მთავარი დეტალები
კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული კლასიკური თაღლითური სქემები, როგორიცაა სოციალურ ქსელებში ჩატარებული ყალბი გათამაშებები, პონცის სქემები და ფიშინგი, დღემდე საკმაოდ აქტუალურია, თუმცა მათ კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებას ხელი შეუწყო AI ინსტრუმენტების პოპულარობის ზრდამ, რომლებიც პერსონალიზების გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.
ბოლო წლებში მკვეთრად გახშირდა შედარებით ახალ თაღლითურ სქემებთან დაკავშირებული შემთხვევებიც, რომლებიც დღეს კრიპტოსამყაროში ყველაზე გავრცელებულ თაღლითურ სქემებს შორისაა. მაგალითად, AI Deepfake-ები და Pig Butchering თაღლითური სქემები, სადაც თაღლითები კვირების ან თვეების განმავლობაში ცდილობენ მომხმარებლის ნდობის მოპოვებას, რის შემდეგაც მათ სთავაზობენ ყალბი საინვესტიციო პლატფორმის გამოყენების შესაძლებლობას.
აღნიშნული თაღლითური სქემებისგან თავის დასაცავად, შეგიძლიათ მიმართოთ კონტრაქტების ოფიციალური არხების შემოწმების, seed ფრაზების და პირადი გასაღებების მაქსიმალურად კონფიდენციალურად შენახვის პრაქტიკით და მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინოთ ნებისმიერ ინვესტირების შესაძლებლობასთან მიმართებაში, რომელიც მოიცავს დაპირებას მაღალი ან გარანტირებული სარგებლის შესახებ.
შესავალი
კრიპტოვალუტების ძირითადი მახასიათებლები, როგორიცაა მაღალი მობილურობა, საერთაშორისო გადარიცხვების თითქმის მომენტალურად განხორციელების შესაძლებლობა და დადასტურებული ტრანზაქციების გაუქმების შესაძლებლობის არარსებობა არის მიზეზი, რის გამოც თაღლითები ხშირად ირჩევენ მათ ძირითად სამიზნედ. უფრო და უფრო ფართოვდება აღნიშნულ ერთეულებთან დაკავშირებით შემუშავებული სოციალური ინჟინერიის მეთოდების დიაპაზონი, რაც მოიცავს როგორც ციფრული აქტივებისთვის შექმნილ თაღლითურ სქემებს, ისე კონკრეტულად ბლოკჩეინ ქსელებზე მორგებულ თავდასხმის მექანიზმებს. წინამდებარე სტატიაში განხილულია თაღლითური სქემების ყველაზე გავრცელებული ტიპები და მათი თავიდან აცილების გზები.
ყალბი გათამაშებები სოციალურ ქსელებში
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თაღლითური სქემა მოიცავს ყალბი გათამაშებების გამართვას ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა X (წარსულში ცნობილი, როგორც Twitter), Instagram და YouTube. თაღლითები ქმნიან ან მიითვისებენ ანგარიშებს, რომელიც ერთი შეხედვით ცნობილ კომპანიას ან საჯარო პირს ეკუთვნის და აღნიშნული ანგარიშის მეშვეობით აკეთებენ განცხადებას, რომელიც მოიცავს დაპირებას, რომლის მიხედვითაც ყველა მომხმარებელი, რომელიც მათ გაუგზავნის მცირე ოდენობით კრიპტოვალუტებს, სანაცვლოდ შედარებით დიდი ოდენობით სარგებელს მიიღებს. როგორც წესი, აღნიშნულ განცხადებას თან ახლავს ათასობით ყალბი ანგარიშიდან გაკეთებული კომენტარები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მათ ნამდვილად მიიღეს აღნიშნული შემოსავალი, რაც სანდოობის ყალბ შთაბეჭდილებას ქმნის.
