მთავარი დეტალები
Binance Futures-ზე მრავალი TradFi აქტივია ხელმისაწვდომი სასაქონლო აქტივების, ETF-ის ინდექსების, აქციებისა და ტექნოლოგიური აქციების სახით.
მათ სიაში შედის ძვირფასი ლითონები, როგორიცაა ოქრო, უმსხვილესი ინდექსის მქონე ETF-ები - S&P 500 (SPY) და Nasdaq 100 (QQQ) და ცნობილი ტექ-აქციები, როგორიცაა NVIDIA, Apple, და Microsoft.
ამ კონტრაქტების ანგარიშსწორება ხდება USDT-ში, ისინი გვთავაზობს 10x-მდე ლევერიჯს და მათი მეშვეობით ვაჭრობა შესაძლებელია 24/7 რეჟიმში.
ყოველივე ეს დერივატიული კონტრაქტებია და არ გულისხმობს რეალური აქციების, ETF-ების ან საქონლის ფლობას, ხოლო ლევერიჯით ვაჭრობა ზრდის როგორც პოტენციურ მოგებას, ისე ზარალის რისკებს.
შესავალი
Binance Futures ერთმანეთთან აკავშირებს ტრადიციულ ფინანსებსა (TradFi) და კრიპტოს. კერძოდ, ის ცნობილ აქციებს, საქონელსა და ETF-ინდექსებს უვადო ფიუჩერსების კონტრაქტების სახით გვთავაზობს. კონტრაქტების სია გაიზარდა და ძვირფასი ლითონების და კრიპტოზე დაკავშირებული აქციების გარდა, მას დაემატა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორიცაა Apple, Microsoft და Meta, მიკროპროცესორების მწარმოებელი ლიდერები - NVIDIA, TSMC და Broadcom, ხოლო ცოტა ხნის წინ ასევე დაემატა S&P 500, Nasdaq 100 და იაპონიის და სამხრეთ კორეის რეგიონულ ბაზრებზე ძირითადი ETF-ების ინდექსები.
ქვემოთ ჩამოთვლილია სექტორის მიერ დაორგანიზებული 29 TradFi აქტივი, რომლით ვაჭრობაც Binance Futures-ზე შეგიძლიათ.
კონტაქტის საერთო სპეციფიკაციები
სანამ ცალკეულ აქტივებზე გადავალთ, გთავაზობთ იმ ძირითად სპეციფიკაციებს, რომლებიც საერთოა TradFi-ს უვადო კონტრაქტებისთვის Binance Futures-ზე:
გაითვალისწინეთ, რომ Binance-მა შეიძლება შეცვალოს კონტრაქტების სპეციფიკაციები (მათ შორის ფინანსირების განაკვეთები, ტიკის ზომა, ლევერიჯი და მარჟის მოთხოვნები) ბაზარზე არსებული რისკის დონის საფუძველზე.
ძვირფასი ლითონები
სასაქონლო აქტივები, ხშირ შემთხვევაში, ინფლაციისგან და ბაზრის მერყეობისგან თავის დასაზღვევად გამოიყენება. Binance გვთავაზობს კონტრაქტებს ოთხი ძირითადი ძვირფასი ლითონისთვის.
1. ოქრო (XAU)
ოქრო ფულის უძველესი სახეობაა და ამავდროულად ის წამყვანია ღირებულების შენარჩუნების მხრივ. XAUUSDT კონტრაქტი ტრეიდერებს აძლევს ოქროს ფასით სპეკულაციის შესაძლებლობას ზოდების შეძენის ან სეიფში შენახვისთვის ფულის გადახდის გარეშე. როგორც იცით, ოქრო ყველაზე პოპულარული აქტივია ინფლაციისა და ეკონომიკის არასტაბილურობის პერიოდებში.
