რა არის Short ლიკვიდაციები კრიპტოში?

რა არის Short ლიკვიდაციები კრიპტოში?

განახლებული Jun 29, 2026
8m

მთავარი დეტალები

  • Short ლიკვიდაციებს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ლეველიჯიანი Short პოზიცია ავტომატურად იხურება სავაჭრო ბირჟის მიერ, რაც გამოწვეულია იმით, რომ ტრეიდერის მარჟა აღარ არის საკმარისი მისი ზარალის დასაფარად.

  • როდესაც ადგილი აქვს ერთდროულად დიდი რაოდენობით Short პოზიციის ლიკვიდაციას, გააქტიურებული ყიდვის შეკვეთების ტალღა იწვევს ფასების მკვეთრ ზრდას, რასაც ლიკვიდაციის კასკადს უწოდებენ.

  • ამ პროცესის საპირისპიროა Long ლიკვიდაციები, რა დროსაც გაყიდვის შეკვეთების გააქტიურება იწვევს ფასის ვარდნის აჩქარებას.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

კრიპტო დერივატივების ბაზრებზე ტრეიდერებს შეუძლიათ გახსნან ლევერიჯიანი პოზიციები, რომელთა ზომა დეპონირებულ კაპიტალს მნიშვნელოვნად აღემატება. ლევერიჯი ზრდის პოტენციურ მოგებას, თუმცა ეს ასევე იმას ნიშნავს, რომ ფასის უმნიშვნელო ცვლილებამაც კი შეიძლება პოზიციის სრულად დახურვა გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში ბირჟა ავტომატურად ხურავს პოზიციას. ამ პროცესს ეწოდება ლიკვიდაცია.

Short ლიკვიდაციები კონკრეტულად იმ პოზიციებს ეხება, რომელთა მოგება ფასის ვარდნაზეა დამოკიდებული. როდესაც ფასი მოულოდნელად იზრდება, Short ტრეიდერების მარჟა შესაძლოა იმაზე სწრაფად ამოიწუროს, ვიდრე ისინი რეაგირებას შეძლებენ. თუ ზარალი გადააჭარბებს ხელმისაწვდომი უზრუნველყოფის ოდენობას, ბირჟა დახურავს ამ პოზიციას ტრეიდერის მონაწილეობის გარეშე.

რა არის Short ლიკვიდაციები?

რა არის და როგორ მუშაობს Short პოზიციები

Short პოზიცია აღნიშნავს ვაჭრობის ტიპს, რომელიც მოგებას აქტივის ფასის კლების შემთხვევაში გვთავაზობს. კრიპტო დერივატივების ბაზრებზე, ტრეიდერები Short პოზიციებს ხსნიან ფიუჩერსების ან უვადო კონტრაქტების გამოყენებით. აქტივის უშუალოდ ფლობის ნაცვლად, ტრეიდერები აფორმებენ კონტრაქტს, რომლის ღირებულებაც იმატებს საბაზისო აქტივის ფასის კლების შემთხვევაში.

ლევერიჯიანი პოზიციის გასახსნელად, ტრეიდერი განათავსებს მისი მთლიანი ღირებულების ნაწილს, რომელსაც მარჟა ან უზრუნველყოფა ეწოდება. პოზიციის ღირებულების დანარჩენი ნაწილის მიწოდება ხდება ბირჟის მიერ. მაგალითად, ტრეიდერი, რომელიც პოზიციის გასახსნელად განათავსებს 200 აშშ დოლარს და იყენებს 10x ლევერიჯს, შეუძლია აკონტროლის 2000 აშშ დოლარის ზომის პოზიცია.

ლიკვიდაციის ფასი წარმოადგენს ფასის დონეს, რა დროსაც პოზიციის ზარალი უტოლდება მარჟის ოდენობას. როდესაც აქტივის ღირებულება ამ ფასს მიაღწევს, ბირჟა ავტომატურად ხურავს პოზიციას, რათა ტრეიდერის ზარალმა არ გადააჭარბოს მის მიერ დეპონირებული უზრუნველყოფის ღირებულებას.

როდის ხდება Short პოზიციის ლიკვიდაცია

Short პოზიციის ლიკვიდაცია ხდება მაშინ, როდესაც აქტივის ფასი იზრდება და უტოლდება ტრეიდერის ლიკვიდაციის ფასს. ამ მომენტში, ბირჟა აღასრულებს იძულებითი ყიდვის შეკვეთას და ხურავს პოზიციას. ტრეიდერი კარგავს მარჟას, ხოლო მისი პოზიცია ქრება ბაზრიდან.