ლეგიტიმური, მათ შორის Binance-ის ან მისი პარტნიორების მიერ ორგანიზებული გათამაშებების ფარგლებში, არასდროს არის საჭირო მომხმარებლების მიერ რაიმე სახის ფინანსების ან აქტივების გაგზავნა ან გადახდა, პროცესებში ჩასართავად. მსგავს ტაქტიკებს მიეკუთვნება ყალბი airdrop-ები, თაღლითური სქემები, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლები იღებენ მოთხოვნას მათი საფულეების არაკეთილსინდისიერი მიზნებით შექმნილ ვებსაიტებთან დაკავშირების ან თაღლითურ ტრანზაქციებზე ხელის მოწერის შესახებ, სანაცვლოდ „უფასო“ ტოკენის მიღების პირობით.
Pig Butchering თაღლითური სქემები
Pig Butchering კრიპტოვალუტების სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ყველაზე დიდი ფინანსური ზარალის მომტანი თაღლითობის კატეგორიაა. აღნიშნული სქემის ფარგლებში თაღლითი ცდილობს მომხმარებლის „მიჩვევას“, გაცონობითი აპლიკაციის, სოციალური ქსელის ან შეტყობინებების აპლიკაციის მეშვეობით უკავშირდება მას, დღეების და კვირების განმავლობაში ცდილობს მისი ნდობის მოპოვებას და ახლო ურთიერთობის ჩამოყალიბებას და მხოლოდ ამის შემდეგ სთავაზობს მას ინვესტირების შესაძლებლობას, საბოლოოდ თანხის გამოძალვის მიზნით.
ზემოხსენებული ტიპის თაღლითურ სქემაში მსხვერპლის ჩართვა ეტაპობრივად ხდება, გარკვეული პერიოდის შემდეგ აღნიშნული მსხვერპლი მოტყუებით განათავსებს ფინანსებს ყალბ სავაჭრო პლატფორმაზე, რომლის ინტერფეისიც, ხშირ შეთხვევაში, მაქსიმალურადაა მიმსგავსებული ლეგიტიმური სავაჭრო ბირჟის, მაგალითად DeFi თაღლითობის პროტოკოლის, ან ლიცენზირებული საბროკერო პლატფორმის დიზაინს. შესაძლებელია, რომ აღნიშნულ პლატფორმებზე წარმოდგენილი იყოს ხელოვნურად გაზრდილი „მოგების“ მაჩვენებლებიც, რაც მომხმარებლებს დამატებითი დეპოზიტების განხორციელებისკენ უბიძგებს. როდესაც თაღლითობის მსხვერპლი ეცდება თანხების გატანას, როგორც წესი ის მიიღებს მოთხოვნას საკომისიოების ან გადასახადების გადახდის შესახებ, რაც უზრუნველყოფს გატანის ტრანზაქციის დამუშავების შესაძლებლობას. აღნიშნული თანხების მითვისებაც საწყის თანხებთან ერთად ხდება.
დეტალები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც უცხო პირები გიკავშირდებიან, იწყებენ თქვენთან დიალოგს და მოულოდნელად გადადიან საინვესტიციო საკითხების განხილვაზე ან მოგიწოდებენ კონკრეტული, თქვენთვის უცნობი პლატფორმის გამოყენებისკენ. გარდა ამისა, შესაძლო თაღლითობაზე ხშირად მიუთითებს სხვადასხვა პლატფორმიდან თანხების გატანის მცდელობისას მოთხოვნა საკომისიოების გადახდის შესახებ.
AI Deepfake-ები და იმიტაციის შემცველი თაღლითური სქემები
თაღლითური სქემების შედარებით ახალი და სწრაფად მზარდი კატეგორია მოიცავს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტის გამოყენებას ცნობილი პირების ვინაობის გასაყალბებლად. Deepfake ტექნოლოგიის გამოყენებით თაღლითებს ახლა უკვე შეუძლიათ შექმნან დამაჯერებელი ვიდეო ან აუდიო მასალა - სავაჭრო ბირჟის ხელმძღვანელების, ცნობილი ადამიანების ან თუნდაც ოჯახის წევრების ხმისა და გარეგნობის კლონირებით, თაღლითურ მოთხოვნებთან დაკავშირებით მეტი დამაჯერებლობის უზრუნველყოფის მიზნით.
