მთავარი დეტალები
CLMM-ები ლიკვიდურობის პროვაიდერებს საშუალებას აძლევს განსაზღვრონ ფასის კონკრეტული დიაპაზონები მათი აქტივებისთვის, ყველა შესაძლო ფასით ვაჭრობის ნაცვლად.
ეს მოდელი უფრო ეფექტურია, ვინაიდან ის ახდენს თანხების კონცენტრაციას ფასების განსაზღვრულ დიაპაზონში, რაც ნიშნავს იმას, რომ პროვაიდერებს შეუძლიათ გამოიმუშაონ მეტი საკომისიო იმავე რაოდენობის კაპიტალით.
ტრადიციული მოდელებისგან განსხვავებით CLMM-ები მომხმარებლებისგან მოითხოვს ბაზარზე უფრო აქტიურად თვალის დევნებას. თუ ფასი მითითებულ ზღვარს გასცდება, საკომისიოების გამომუშავება შეწყდება.
მიუხედავად იმისა, რომ პოტენციური მოგება უფრო დიდია, შესაძლოა გაიზარდოს დროებითი ზარალის რისკიც, თუ ბაზარი სწრაფად მოძრაობს თქვენი პოზიციის საპირისპირო მიმართულებით.
შესავალი
დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) გამოჩენის ადრეულ ეტაპზე, ლიკვიდურობის უზრუნველყოფა ხშირს შემთხვევაში პასიური იყო. თქვენ განათავსებდით თქვენს ტოკენებს ლიკვიდურობის პულში, ხოლო საწყისი სმარტ კონტრაქტი თქვენს ლიკვიდურობას ყველა ხელმისაწვდომ ფასზე ანაწილებდა. ავტომატიზებული მარკეტ-მეიკერის (AMM) სახელით ცნობილი ეს სტანდარტული მეთოდი გამოსაყენებლად მარტივი, თუმცა არც თუ ისე ეფექტური იყო.
წარმოიდგინეთ, რომ წყალს ყიდით. სტანდარტული AMM მოდელის გამოყენებით თქვენ მოგიწევდათ მაღაზიის გახსნა გზაზე ყოველ 1 მილში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე დაუსახლებელ ადგილებშიც კი, სადაც არავინ მოძრაობს. კონცენტრირებული ლიკვიდურობის მარკეტ-მეიკერებმა (CLMM-ები) ეს მიდგომა შეცვალა. მათ უფლება მოგცეს გახსნათ „მაღაზიები“ მხოლოდ ხალხით დატვირთულ გზის მონაკვეთებში.
რა არის კონცენტრირებული ლიკვიდურობა?
მოკლედ რომ ავხსნათ, კონცენტრირებული ლიკვიდურობა წარმოადგენს ლიკვიდურობას, რომელიც თქვენ მიერ არჩეული ფასის დიაპაზონშია განთავსებული. AMM-ების ადრეულ ვერსიებში (როგორიცაა Uniswap V2), ლიკვიდურობა თანაბრად იყო გადანაწილებული. ეს იმას ნიშნავდა, რომ პულში არსებული აქტივების დიდი ნაწილი ვაჭრობისთვის არასოდეს გამოუყენებიათ. ეს განსაკუთრებით სტეიბლკოინებს ეხებოდა, სადაც ფასები იშვიათად იცვლება.
CLMM-ების მეშვეობით (როგორიცაა Uniswap V3), შეგიძლიათ თქვენი კაპიტალის სრულად კონკრეტულ ფასის დიაპაზონში განაწილება. მაგალითად, სტეიბლკოინის წყვილისთვის ლიკვიდურობის უზრუნველყოფა სულ რაღაც $0,99-დან $1,01-მდე შუალედში. სწორედ ეს უზრუნველყოფს ლიკვიდურობის „კონცენტრაციას“ ამჟამინდელი ბაზრის ფასის ფარგლებში, სადაც ეს ყელაზე აქტუალურია.
როგორ მუშაობს CLMM-ები?
1. Tick-ები
ინდივიდუალური დიაპაზონების განსაზღვრისთვის, CLMM-ები ფასის სპექტრს მცირე ზომის ინტერვალებად ჰყოფს, რომელთაც ეწოდება tick-ები. tick-ები შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორც სხვადასხვა ფასის დიაპაზონებს შორის არსებული საზღვრები. პოზიციის გახსნისას ირჩევთ ქვედა tick-ს და ზედა tick-ს თქვენი ლიკვიდურობის საზღვრების განსაზღვრისთვის.
