მთავარი დეტალები
ხელოვნური ინტელექტის აგენტის უნარები წარმოადგენს add-on ინსტრუმენტების ნაკრებებს, რომელთა საშუალებით ხელოვნური ინტელექტის აგენტს არა მხოლოდ ჩატით კომუნიკაცია, არამედ რეალური დავალებების შესრულებაც შეუძლია.
მათი წყალობით აგენტს შეუძლია შეასრულოს მკაფიოდ განსაზღვრული საფეხურები და გამოიყენოს მონაცემთა სანდო წყაროები.
Binance-მა გაუშვა ხელოვნური ინტელექტის აგენტის უნარები და ასევე შექმნა Binance-ის უნარების ჰაბი, საჯარო სივრცე, სადაც დეველოპერებს შეუძლიათ გააზიარონ და გამოიყენონ უნარები.
შესავალი
ხელოვნური ინტელექტის აგენტები დღითიდღე უფრო ჭკვიანები ხდებიან, თუმცა ხელოვნური ინტელექტის საუკეთესო მოდელიც კი ვერ იქნება ეფექტური, თუ მას არ შეუძლია მონაცემების ონლაინ-რეჟიმში შემოწმება ან მოქმედებების შესრულება. სწორედ ამისთვისაა საჭირო ხელოვნური ინტელექტის აგენტის უნარები. ისინი შეგვიძლია შევადაროთ ხელოვნური ინტელექტის აგენტებისთვის შექმნილ „აპლიკაციებს“ „ან პლაგინებს“. აგენტების ამ უნარებით აღჭურვის შემდეგ, ისინი შეძლებენ სხვადასხვა დავალების შესრულებას, როგორიცაა ტოკენის შესახებ ინფორმაციის მოძიება, საფულეების კონტროლი ან სულაც თქვენი სახელით ვაჭრობის განხორციელება (თუ ამის უფლებას მისცემთ).
ამ სახელმძღვანელოში ჩვენ განვმარტავთ, თუ რას წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის აგენტის უნარები, როგორ იყენებენ ადამიანები მათ და რა სიახლე შემოგვთავაზა Binance-მა ამ სფეროში.
რა არის ხელოვნური ინტელექტის აგენტის უნარები?
ხელოვნური ინტელექტის აგენტის უნარი არის ინსტრუქციების და ინსტრუმენტების მცირე ზომის ნაკრები, რომელიც ხელოვნური ინტელექტის აგენტს ასწავლის, თუ როგორ უნდა შეასრულოს კონკრეტული სამუშაო. უნარი შეიძლება იყოს შემდეგი სახის:
მკაფიოდ გაწერილი ინსტრუქციები (რა და როგორ უნდა გაკეთდეს);
სტრუქტურირებული ფორმატი, რომლის მიხედვითაც მოქმედებს აგენტი;
ზოგჯერ სკრიპტები, ნიმუშები ან პარამეტრები, რომლებიც საჭიროა მონაცემებთან ან პლატფორმებთან დასაკავშირებლად.
რატომ არის უნარები სასარგებლო?
უნარების გარეშე ხელოვნურ აგენტს მოუწევს ვარაუდებზე ან ინტერნეტის არასაიმედო წყაროებზე დაყრდნობით მუშაობა, უნარების მეშვეობით კი მას შეუძლია:
გამოიყენოს სწორი მონაცემები (მაგალითად, საბაზრო ფასები ან ბლოკჩეინის ინფორმაცია);
შეასრულოს პროცესის დეტალურად გაწერილი საფეხურები (ნაკლები გაურკვევლობა, ნაკლები შეცდომები);
გაიმეოროს იგივე სამუშაო პროცესი სტაბილურად (სასარგებლოა ანგარიშების მომზადებისთვის და პროცესის ავტომატიზაციისთვის).
როგორ იყენებენ ადამიანები ხელოვნური ინტელექტის აგენტის უნარებს
არსებობს ამ უნარების გამოყენების ორი გზა: შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც უბრალო მომხმარებელმა, ასევე დეველოპერმა.
1) ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის
თუ ხელოვნური ინტელექტის აგენტს აპლიკაციაში იყენებთ, უნარები დაგეხმარებათ ამ აგენტის ეფექტურობის გაზრდაში. ყველა სამუშაოს თავად შესრულების ნაცვლად, თქვენ შეგიძლიათ აგენტს მისცეთ შემდეგი მითითება:
„მაჩვენე დღევანდელი მონაცემებით ტოპ-ტრენდული ტოკენები“.