2. ვერცხლი (XAG)
ვერცხლი ორივე ფუნქციას ასრულებს და დანაზოგის საშუალების გარდა, ის მრეწველობისთვის მნიშვნელოვანი ლითონია, რომელიც გამოიყენება მზის პანელებში, ელექტრონიკაში და სამედიცინო მოწყობილობებში. ოქროსგან განსხვავებით, მისი ეს ორმაგი დანიშნულება ხშირად ხდება ფასის მერყეობის მიზეზი, რაც ტრეიდერებისთვის სხვადასხვა სახის შესაძლებლობებს წარმოშობს.
3. პლატინა (XPT)
პლატინა იშვიათი ლითონია, რომელიც აქტიურად გამოიყენება ავტომობილების კატალიზურ ნეიტრალიზატორებში და საწვავის ელემენტების ტექნოლოგიაში. XPT-ით ვაჭრობა ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს გამოხატონ თავისი შეხედულებები ავტოინდუსტრიის მდგომარეობასა და „მწვანე ენერგიის“ მიმართულებით განვითარებასთან დაკავშირებით.
4. პალადიუმი (XPD)
პლატინის მსგავსად, ძირითად ინდუსტრიულ ლითონს წარმოადგენს, რომელიც ასევე გამოიყენება ავტომობილების კატალიზურ ნეიტრალიზატორებში. მისი ფასი დამოკიდებულია მიწოდების ჯაჭვზე და იმაზე, თუ რა მდგომარეობაა ამ ლითონის მომპოვებელ ქვეყნებში, რომელთა სიაში შედის რუსეთი და სამხრეთ აფრიკა.
ენერგეტიკული რესურსები და ინდუსტრიული ლითონები
ძვირფასი ლითონების გარდა, ენერგეტიკული რესურსებით და სამრეწველო საქონელით ვაჭრობა ტრეიდერებს საშუალებას აძლევს გამოხატონ თავისი შეხედულებები გლობალური ეკონომიკის ზრდასთან, ინფლაციასთან და მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებით.
5. ნედლი ნავთობი (CL)
ნედლი ნავთობი მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული რესურსია და მასზე დამოკიდებულია ყველაფერი, დაწყებული ტრანსპორტირების ფასებით, დამთავრებული ინფლაციის მოლოდინებით. Binance-ზე CL-ის კონტრაქტებით ვაჭრობა ტრეიდერებს აძლევს მოახდინონ ნავთობის ფასების ცვლილებით სპეკულაციის შესაძლებლობას ნავთობის ფიზიკურად ფლობის ან ტრადიციული საბროკერო ანგარიშის ქონის საჭიროების გარეშე.
6. სპილენძი (COPPER)
სპილენძი ფართოდ გამოიყენება მშენებლობაში, ელექტრონიკის სფეროში და წარმოებაში, შესაბამისად, მისი ფასი მუდმივი დაკვირვების ქვეშაა, როგორც სამეწარმეო მოთხოვნის და გლობალური ეკონომიკის აქტივობის მთავარი ობიექტი. სპილენძის კონტრაქტების ანგარიშსწორება, Binance Futures-ზე არსებული სხვა TradFi აქტივების მსგავსად, ასევე USDT-ში ხდება.
ინდექსები და ETF-ები
ETF-თან დაკავშირებული უვადო კონტრაქტები მიბმულია კარგად ცნობილ საბირჟო საინვესტიციო ფონდებზე, რაც ტრეიდერებს აძლევს წვდომას უფრო მსხვილი ბაზრების ინდექსებსა და რეგიონულ აქციების ბაზრებზე კრიპტოთი ვაჭრობის პლატფორმებიდან.
7. Invesco QQQ Trust (QQQ)
QQQUSDT კონტრაქტის ფასი მიბმულია Invesco QQQ Trust Series 1-ზე (Nasdaq: QQQ), რომელიც გლობალურ დონეზე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ETF-ს წარმოადგენს. QQQ დაკავშირებულია Nasdaq-ის 100 უმსხვილეს არაფინანსური კომპანიის ფასებთან, რისი წყალობითაც უზრუნველყოფს შეერთებული შტატების ტექნოლოგიის სექტორზე წვდომას.