ხშირად შეხვდებით ისეთ ვარიაციებს, როგორიცაა: სავაჭრო ბირჟის მხარდაჭერის გუნდების ყალბი წარმომადგენლები, რომლებიც უკავშირდებიან სოციალურ ქსელებში პრობლემების შესახებ პოსტების ავტორ მომხმარებლებს; ცნობილი ადამიანების ფალსიფიცირებული ვიდეომიმართვები, რომლებიც თაღლითურ საინვესტიციო სქემებს უწევენ პოპულარიზაციას; და WhatsApp-ის ან Telegram-ის შეტყობინებები, რომლებიც თითქოს მეგობრებისგან ან ნათესავებისგანაა გამოგზავნილი და მოიცავს მოთხოვნებს კრიპტოვალუტის სასწრაფოდ გადარიცხვის შესახებ.
თუ თქვენთვის უცნობი ანგარიშიდან მოულოდნელად მიიღებთ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული შესაძლებლობის ან მოთხოვნის შესახებ ინფორმაციის შემცველ შეტყობინებას, ნებისმიერი ქმედების განხორციელებამდე გადაამოწმეთ ინფორმაცია დამოუკიდებლად, ოფიციალური არხების მეშვეობით.
ფინანსური პირამიდის და პონცის სქემები
როგორც ფინასურ პირამიდაზე, ისე პონცის სქემაზე დაფუძნებული თაღლითობები მოიცავს მაღალი შემოსავლის დაპირებებს და რეალური ბიზნეს საქმიანობის ნაცვლად, ახალი მონაწილეების მიერ შეტანილი თანხებით საზრდოობს. პონცის სქემის ფარგლებში, ე.წ. საინვესტიციო მენეჯერი ახალი ინვესტორებისგან მიღებულ თანხებს უხდის უკვე არსებულ მონაწილეებს, ისე, რომ არ არსებობს არანაირი ძირითადი სტრატეგია, რომელიც რეალურ მოგებას გამოიმუშავებს. ფინანსური პირამიდის სქემის ფარგლებში, მონაწილეები შემოსავალს სხვა მომხმარებლების მოწვევით იღებენ, ხოლო საკომისიოები თანდათან იზრდება და რამდენიმე დონეზე ვრცელდება. ორივე მოდელი მათემატიკურად არამდგრადია და გარანტირებულია გარკვეული პერიოდის შემდეგ მათი კოლაფსი.
ბლოკჩეინების სივრცეში ვხვდებით პონცის სქემაზე დაფუძნებულ ისეთ მსხვილმასშტაბიან ოპერაციებს, როგორიცაა OneCoin, Bitconnect და PlusToken. Bitconnect-მა, რომელმაც 2018 წელს სრული კოლაფსი განიცადა, დაახლოებით 2,4 მილიარდის ოდენობის ზარალის გამომწვევი გახდა. PlusToken-მა კი, სანამ მისი ოპერატორები დააპატიმრებდნენ, მომხმარებლებს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი გამოსძალა. გარანტირებული ან უჩვეულოდ მაღალი მოგების მიღების პირობა ყოველთვის საეჭვო ნიშანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პლატფორმის შემოსავლის მოდელთან დაკავშირებით მკაფიო ინფორმაციის მოპოვება არ არის შესაძლებელი.
ყალბი მობილური აპლიკაციები
არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის შექმნილი აპლიკაციები, რომელთა ძირითად მიზანს მომხმარებელთა კრიპტოვალუტების ან მონაცემების მითვისება წარმოადგენს, შესაძლოა ოფიციალური აპლიკაციების პლატფორმებზეც კი იყოს წარმოდგენილ, სხვა ლეგიტიმურ პროგრამებთან ერთად. ზოგიერთი მსგავსი ტიპის აპლიკაციის ინტერფეისი იმდენადაა მიმსგავსებული ცნობილი საფულეების ან სავაჭრო ბირჟების ინტერფეისთან, რომ იმ მომხმარებლებს, რომლებიც განსაკუთრებული სიფრთხილით არ გამოირჩევიან, ხშირად უჭირთ მათ შორის არსებული სხვაობების შემჩნევა. აღნიშნულ ტიპის საფრთხის შემცველ ერთეულებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ სტატია მობილურ აპლიკაციებთან დაკავშირებული გავრცელებული თაღლითური სქემები.