„გააანალიზე საფულის მისამართი და მომაწოდე შემაჯამებელი მონაცემები მისი ჰოლდინგების შესახებ“.
„შეამოწმე, ხომ არ არის ეს ტოკენის კონტრაქტი დაკავშირებული გავრცელებულ რისკებთან“.
ამის შემდეგ, აგენტი უნარის გამოყენებით დაიწყებს მონაცემების მოძიებას და თქვენი მოთხოვნის პასუხის მომზადებას.
2) დეველოპერებისა და გუნდებისთვის
თუ ხელოვნური ინტელექტის აგენტების დეველოპერი ხართ, უნარები საშუალებას მოგცემთ თქვენი აგენტი სწრაფად აღჭურვოთ დამატებითი შესაძლებლობებით. ბევრი უნარი შექმნილია აგენტების პოპულარულ სტრუქტურებთან (ან პერსონალიზებულ სისტემებთან) მუშაობისთვის. თითოეული ინტეგრაციის კოდის ნულიდან დაწერის ნაცვლად, დეველოპერებს შეუძლიათ გამოიყენონ უკვე მზა უნარი და მოახდინონ მისი კონფიგურაცია.
ეს მიდგომა სასარგებლოა, თუ გსურთ შექმნათ აგენტები, რომელთაც შეუძლიათ:
ბაზრებზე მონიტორინგი 24/7 რეჟიმში
შეტყობინებების გაგზავნა
ყოველდღიური რეზიუმეების მომზადება
ვაჭრობის ან DeFi ინტერაქციების მხარდაჭერა (სათანადო ნებართვების გამოყენებით)
Binance-ის ხელოვნური ინტელექტის აგენტის უნარების გაშვება (7 უნარი)
2026 წლის 3 მარტს, Binance-მა და Binance Wallet-მა წარმოადგინა პირველი ნაკრები, რომელიც შედგებოდა ხელოვნური ინტელექტის აგენტის 7 უნარისგან. ამ წამოწყების მიზანია ხელოვნური ინტელექტის აგენტებისთვის Binance-ის მონაცემებზე და ინსტრუმენტებზე წვდომის შესაძლებლობის მიცემა ერთიანი სისტემის მეშვეობით, რაც მოიცავს კვლევას, აღსრულებას და საბაზისო რისკის შემცირებას. ეს უნარები მოიცავს შემდეგს:
1. Binance Spot უნარი
აგენტებს საშუალებას აძლევს საბაზრო მონაცემების (მაგალითად ფასის, შეკვეთების წიგნის სიღრმის, სანთლის დიაგრამების) რეალურ რეჟიმში დათვალიერების და სავაჭრო შეკვეთების მართვის შესაძლებლობას. მას აქვს API გასაღების/საიდუმლო კოდით ავთენტიფიკაციის, ასევე testnet-ის მხარდაჭერა.
2. მისამართის ინფორმაციის მოთხოვნა
აანალიზებს საფულის მისამართს და გვთავაზობს ჰოლდინგების ჩამონათვალს, სავარაუდო ღირებულებებს, 24-საათიან ცვლილებებს და კონცენტრაციის შესახებ ინფორმაციას (სასარგებლოა ვეშაპების და „ჭკვიანი ფულის“ აქტივობების ტრეკინგისთვის).
3. ტოკენის ინფორმაციის მოთხოვნა
მოიძიებს ტოკენის შესახებ ძირითად ინფორმაციას, როგორიცაა ტიკერის სიმბოლო, ბლოკჩეინი, ფასი, ლიკვიდურობა, ჰოლდერები და სავაჭრო აქტივობები.
4. კრიპტო ბაზრის რეიტინგი
ადგენს რეიტინგებს ტრენდების, ძიების შედეგების, კაპიტალის შემოდინების მაჩვენებლების, meme თემების და ტრეიდერის PnL-ის (მოგების და ზარალის) საფუძველზე. ეს უნარი ხელოვნური ინტელექტის აგენტს ეხმარება პასუხი გასცეს კითხვაზე „რას უნდა მივაქციო ყურადღება დღეს?“
5. Meme Rush
თვალყურს ადევნებს meme ტოკენებს მათი არსებობის სხვადასხვა ეტაპზე (მაგ., გამოშვების დროს, მიგრაციისას, მიგრაციის შემდეგ) და ალაგებს მათ ნარატივის თემების მიხედვით.
6. სავაჭრო სიგნალი
თვალს ადევნებს ჭკვიანი ფულის ყიდვის/გაყიდვის სიგნალებს და აკონტროლებს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა აქტივაციის ფასი, მიმდინარე ფასი, მაქსიმალური მოგება და სიგნალის სტატუსი.