8. SPDR S&P 500 ETF Trust (SPY)
SPYUSDT კონტრაქტი მიბმულია SPDR S&P 500 ETF Trust-ზე (Nasdaq: SPY). SPY დაკავშირებულია S&P 500 აქციების ინდექსთან, რომელიც ითვლება აშშ-ის მთლიანი საფონდო ბირჟის ბენჩმარკად. ეს კონტრაქტი ტრეიდერებს სთავაზობს წვდომას პლატფორმაზე ხელმისაწვდომ აშშ-ის აქციების უმსხვილეს ბაზარზე.
9. iShares MSCI სამხრეთ კორეის ETF (EWY)
EWYUSDT კონტრაქტი მიბმულია iShares MSCI South Korea ETF-ზე (NYSE Arca: EWY), საშუალო და მსხვილი კაპიტალიზაციის მქონე სამხრეთ კორეული კომპანიების აქციების ინდექსთან. სამხრეთ კორეა წარმოადგენს მიკროპროცესორების, ავტომობილების და სამომხმარებლო ელექტრონიკის სექტორში არსებული მსოფლიოში ცნობილი კომპანიების სამშობლოს.
10. iShares MSCI იაპონიის ETF (EWJ)
EWJUSDT კონტრაქტი მიბმულია iShares MSCI Japan ETF-ზე (NYSE Arca: EWJ) - მსხვილი და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე იაპონური კომპანიების აქციების ინდექსთან. იაპონია წარმოადგენს მსოფლიოში უდიდეს სააქციო ბაზარს, ამიტომ ეს კონტრაქტი ტრეიდერებს აძლევს დღის ნებისმიერ პერიოდში ვაჭრობის საშუალებას.
კრიპტო და ფინანსური ტექნოლოგიების აქციები
ეს კომპანიები ტრადიციული ფინანსებისა და კრიპტოეკონომიკის გადაკვეთის წერტილშია. მათი აქციების ფასები შეიძლება შეიცვალოს ციფრული აქტივების ბაზრის ფასის შესაბამისად, რაც კრიპტოთი მოვაჭრე ტრეიდერებისთვის კარგი ალტერნატივაა.
11. Strategy (MSTR)
Strategy (ყოფილი MicroStrategy) ბიზნესის ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც ცნობილია დიდი ოდენობით Bitcoin-ის მფლობელობით. MSTR-ით ვაჭრობა შეიძლება აღვიქვათ, როგორც BTC-ზე პირდაპირი წვდომის მოპოვების გავრცელებული პრაქტიკა მეტი კორპორაციული დინამიკით.
12. Coinbase (COIN)
Coinbase არის უმსხვილესი საჯაროდ ცნობილი კრიპტო ბირჟა. მისი აქციების ფასი კრიპტო ბაზრის პროპორციულად იცვლება, შესაბამისად COIN-ის კონტრაქტები გაძლევთ თავად კრიპტოს ეკონომიკით სპეკულაციის შესაძლებლობას.
13. Robinhood (HOOD)
Robinhood ცნობილია აქციების და კრიპტოთი ვაჭრობის შესაძლებლობით საკომისიოების გარეშე. ზოგის აზრით, HOOD ტიკერი ასახავს ინდივიდუალური ინვესტორების განწყობას და საფონდო ბირჟებისა და კრიპტო სავაჭრო პლატფორმების დაკავშირების მცდელობას.
14. Circle (CRCL)
Circle წარმოადგენს USDC-ის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტეიბლკოინის, შემქმნელ კომპანიას. კონტრაქტები, რომლებიც CRCL-ის ტრეკინგს ახორციელებს, იძლევა ციფრული გადახდების და სტეიბლკოინის ინფრასტრუქტურით სპეკულაციის საშუალებას.