რაც უფრო მაღალია გამოყენებული ლევერიჯი, მით უფრო ახლოა ლიკვიდაციის ფასი პოზიციის გახსნის ფასთან. 10x ლევერიჯის გამოყენების შემთხვევაში, ლიკვიდაციის პროცესის გააქტიურება შეიძლება გამოიწვიოს აქტივის ფასის დაახლოებით 8-10%-ით გაზრდამ, რაც დამოკიდებულია კონკრეტულ პლატფორმაზე და შენარჩუნების მარჟის მოთხოვნებზე. 5x ლევერიჯის გამოყენების შემთხვევაში ეს ზღვარი შედარებით მაღალია და დაახლოებით 16-დან 20 პროცენტამდე დიაპაზონში მერყეობს.

მსხვილი კრიპტო ბირჟების უმეტესობა ტრეიდერებს აძლევს სავარაუდო ლიკვიდაციის ფასის პოზიციის გახსნამდე შემოწმების შესაძლებლობას, რაც მათ საშუალებას აძლევს წინასწარ შეაფასონ რისკები.

Long ლიკვიდაციები: საპირისპირო ეფექტი

Long ლიკვიდაციების იმავე მექანიზმით მუშაობს, თუმცა საპირისპირო მიმართულებით. ტრეიდერები, რომლებიც ხსნიან ლევერიჯიან Long პოზიციას, მოგებას იღებენ აქტივის ფასის ზრდის შემთხვევაში. თუ ფასი დაეცემა და Long პოზიციის ღირებულება გაუტოლდება ლიკვიდაციის ფასს, ბირჟა დახურავს ამ პოზიციას იძულებითი გაყიდვის შეკვეთის გააქტიურების მეშვეობით.

Long ლიკვიდაციები ზრდის გაყიდვის წნეხის ზრდას ბაზარაზე. Long ლიკვიდაციების დიდ კლასტერს შეუძლია დააჩქაროს ფასის ვარდნა ზუსტად ისე, როგორც Short ლიკვიდაციების კლასტერი აჩქარებს ფასის ზრდას.

შესაბამისად, ლიკვიდაციები აძლიერებს ფასის მოძრაობას ორივე მიმართულებით. დაღმავალი ტენდენციის ფაზაში მყოფი ბაზრის ვარდნა შეუძლია დააჩქაროს Long პოზიციების მასობრივმა ლიკვიდაციამ. შესაბამისად, Short პოზიციების დახურვა იწვევს აღმავალი ბაზრის ფასის მკვეთრ ზრდას.

რას ნიშნავს Short ლიკვიდაციები ბაზრისთვის

როგორ ხდება ლიკვიდაციების კასკადების ფორმირება?

ცალკეული Short პოზიციის ლიკვიდაციის შემთხვევაში, ბირჟა ააქტიურებს ყიდვის შეკვეთას და ხურავს პოზიციას. ჩვეულევრივ, ეს ყიდვის შეკვეთა მცირე ზომისაა, ამიტომ მისი გავლენა აქტივის ფასზე უმნიშვნელოა. თუმცა, როდესაც ადგილი აქვს დიდი რაოდენობით Short პოზიციის ლიკვიდაციას ფასის თითქმის ერთ დონეზე, ყიდვის შეკვეთების ერთობლიობამ შესაძლოა ბაზრის ფასზე სერიოზული გავლენა მოახდინოს, შედეგად ფასი კიდევ უფრო გაიზრდება.

ამ ეფექტს ლიკვიდაციის კასკადს უწოდებენ. ფასის ზრდის პარალელურად, ის აღწევს სხვა Short პოზიციების ლიკვიდაციის ფასების დონეებამდე, რის გამოც ეს პოზიციებიც იხურება ყიდვის შეკვეთების მეშვეობით, რაც კიდევ უფრო ზრდის ფასს და ააქტიურებს უფრო მეტი პოზიციის ლიკვიდაციას. ეს ციკლური პროცესი განსაკუთრებით სწრაფად მიმდინარეობს არასაკმარისი სიღრმის შეკვეთების წიგნის მქონე ბაზრებზე.

ლიკვიდაციების კასკადების განვითარება შეიძლება რამდენიმე წუთში მოხდეს. ფასის მოძრაობის სიჩქარე და მასშტაბი შესაძლოა გამოცდილი ტრეიდერებისთვის კი მოულოდნელი აღმოჩნდეს, რადგან ის ყოველთვის არაა დაკავშირებული ფუნდამენტურ სიახლეებთან ან ბაზარზე დაფიქსირებულ ცვლილებებთან.

რატომ არის ეს მოვლენა ხშირი კრიპტო სივრცეში?