მომხმარებლის მიერ საკუთარი თანხების ყალბ აპლიკაციაში მითითებულ მისამართზე გადარიცხვის შემდეგ, აღნიშნული თანხები გადაინაცვლებს თაღლითის კონტროლს დაქვემდებარებულ საფულეში. ყველაზე ეფექტური მიდგომა აღნიშნული ტიპის თაღლითობების თავიდან ასაცილებლად გახლავთ აპლიკაციების მხოლოდ იმ სერვისის ოფიციალურ ვებსაიტებზე განთავსებული ბმულების მეშვეობით ჩამოტვირთვა, რომლით სარგებლობაც გსურთ და აპლიკაციების პლატფორმიდან ნებისმიერი ერთეულის ჩამოტვირთვამდე, აპლიკაციის გამომქვეყნებელ მხარესთან დაკავშირებით მაქსიმალური ინფორმაციის მოძიება.
ფიშინგი
ფიშინგის თავდასხმების ფარგლებში თაღლითები აყალბებენ ლეგიტიმურ სერვისებს მომხმარებელთა ავტორიზაციის მონაცემების, პერსონალური ინფორმაციის ან seed ფრაზების მოპოვების მიზნით. კრიპტოვალუტების სივრცეში აღნიშნული ტიპის თაღლითური სქემის მსხვერპლი მომხმარებლები ხშირად იღებენ შეტყობინებებს ელ. ფოსტით, სადაც მითითებულია, თითქოს დაფიქსირდა გარკვეული პრობლემა მათი სავაჭრო ბირჟის ანგარიშთან დაკავშირებით და აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა, რომ მომხმარებელმა გაიაროს ავტორიზაცია ელ. წერილში მოცემულ ბმულზე გადასვლით (რომელსაც, როგორც წესი, ყალბ ვებსაიტზე გადავყავართ); ასევე Telegram-ის ან Discord-ის შეტყობინებები იმ ანგარიშებიდან, რომლებიც თავს ოფიციალური მხარდაჭერის აგენტებად ასაღებენ.
ფიშინგის ყველა მცდელობა ერთ ძირითად წესს ეფუძნება: მომხმარებლებმა იციან, რომ არც ერთი კანონიერი სერვისის ფარგლებში, მათ არ მოეთხოვებათ კრიპტო საფულის seed ფრაზის ან პირადი გასაღების გამჟღავნება. გარდა ამისა, Binance არასდროს მოითხოვს მათგან ანგარიშის პაროლზე წვდომის დაშვებას. თუ მოულოდნელად უცხო პიროვნება დაგიკავშირდათ და მოითხოვა თქვენი მხრიდან რომელიმე ზემოხსენებული მონაცემის გამჟღავნება, გირჩევთ, არ უპასუხოთ აღნიშნულ შეტყობინებას. ნებისმიერი მომსახურების წარმომადგენელთან დასაკავშირებლად გამოიყენეთ მხოლოდ მათ ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული საკონტაქტო ინფორმაცია. უსაფრთხოების უზრუნველყოფის დამატებითი მეთოდები მოიცავს ვებსაიტების მისამართების (URL) ყურადღებით შემოწმებას ავტორიზაციის მონაცემების შეყვანამდე (თაღლითებმა შესაძლოა დაარეგისტრირონ თითქმის იდენტური დომენის სახელები, მაგალითად, binnance.com) და ხშირად გამოყენებული სავაჭრო ბირჟების ვებსაიტების მისამართების შენახვას, საძიებო სისტემების გამოყენების ნაცვლად.