15. PayPay (PAYP)
PayPay წარმოადგენს იაპონიის წამყვან მობილური გადახდების პლატფორმას, რომელიც თავდაპირველად 2018 წელს გაეშვა SoftBank-ისა და Yahoo Japan-ის საერთო პროექტის სახით. ათ მილიონზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებლით, ის დომინირებს QR-კოდით გადახდებში იაპონიის საცალო მოვაჭრეების, რესტორნების და ელექტრონული კომერციის სექტორებში. PayPay Corporation-მა აღასრულა საწყისი საჯარო შეთავაზების პროცედურა (IPO) Nasdaq Global Select Market-ზე 2026 წელს. PAYP-ით ვაჭრობა ტრეიდერებს აძლევს აზიის ეკონომიკის მასშტაბით უნაღდო ანგარიშსწორების გაზრდით სპეკულირების საშუალებას.
მსხვილი ტექნოლოგიები
მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიების კომპანიებიდან ზოგიერთის აქციებით ვაჭრობა შესაძლებელია Binance Futures-ზე. ეს კონტრაქტები ტრეიდერებს საშუალებას აძლევს დააფიქსირონ ბაზართან დაკავშირებული შეხედულებები პროდუქტების გაშვებიდან, შემოსავლების ანგარიშგებისა და მაკროტენდენციების საფუძველზე კრიპტო საფულიდან გასვლის გარეშე.
16. Tesla (TSLA)
Tesla მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ელექტრომობილების მწარმოებელია. TSLA მერყევი აქციაა, რომლის ფასის მერყეობაც ხშირად განპირობებულია ელექტრომობილების ინდუსტრიის განვითარებით, ენერეგეტიკული რესურსების შესახებ სიახლეებით და მისი დამფუძნებლის - ილონ მასკის საჯარო მოღვაწეობით. წინად Tesla-ც კი ფლობდა Bitcoin-ს თავის ბალანსზე.
17. Amazon (AMZN)
Amazon მართავს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ელექტრონული კომერციის მარკეტპლეისს და AWS-ის მეშვეობით ფლობს გლობალური ქლაუდ ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან წილს. AMZN-ით ვაჭრობა შეიძლება იყოს მომხმარებლების ხარჯების, საწარმოო ქლაუდის დანერგვის და ფართო ციფრული ეკონომიკის მდგომარეობით სპეკულირების გზა.
18. Meta Platforms (META)
მეტა ფლობს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებად აპლიკაციებს: Facebook-ს, Instagram-ს და WhatsApp-ს. ის იღებს მისი შემოსავლის დიდ ნაწილს ციფრული მარკეტინგიდან, რის გამოც META ონლაინ რეკლამირების ბაზარზე პირველია. Meta ასევე დებს ინვესტიციებს აუგმენტური და ვირტუალური რეალობის სფეროში მისი Reality Labs-ის დანაყოფის მეშვეობით.
19. Alphabet (GOOGL)
Alphabet წარმოადგენს Google-ის, YouTube-ის და Google Cloud-ის მშობელ კომპანიას. GOOGL-ით ვაჭრობა გვთავაზობს წვდომას როგორც მსოფლიოში დომინანტ საძიებო სისტემისა და ციფრული რეკლამირების პლატფორმებზე, ისე სწრაფადგანვითარებად ქლაუდ ბიზნესზე და ხელოვნური ინტელექტის კვლევის პორტფოლიოზე.
20. Apple (AAPL)
Apple მსოფლიოს ყველაზე ღირებულ კომპანიებს შორისაა და ცნობილია iPhone-ით, Mac-ით, iPad-ით და მზარდი სააბონენტო სერვისების პაკეტით. AAPL-ით ვაჭრობა ტრეიდერებს აძლევს სამომხმარებლო ელექტრონიკის მოთხოვნაზე, აპლიკაციების ეკონომიკაზე და Apple-ის ფინანსურ სერვისებსა და მოწყობილობაზე (on-device) AI-ში მიმდინარე გაფართოებაზე სპეკულირების შესაძლებლობას.