კრიპტო ბაზრების რამდენიმე სტრუქტურული თავისებურების გამო, ფართომასშტაბიანი ლიკვიდაციების ალბათობა ამ ბაზრებზე უფრო მაღალია, ვიდრე ტრადიციულ ფინანსურ ბაზრებზე.

  • მაღალი ლევერიჯი: ჩვეულებრივ, კრიპტო დერივატივების პლატფორმები გვთავაზობს 10x, 20x ან უფრო მაღალ ლევერიჯს. ეს იმას ნიშნავს, რომ ფასის უმნიშვნელო ცვლილებებმაც კი შეიძლება გამოიწვიოს მრავალი ტრეიდერის პოზიციის ლიკვიდაცია.

  • 24/7 რეჟიმში ვაჭრობა: საფონდო ბირჟებისგან განსხვავებით, კრიპტოთი ვაჭრობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, მათ შორის შაბათ-კვირას და დასვენების დღეებში. როგორც წესი, ამ პერიოდებში ლიკვიდურობა დაბალია. არასაკმარისი სიღრმის ლიკვიდურობის გამო, ლიკვიდაციებით გამოწვეული ყიდვის და გაყიდვის წნეხი უფრო დიდ გავლენას ახდენს ფასზე.

  • ფასის მაღალი მერყეობა: კრიპტო აქტივების ფასების პროცენტული მაჩვენებლის მერყეობა გაცილებით მაღალია ტრადიციული აქტივების უმეტესობასთან შედარებით. ერთი სავაჭრო სესიის დროს ფასის 5%-იანი მერყეობა აქციების ბაზარზე იშვიათ გამონაკლისად ითვლება, კრიპტო სივრცეში კი ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

  • პოზიციების კონცენტრირება: როდესაც ტრეიდერების უმეტესობა ვაჭრობის ერთ მიმართულებას და ლევერიჯის ერთი და იმავე დონეს ირჩევს, მათი პოზიციების ლიკვიდაციის ფასები ერთ დონეზე კონცენტრირდება. ფასმა ამ დონეს შესაძლოა ერთი მოძრაობით მიაღწიოს, რაც ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს.

ბაზრის ანალიზი ლიკვიდაციის ინსტრუმენტების გამოყენებით

ტრეიდერებისთვის ხელმისაწვდომია რამდენიმე ინსტრუმენტი, რომლებიც მათ ეხმარება ბაზარზე ლიკვიდაციის კლასტერების ადგილმდებარეობის განსაზღვრაში. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტია Coinglass, მონაცემთა პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მსხვილ კრიპტო ბაზრებზე ამჟამად და წარსულში დაფიქსირებული ლიკვიდაციების მონაცემებს. Coinglass მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაეცნონ ლიკვიდაციების ფასებს, რომლებიც ორგანიზებულია აქტივების, მიმართულებების (Long ან Short) და დროის პერიოდების მიხედვით.

ლიკვიდაციის რუკა წარმოადგენს ვიზუალურ ინსტრუმენტს, რომელიც ასაცავს სავარაუდო ლიკვიდაციის ფასების კონცენტრირების ზონებს ფასის და დროის სხვადასხვა დიაპაზონებში. 

ლიკვიდაციის რუკა Coinglass

ფასის დონეები, სადაც კონცენტრირებულია ლიკვიდაციის შეკვეთები, რუკაზე მონიშნულია მაღალი ინტენსოვობის ზომების სახით. ეს ზონები შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც პოტენციური სამიზნე ფასები. თუ აქტივის ფასი ამ ზონას მიაღწევს, ამან შესაძლოა გამოიწვიოს იძულებითი ლიკვიდაციების ტალღა. ზემოთ მოცემულ მაგალითში, ყვითელი ფერით აღნიშნულია ზონები, სადაც ფიქსირდება პროგნოზირებული ლიკვიდაციის დონეების დიდი რაოდენობა, რაც ტრეიდერებს საშუალებას აძლევს განსაზღვრონ საუკეთესო ლიკვიდურობის მქონე პოზიციები. 

ლიკვიდაციის მონაცემების გარდა, ის გთავაზობთ, ღია პროცენტებს და ფინანსირების განაკვეთებს. ღია პროცენტის ზრდა ფასის ჰორიზონტალურად ან დომინანტური პოზიციის საპირისპიროდ მოძრაობის დროს იმაზე მიანიშნებს, რომ პოზიციების დიდი რაოდენობა საფრთხის ქვეშაა. სტაბილურად დადებითი ფინანსირების განაკვეთები მიანიშნებს Long პოზიციების დომინირებაზე, რომლებიც განაკვეთის თანხას უხდიან Short პოზიციებს, რაც შესაძლია იმის სიგნალი იყოს, რომ მაღალია Long ლიკვიდაციების ალბათობა ფასის შებრუნების შემთხვევაში.