პირად ინტერესებზე დაფუძნებული და Pump-and-Dump თაღლითური სქემები
ზოგიერთი თაღლითური სქემა, ნაცვლად პირდაპირ თანხების მითვისების მცდელობისა მოიცავს ცნობილი პიროვნებების ან კონკრეტული ანაზღაურების სანაცვლოდ მოქმედი პირების მიერ წარმოებულ ყალბ პოპულარიზაციის კამპანიას ფასების ხელოვნური ზრდის მიზნით, პროექტის მონაწილეების მიერ საკუთარი აქტივების გაყიდვების დაწყებამდე. ზოგჯერ ამას pump-and-dump ამას Pump-and-Dump (ფასის ხელოვნური ზრდა და ვარდნა) სქემის ოფიციალური სახე აქვს, სხვა შემთხვევებში კი ვლინდება ფასიანი სარეკლამო პოსტების სახით, რომლებიც არ მოიცავს მკაფიო ინფორმაციას ფინანსური ინტერესების შესახებ. კიდევ ერთი, მსგავსი თაღლითური სქემაა rug pull, რომლის ფარგლებშიც დეველოპერები ინვესტორების ფინანსების მოზიდვის შემდეგ მოულოდნელად ტოვებენ პროექტს და სრულად გააქვთ ლიკვიდურობა.
კრიპტოვალუტების ნებისმიერი პროექტის შეფასებისას, გირჩევთ შეაფასოთ შემდეგი დეტალები: როგორ არის განაწილებულ პროექტის ტოკენების მარაგი და არის თუ არა აღნიშნული მარაგის ძირითადი წილი განაწილებული მცირე ოდენობის საფულეებზე? როგორია გუნდის შემადგენლობა და გუნდის წევრების გამოცდილება? რა მიზანს ემსახურება პროექტი და არსებობს თუ არა ამავე მიზნით შექმნილი, შედარებით მაღალი დაფინანსების მქონე პროექტი? არსებობს თუ არა პროექტის ლეგიტიმური whitepaper და დამოუკიდებელი აუდიტის სმარტ კონტრაქტების კოდი? აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხების მოძიება ნებისმიერი თანხის ინვესტირებამდე, დაგეხმარებათ მაქსიმალურად შეამციროთ იმ პროექტებთან დაკავშირებული პოტენციური რისკები, რომლებიც ფუნდამენტური ღირებულებების ნაცვლად მათ გარშემო არსებულ აჟიოტაჟს ეფუძნება.
ხშირად დასმული შეკითხვები
როგორ უნდა ამოვიცნოთ სოციალური ქსელებში წარმოდგენილი ყალბი გათამაშებები?
ნებისმიერი გათამაშება, რომელში მონაწილეობის მისაღებადაც, პირველ რიგში, გარკვეული თანხების გაგზავნაა საჭირო, მიუთითებს თაღლითობაზე. Binance-ის ან სხვა, სათანადო რეპუტაციის მქონე კომპანიების მიერ ორგანიზებულ გათამაშებებში ჩასართავად არანაირი კრიპტოვალუტის გადახდა ან გაგზავნა არ არის საჭირო. ყურადღებით შეამოწმეთ ანგარიშის სახელი და სახელწოდება, თაღლითური ერთეულები შესაძლოა უმცირესი დეტალებით განსხვავდებოდეს ოფიციალური ერთეულებისგან; ამასთან, გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე იმ ანგარიშებთან მიმართებაში, რომლებიც მცირე თანხის ან აქტივების ინვესტირების სანაცვლოდ დიდი ოდენობით გარანტირებულ სარგებელს გპირდებათ.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვინმე მოითხოვს ჩვენი Seed ფრაზის გამჟღავნებას?
არასდროს, არც ერთ შემთხვევაში გაუზიაროთ თქვენი seed ფრაზა ან პირადი გასაღები სხვას. არც ერთი ლეგიტიმური სავაჭრო ბირჟა, საფულის პროვაიდერი და მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის წარმომადგენელი არ მოითხოვს თქვენი მხრიდან აღნიშნული მონაცემების გამჟღავნებას. Seed ფრაზის გამჟღავნების მოთხოვნა ნებისმიერ შემთხვევაში თაღლითურ, თქვენი ფინანსების უკანონოდ მითვისების მიზანს ემსახურება.
