასების მაღალ მერყეობასთან, განსაკუთრებით ოფიციალური ლისტინგის პერიოდში. ვაჭრობის დაწყებამდე ტრეიდერები უნდა გაეცნონ პროდუქტის მექანიკას და თავად შეიმუშაონ რისკის მართვის მიდგომა.

სხვა რისკებს შორისაა ლევერიჯი, რაც ზრდის როგორც მოგებას, ასევე ზარალს. გარდა ამისა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს კონტრაქტები არ გთავაზობთ საბაზისო კომპანიის აქციების ფლობის უფლებას. Pre-IPO უვადო კონტრაქტები არ არის ასოცირებული, დაფინანსებული ან მხარდაჭერილი იმ კომპანიის მიერ, რომლის ღირებულებასაც ასახავს ისინი.

ხშირად დასმული კითხვები

რით განსხვავდება Pre-IPO უვადო კონტრაქტი ტრადიციული Pre-IPO ინვესტიციისგან?

ტრადიციული Pre-IPO ინვესტიცია გულისხმობს კერძო კომპანიის რეალური აქციების ყიდვას, რაც დაკავშირებულია მინიმალური ინვესტიციის მაღალ ზღვართან და ბლოკირების პერიოდებთან. Pre-IPO უვადო კონტრაქტი წარმოადგენს დერივატივ პროდუქტს, რომელიც ასახავს კომპანიის სავარაუდო ღირებულებას. ამ დროს თქვენ არ ფლობთ რეალურ აქციებს, ამიტომ პოზიციების გახსნა და დახურვა შეგიძლიათ თავისუფლად, ბლოკირების პერიოდების გარეშე.

რა მოსდის Pre-IPO უვადო კონტრაქტს კომპანიის საჯარო ბაზარზე გატანის შემდეგ?

კომპანიის აქციების საჯარო ბირჟაზე გაყიდვის დაწყების შემდეგ, კონტრაქტი აგრძელებს არა სავარაუდო ღირებულების, არამედ რეალური საბაზრო ფასების ასახვას. მოგვიანებით, სტაბილური მარკირების ფასის განსაზღვრის შემდეგ, Binance-მა შესაძლოა კონტაქტი გარდაქმნას სტანდარტულ უვადო ფიუჩერსად.

რა ხდება, თუ IPO გაუქმდება?

IPO-ს თარიღის გადაწევის ან გაუქმების შემთხვევაში, Binance წინასწარ აცხადებს დელისტინგის თარიღის შესახებ და იწყება ყველა ღია პოზიციის ანგარიშსწორების გამჭვირვალე პროცესი. ტრეიდერები წინასწარ მიიღებენ შეტყობინებას საკუთარი პოზიციების მართვის საჭიროების შესახებ.

რით განსხვავდება Pre-IPO უვადო კონტრაქტები ტოკენიზებული აქციებისგან?

ტოკენიზებული აქციები წარმოადგენს საჯარო კომპანიების რეალური აქციებით უზრუნველყოფილ ციფრულ ტოკენებს, ხოლო Pre-IPO უვადო კონტრაქტები არის დერივატივ პროდუქტები, რომლებიც ასახავს კერძო კომპანიის სავარაუდო ღირებულებას მის ლისტინგამდე. ისინი არ წარმოადგენს მფლობელობის მტკიცებულებას და განკუთვნილია მხოლოდ Pre-IPO ფასების განსაზღვრისთვის.

ვინ შეუძლია Binance Futures-ის Pre-IPO პროდუქტებით ვაჭრობა?

Pre-IPO უვადო კონტრაქტები ხელმისაწვდომია Binance Futures-ის უფლებამოსილი მომხმარებლებისთვის, მხოლოდ განსაზღვრულ რეგიონებში. ხელმისაწვდომობა შეგიძლიათ შეამოწმოთ Binance Futures-ის პლატფორმაზე. ვაჭრობის დაწყებამდე აუცილებლად გაეცანით პროდუქტის პირობებს და კონტრაქტის მახასიათებლებს.

შეჯამება

Pre-IPO ვაჭრობა წარმოადგენს ახალ მიმართულებას ფინანსურ ბაზრებზე, რომელიც აერთიანებს ტრადიციულ IPO პროცესებსა და კრიპტო ვაჭრობის ინფრასტრუქტურას. თუ ადრე Pre-IPO ინვესტირება მხოლოდ მსხვილი ინსტიტუციურ მოთამაშეებისთვის იყო ხელმისაწვდომი, ისეთი პროდუქტები, როგორიცაა Binance Futures-ის Pre-IPO უვადო კონტრაქტები, ამ სივრცეს ხელმისაწვდომს ხდის ფართო საზოგადოებისთვის.

ამასთანავე, Pre-IPO ბაზრები მნიშვნელოვან რისკებთანაა დაკავშირებული რომლებიც განსხვავდება მსხვილი საჯარო კომპანიების აქციებით ვაჭრობის რისკებისგან. IPO-ების თარიღმა შეიძლება გადაიწიოს ან შეიძლება ღირებულება მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ამასთანავე, დერივატივ პროდუქტები არ გთავაზობთ საბაზისო კომპანიის აქციების ფლობის შესაძლებლობას. როგორც ნებისმიერი საბაზრო შესაძლებლობის შემთხვევაში, ინვესტირებამდე მნიშვნელოვანია პროდუქტის მახასიათებლების შესწავლა და იმის გათვალისწინება, თუ როგორ მიესადაგება ის თქვენს დივერსიფიკაციის მიდგომას.

დამატებითი საკითხავი


პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.