7. ტოკენის აუდიტის მოთხოვნა
ასკანერებს სმარტ კონტრაქტებს გავრცელებული რისკების ინდიკატორების აღმოჩენის მიზნით (მაგალითად, ამოწმებს დამზადების უფლებებს, გაყინვის ფუნქციებს და მფლობელობის პრივილეგიებს).
გაშვებული ნაკრების ძირითადი მახასიათებლები
გაერთიანებული ინტელექტი: ერთი „ტვინი“ უზრუნველყოფს როგორც საფულის ანალიტიკის, ასევე ცენტრალურ ბირჟებზე ვაჭრობის მხარდაჭერას
მარტივი გამოცდილება: ანალიზიდან აღსრულებაზე გადასვლას ნაკლები ძალისხმევა ესაჭიროება
ჭკვიანი ფულის + უსაფრთხოების ორმაგი სისტემა: შეუძლია ერთდროულად სიგნალებზე თვალყურის დევნება და რისკის ავტომატური შემოწმება
დეველოპერებზე მორგებული: მოდულური უნარების ინტეგრირება შესაძლებელია აგენტების სხვადასხვა სტრუქტურებში
თუმცა გახსოვდეთ, რომ სიგნალები და ხელოვნური ინტელექტით მიღებული მონაცემები შეიძლება ყოველთვის არ იყოს უახლესი ან იდეალური. ისინი არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც ფინანსური რჩევები. მომხმარებლებმა თავად უნდა ჩაატარონ მოკვლევა და ყურადღებით მართონ API გასაღებები.
რა არის Binance-ის უნარების ჰაბი?
Binance-ის უნარების ჰაბი არის ღია პლატფორმა (განთავსებულია GitHub-ზე), სადაც შესაძლებელია უნარების გაზიარება და გამოყენება. ის განკუთვნილია ზოგადად კრიპტო საზოგადოებისთვის (არა მხოლოდ Binance-ის პროდუქტებისთვის).
მისი მთავარი დანიშნულებაა ხელოვნური ინტელექტის აგენტებისთვის კრიპტო სივრცეში უფრო „ბუნებრივად“ ურთიერთქმედების შესაძლებლობის მიცემა, რაც მოიცავს შემდეგს:
ტოკენების მოძებნა და მონაცემების მიღება
საფულის ტრეკინგი
ბაზარზე მონიტორინგი
ვაჭრობის აღსრულება
DeFi-სთან ინტერაქციები (დამოკიდებულია უნარზე).
როგორ არის უნარები ორგანიზებული
რეპოზიტორიაში თითოეული უნარი საკუთარ საქაღალდეშია მოთავსებული SKILL.md ფაილთან ერთად. ეს ფაილი შეიცავს სტრუქტურირებულ ინსტრუქციებს (და მეტამონაცემებს) რათა სხვა დეველოპერებმა შეძლონ მისი მარტივად გამოყენება.
ახალი უნარის დამატება
თუ გსურთ უნარის დამატება:
შექმენით რეპოზიტორიის fork და ახალი feature branch
შექმენით თქვენი უნარისთვის განკუთვნილი ახალი საქაღალდე
დაამატეთ SKILL.md ფაილი სავალდებულო შაბლონის გამოყენებით (სათაური, აღწერა, ვერსია, ავტორი, ლიცენზია)
შესამოწმებლად გახსენით Pull Request
შეჯამება
ხელოვნური ინტელექტის აგენტი გაცილებით სასარგებლოა, როდესაც მისი შესაძლებლობები მხოლოდ საუბრით არ შემოიფარგლება. უნარები ერთ-ერთი უმარტივესი გზაა აგენტების ეფექტურობის გასაზრდელად (განსაკუთრებით კრიპტო სფეროში, სადაც მონაცემები სწრაფად იცვლება და სწრაფად მოქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს).
Binance-ის ხელოვნური ინტელექტის აგენტის უნარები და Binance-ის უნარების ჰაბი წარმოადგენს ინკლუზიური ეკოსისტემის შექმნისკენ გადადგმულ ნაბიჯს, სადაც მომხმარებლებს და დეველოპერებს შეეძლებათ ხელოვნური ინტელექტის აგენტების კრიპტო სფეროში მოქმედების შესაძლებლობებით აღჭურვისთვის გამოიყენონ უფრო საიმედო და სტრუქტურირებული საშუალებები.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.