როგორ გადავამოწმოთ, ლეგიტიმურია თუ არა კრიპტო აპლიკაცია მის ჩამოტვირთვამდე?
გადადით იმ სერვისის ოფიციალურ ვებსაიტზე, რომლის გამოყენებაც გსურთ და აპლიკაცია ჩამოტვირთეთ მხოლოდ ამ ვებსაიტზე მოცემული ბმულის მეშვეობით. შეამოწმეთ გამომქვეყნებელი მხარის სახელი და შეადარეთ ოფიციალურ ვებსაიტზე მოცემულ მონაცემებს. გაეცანით უახლეს შეფასებებს და გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე, თუ აპლიკაცია ცოტა ხნის წინაა დამატებული პლატფორმაზე, ან ჩამოტვირთვების დაბალი მაჩვენებელი აქვს, თუმცა მოცემული ინფორმაციის თანახმად, წარმოადგენს ფართოდ გავრცელებულ პლატფორმას.
როგორ ამოვიცნოთ pig butchering თაღლითური სქემა?
აღნიშნული ტიპის თაღლითური სქემის ამოცნობა ძირითადად შემდეგი მახასიათებლებითაა შესაძლებელი: შემთხვევები, როდესაც უცხო პირი გიკავშირდებათ, ცდილობს თქვენთან დაახლოებას, ნდობის მოპოვებას, შემდეგ კი იწყებს საუბარს კონკრეტულ საინვესტიციო შესაძლებლობაზე, მოგიწოდებთ თქვენთვის ჯერ უცნობი სავაჭრო პლატფორმის გამოყენებისკენ, რომელთან დაკავშირებული ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებაც თქვენს შესაძლებლობებს არ ექვემდებარება; დაპირებები მოგების მიღების შესახებ, სადაც თანხის გატანის ნაცვლად გიწევთ დამატებითი ინვესტიციის განხორციელება; საკომისიოებისა და გადასახადების გადახდის მოთხოვნა გატანის ტრანზაქციის დამუშავების ეტაპზე გადასვლამდე. თუ რომელიმე ზემოხსენებულ სიტუაციაში აღმოჩნდებით, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მოქმედება და გაგზავნეთ მოხსენება აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით.
შეჯამება
კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული თაღლითური სქემები დღითი დღე უფრო და უფრო რთულად შესამჩნევი და ხშირი ხდება, AI ინსტრუმენტები თაღლითებს უფრო ფართო მასშტაბებზე და უფრო მეტად პერსონალიზებული საშუალებებით მოქმედების საშუალებას აძლევს, რაც წარსულში არ იყო შესაძლებელი. თითქმის ყველა თაღლითურ სქემას, იქნება ეს ყალბი გათამაშება, Pig Butchering სქემა, თუ ფიშინგის ფარგლებში მიღებული შეტყობინებები ელ. ფოსტაზე, ერთი საერთო აქვს - მოწოდება შეთავაზებით დაუყოვნებლივ სარგებლობის შესახებ ან საეჭვოდ მიმზიდველი შეთავაზებები. მსგავსი ტიპის შემოთავაზებებთან მიმართებაში მაქსიმალური სიფრთხილით მოქმედება, ინფორმაციის ოფიციალურ არხებზე გადამოწმება და თქვენი seed ფრაზის მაქსიმალური კონფიდენციალურობით შენახვა დაგეხმარებათ კრიპტოვალუტების სივრცეში ყველაზე გავრცელებული თაღლითური სქემებისგან თავის დაცვაში.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე სრულად და ერთპიროვნულად თქვენ ხართ პასუხისმგებელი. Binance Academy არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს იმ ზარალზე, რომელიც შეიძლება მიიღოთ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ის პირობებს.