21. Microsoft (MSFT)
Microsoft მართავს Azure-ს (მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ქლაუდ პლატფორმას), Office 365-ს, LinkedIn-ს და Xbox-ს. OpenAI-ში დიდი ინვესტიციის წყალობით, Microsoft ღრმად არის ჩართული კომერციული ხელოვნური ინტელექტის დანერგვაში. MSFT-ით ვაჭრობა გაძლევთ წვდომას საწარმოო პროგრამულ უზრუნველყოფაზე, ქლაუდის ზრდაზე და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციაზე სხვადასხვა ინდუსტრიაში.
მიკროპროცესორები
მიკროპროცესორები გლობალური ეკონომიკის, თუმცა ახლა უფრო მეტად AI-ის სფეროს აპარატურულ საფუძველს წარმოადგენს. ეს კატეგორია საშუალებას გაძლევთ ივაჭროთ კომპანიების აქციებით მიწოდების ჯაჭვის ჩიპების დიზაინის, წარმოებისა და შენახვის სეგმენტებში.
22. NVIDIA (NVDA)
NVIDIA ქმნის გრაფიკულ პროცესორებს (GPU-ებს), რომლებიც AI მოდელების დატრენინგებისთვის და მუშაობისთვის გამოიყენება. NVDA-ს აქციებით ვაჭრობა გვთავაზობს ხელოვნური ინტელექტის განვითარებად ინფრასტრუქტურაზე წვდომას, ვინაიდან NVIDIA-ს მონაცემთა ცენტრების ჩიპებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, კომპანიების მიერ გაფართოებული შესაძლებლობების ხელოვნური ინტელექტის დანერგვის ხარჯზე.
23. Micron Technology (MU)
Micron არის DRAM-ისა და NAND-ის მეხსიერების ჩიპების წამყვანი მწარმოებელი. მეხსიერების ჩიპები გამოიყენება მონაცემთა ცენტრებში, სმარტფონებსა და პერსონალურ კომპიუტერებში. Micron-ის მაღალი გამტარუნარიანობის მეხსიერების ჩიპებზე (HBM) მოთხოვნა ხელოვნური ინტელექტის ბუმთან ერთად გაიზარდა, ვინაიდან GPU კლასტერებს მუშაობისთვის სჭირდება სწრაფი, კონკრეტული დანიშნულების მეხსიერება.
24. SanDisk (SNDK)
SanDisk არის NAND ფლეშ-მეხსიერების შემქმნელი. ჩვენ მას ვხდებით SSD-ებში, მეხსიერების ბარათებში და მწარმოებლის მეხსიერების სისტემებში. კომპანია გადაკვალიფიცირდა დამოუკიდებელ საჯარო კომპანიად 2025 წლის დასაწყისში, მისი Western Digital-ისგან გამოყოფის შემდეგ. SNDK-ის აქციებით ვაჭრობა გვაძლევს წვდომას მონაცემთა შენახვის მოთხოვნაზე, რომელიც აგრეთვე ხელოვნური ინტელექტის მუშაობის სამომხმარებლო ელექტრონიკის წარმოების ციკლის ზრდის პარალელურად იზრდება.
25. TSMC (TSM)
ტაივანის მიკროპროცესორების მწარმოებელი კომპანია (TSMC) ფართო წრეში ცნობილია, როგორც მსოფლიოს უმსხვილესი კონტრაქტორი ჩიპების მწარმოებელი კომპანია. ის აწარმოებს ჩიპებს ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა Apple, NVIDIA და AMD. TSM-ს აქციებით ვაჭრობა გვაძლევს წვდომას მიკროპროცესორების მიწოდების გლობალურ ჯაჭვზე, Taiwan Strait-თან დაკავშირებულ გეოპოლიტიკურ რისკებზე და ხელოვნური ინტელექტის ჩიპების წარმოების მოცულობის გაზრდაზე.
26. Broadcom (AVGO)
Broadcom არის მიკროპროცესორების და ინფრასტრუქტურის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, რომელიც აწარმოებს ქსელურ ჩიპებს, მონაცემთა ცენტრებისთვის განკუთვნილ ASIC-ებს (ხელოვნური ინტელექტის აქსელერატორები) და უსადენო კომპონენტებს. მან ასევე შეისყიდა VM-ვეარი, რისი მეშვეობითაც მნიშვნელოვანი როლი მოიპოვა მწარმოებლების სივრცეში. AVGO-ს აქციებით ვაჭრობით ვიღებთ წვდომას ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის ბაზარზე GPU-ს მომწოდებლების ფენის მიღმა.