2. აქტიური ლიკვიდურობა
თქვენი ლიკვიდურობა „აქტიური“ მხოლოდ მაშინაა, როდესაც მიმდინარე საბაზრო ფასი თქვენ მიერ მითითებული დიაპაზონის ფარგლებში რჩება. სანამ ფასი ზღვრებშია, თქვენ გამოიმუშავებთ ვაჭრობის საკომისიოებს.
თუმცა, თუ ფასი გაიზრდება ან დაეცემა და თქვენი tick-ის ზღვრებს გადაცდება, თქვენი პოზიცია აქტიური აღარ იქნება და ლიკვიდურობის საკომისიოებიდან წილს ვეღარ მიიღებთ.
3. კაპიტალის ეფექტურობა
CLMM-ების ყველაზე დიდი უპირატესობა კაპიტალის ეფექტურობაა. ვინაიდან თანხებს არ ანაწილებთ ფასის ფართო დიაპაზონზე, შეგიძლიათ ნაკლები მთლიანი კაპიტალის უზრუნველყოფა საკომისიოების იმავე რაოდენობის გამომუშავებისთვის, რასაც სტანდარტული AMM-ით მიიღებდით.
მაგალითად, იმ მომხმარებელმა, რომელიც ლიკვიდურობას კონცენტრირებულ დიაპაზონში უზრუნველყოფს, შესაძლოა გამოიმუშაოს დღეში გარკვეული ოდენობის საკომისიოები 1000 აშშ დოლარის გამოყენებით, როდესაც ტრადიციული პულის მომხმარებელი იმავე თანხას 5000 აშშ დოლარად გამოიმუშავებს. ეს ყოველივე იმიტომ ხდება, რომ კონცენტრირებული თანხების გამოყენება უფრო ეფექტურია.
რისკები: ეს არ გულისხმობს „დააბანდე და დაივიწყეს“
მიუხედავად იმისა, რომ CLMM-ები უკეთეს შემოსავალს იძლევა, მათი მართვა სტანდარტულ AMM-ებზე რთულია.
დიაპაზონიდან გადაცდენა: თუ ფასი თქვენ მიერ არჩეულ ინტერვალს გაცდება, თქვენი ლიკვიდურობა ორიდან ერთ-ერთ აქტივად დაკონვერტირდება და აღარ მოხდება მისი აქტიურად გამოყენება. თქვენ შეწყვეტთ საკომისიოებიდან თანხის გამომუშავებას, სანამ ფასი უკან არ დაბრუნდება ან თავად არ შეცვლით თქვენს პოზიციას.
დროებითი ზარალი: თქვენი ლიკვიდურობის კონცენტრაციის გამო, ფასების ცვლილებები თქვენზე უფრო მკვეთრად აისახება. თუ ბაზარი თქვენი პოზიციის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს, შესაძლოა დროებითი ზარალი უფრო მალე განიცადოთ, ვიდრე ეს სტანდარტულ პულში მოხდებოდა.
სირთულე: სტანდარტული AMM პულების მართვა უფრო მარტივია; თანხა შეგაქვთ და აღარ აქცევთ ყურადღებას. CLMM-ები კი ბაზრის ანალიზს და სტრატეგიის განსაზღვრას მოითხოვს. ზოგიერთი მომხმარებელი თამაშის თეორიის სტრატეგიებსაც იყენებს პოზიციის ოპტიმიზაციისთვის, რომლებსაც ხშირად ანახლებს ბაზრის ტენდენციიდან გამომდინარე.
შეჯამება
კონცენტრირებული ლიკვიდურობის მარკეტ-მეიკერებმა DeFi ბაზარს სიღრმე და მეტი ეფექტიანობა შესძინა. ისინი ტრეიდერებს უკეთეს ფასებს სთავაზობენ, ხოლო ლიკვიდურობის პროვაიდერებს – უფრო მაღალ შემოსავალს. ისინი ლიკვიდურობის უზრუნველყოფას პასიური შემოსავლიდან აქტიური ინვესტიციის სტრატეგიად გარდაქმნიან. თუ DeFi ბაზარზე ახალი ხართ, შეეცადეთ ჯერ მცირე ოდენობის თანხებით დაიწყოთ ან განაგრძეთ სტანდარტული AMM-ების გამოყენება მანამდე, სანამ CLMM-ის დიაპაზონების და tick-ების კონცეფცია თქვენთვის კომფორტული არ იქნება.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. ამ სტატიაში აღნიშნული პროდუქტები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკების შესახებ გაფრთხილებას.