ამ ინსტრუმენტების მეშვეობით შეუძლებელია ლიკვიდაციის მოვლენის ზუსტად პროგნოზირება, თუმცა ისინი გვეხმარება პოზიციების კონცენტრაციის ზონების და ფასის მოძრაობის დაჩქარების ალბათობის განსაზღვრაში.

ხშირად დასმული კითხვები

რა განსხვავებაა Short ლიკვიდაციასა და short squeeze-ს შორის?

Short ლიკვიდაცია წარმოადგენს მექანიკურ მოვლენას: სავაჭრო ბირჟა ხურავს Short პოზიციას ტრეიდერის მარჟის ამოწურვის გამო. short squeeze კი არის ბაზრის დინამიკა, რა დროსაც ფასების ზრდა აიძულებს Short ტრეიდერებს ნებაყოფლობით დახურონ საკუთარი პოზიციები ან დაელოდონ მათ ლიკვიდაციას, რაც იწვევს ფასის ზრდაზე ზეწოლის ქმნის თვითგაძლიერებად ციკლს. ხშირად Short squeeze-ები და Short ლიკვიდაციები, ანუ პოზიციების ნებაყოფლობით დახურვა და იძულებითი ლიკვიდაციები ერთდროულად ხდება.

შემიძლია თუ არა Short ლიკვიდაციებზე თვალის დევნება რეალურ დროში?

დიახ. ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Coinglass გვთავაზობს მსხვილ სავაჭრო ბირჟებზე დაფიქსირებული ლიკვიდაციების მონაცემებზე თვალის დევნების შესაძლებლობას, რაც მოიცავს ლიკვიდაციის საერთო მოცულობებს აქტივების მიხედვით და ისტორიულ მონაცემებს. პლატფორმების უმეტესობაზე ლიკვიდაციები ორგანიზებულია მიმართულების მიხედვით, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ცალ-ცალკე შეაფასოს Long და Short ლიკვიდაციების რაოდენობა.

მასშტაბური Short ლიკვიდაციები ყოველთვის ფასის ზრდასთანაა დაკავშირებული?

ყოველთვის არა. Short ლიკვიდაციები ზრდის ყიდვის წნეხს, რამაც შესაძლოა ფასების ზრდა გამოიწვიოს, თუმცა არსებობს სხვა ფაქტორებიც, გაყიდვის შეკვეთების რაოდენბობის ზრდა, ნეგატიური სიახლეები ან ზოგადად ბაზრის პირობები, რომლებიც აბათილებს ამ წნეხის ეფექტს. ზოგ შემთხვევაში, ფასის პირველადი მოძრაობა, რომელმაც გაააქტიურა ლიკვიდაციები, გაყიდვის ან ყიდვის წნეხის მოხსნის შემდეგ შეიძლება სწრაფად შემობრუნდეს. ბაზრის სტრუქტურა მოცემულ მომენტში, მათ შორის შეკვეთების წიგნის სიღრმე და ბაზრის ზოგადი განწყობა, განსაზღვრავს, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ფასი ლიკვიდაციის კლასტერზე რეაგირების დროს.

რატომ ფიქსირდება ლიკვიდაციების მოვლენების უმეტესობა დაბალი სავაჭრო აქტივობის დროს?

კრიპტო ბაზრები უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, მათ შორის პერიოდებში, როდესაც აქტიური ტრეიდერების რაოდენობა მცირეა, მაგალითად ღამით ან დასვენების დღეებში. ამ პერიოდებში ფიქსირდება ვაჭრობის მოცულობის შემცირება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეკვეთების წიგნის ლიკვიდურობა დაბალია და შესაძლოა ვერ გაუძლოს ყიდვის ან გაყიდვის მოულოდნელ წნეხს. როდესაც დაბალი ლიკვიდურობის პერიოდში იწყება ლიკვიდაციების კასკადი, ინდივიდუალური ლიკვიდაციის გავლენა ფასზე გაცილებით დიდია, ვიდრე პიკური სავაჭრო აქტივობის საათებში, რაც იწვევს ამ კასკადის კიდევ უფრო აჩქარებას და ფასის ცვლილების დიაპაზონის გაზრდას.

შეჯამება

კრიპტო დერივატივებით დაინტერესებული ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ სად არის ლიკვიდაციის კლასტრები, როგორ ყალიბდება კასკადები და რა ინსტრუმენტები არსებობს მათზე თვალის სადევნებლად, რადგან ეს რისკების მართვის მნიშვნელოვანი ნაწილია.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს.ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.

პოსტების გაზიარება

Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება

დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.