27. Intel (INTC)
Intel აწარმოებს პროცესორებს, რომლებიც ამუშავებს ლეპტოპებს, სერვერებსა და მონაცემთა ცენტრებს. ბოლო წლებში კომპანიამ მნიშვნელოვანი რესტრუქტურიზაცია გაიარა, მათ შორის თანამშრომლების შემცირება და სტრატეგიული ცვლილება ჩიპების წარმოების სერვისების მიმართულებით. INTC-ით ვაჭრობა გაძლევთ ფართო ექსპოზიციას მიკროპროცესორების ინდუსტრიაზე, რომელიც საფუძვლად უდევს ყველაფერს - სამომხმარებლო ელექტრონიკიდან დაწყებული, ქლაუდ-გამოთვლით და კრიპტო-მაინინგით დამთავრებული.
მონაცემები, ხელოვნური ინტელექტი და გლობალური ბაზრები
ეს სექცია მოიცავს ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებულ მონაცემთა ანალიტიკის კომპანიას და აზიის ერთ-ერთ უდიდეს ტექნოლოგიურ კონგლომერატს.
28. Palantir (PLTR)
Palantir-ის სპეციალიზაციის სფეროებია დიდი მონაცემების ანალიტიკა და ხელოვნური ინტელექტი. მას დადებული აქვს კონტრაქტები სამთავრობო თავდაცვის და დაზვერვის სტრუქტურებთან და ამავდროულად კომერციული ბიზნესის განვითარების სფეროში. PLTR ცნობილია ტრეიდერებს შორის, ვინც დაინტერესებულია ხელოვნური ინტელექტის მონაცემებზე მომუშავე ინფრასტრუქტურაში ხანგრძლივ პერსპექტივაში.
29. Alibaba (BABA)
Alibaba არის ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი ელექტრონული კომერციისა და ქლაუდ-გამოთვლების კომპანია, რომელიც ამუშავებს Amazon-ისა და AWS-ის დონის პლატფორმებს ჩინეთის ბაზარზე. BABA-ს აქციებით ვაჭრობით (NYSE-ზე განთავსებული როგორც ADR) უზრუნველყოფს წვდომას ჩინეთის სამომხმარებლო ხარჯებზე, ქლაუდის ინფრასტრუქტურაზე აზიაში და ჩინეთის ტექნოლოგიური სექტორის რეგულაციების განვითარებაზე.
შეჯამება
Binance Futures-ზე TradFi აქტივების დამატება ასახავს ცვლილებებს ადამიანების მიერ ფინანსურ ბაზრებზე ხელმისაწვდომობაში. მნიშვნელობა არ აქვს დაინტერესებული ხართ ოქროთი, როგორც ინფლაციისგან თავდაცვის საშუალებით, შეერთებული შტატების აქციებზე ფართო წვდომით S&P 500-ის სახით, ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის ნაწილებით (NVIDIA) თუ იაპონიისა და სამხრეთ კორეის რეგიონული ბაზრებით - თქვენ ახლა შეგიძლიათ იქონიოთ ამ ყველაფერზე წვდომა კრიპტოთი ვაჭრობის პლატფორმიდან 24/7 რეჟიმში USDT-ში ანგარისწორებით.
თუმცა, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ეს დერივატიული პროდუქტებია. თქვენ არ ფლობთ რეალურ აქციას, ETF-ის წილებს ან საქონელს. ლევერიჯის ხელმისაწვდომობის გამო, იზრდება რისკების შანსებიც. ვაჭრობამდე ყოველთვის კარგად გაეცანით კონტრაქტის მუშაობის მექანიზმს და გამოიყენოთ მხოლოდ ის თანხა, რომლის დაკარგვაც დიდად არ დაგაზარალებთ.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.