მთავარი დეტალები
ლევერიჯიანი ETF-ებისთვის გამოიყენება დერივატივები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია საბაზისო ინდექსის ან აქტივის ფასით ვაჭრობით მიღებული ყოველდღიური მოგების გაზრდა ფიქსირებული ჯერადობით, მაგალითად, 2-ჯერ ან 3-ჯერ.
Binance Futures გთავაზობთ ლევერიჯიან ETF-ებზე მიბმულ უვადო კონტრაქტებს, რაც ტრეიდერებს საშუალებას აძლევს გაზარდონ ტრადიციული ფინანსური ბაზრის ისეთი აქტივებით ვაჭრობით მიღებული მოგება, როგორებიცაა NASDAQ-100, ნახევარგამტარების ინდექსები და VIX.
ამ პროდუქტებში ლევერიჯი ყოველდღიურად კორექტირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გრძელვადიანი მოგება შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს მოსალოდნელისგან, რადგან მასზე გავლენას ახდენს რთული პროცენტის ეფექტი და ფასების მერყეობით გამოწვეული დანაკარგი.
ლევერიჯიანი ETF-ის უვადო კონტრაქტები აერთიანებს რისკის ორ ფენას: თავად ETF-ში ინტეგრირებულ ლევერიჯს და დამატებით ლევერიჯს, რომელიც ხელმისაწვდომია უვადო კონტრაქტის მეშვეობით.
ისინი შექმნილია მოკლევადიანი ვაჭრობისთვის და არ არის განკუთვნილი გრძელვადიანი ჰოლდინგის სტრატეგიებისთვის.
შესავალი
ლევერიჯიანი ETF-ები არის საბირჟო-საინვესტიციო ფონდები, რომლებიც იყენებს რომელთა მეშვეობით შესაძლებელია საბაზისო ინდექსის ან აქტივის ფასით ვაჭრობით მიღებული ყოველდღიური მოგების გაზრდა. მაგალითად, 3x ლევერიჯიანი ETF-ის მიზანია, უზრუნველყოს თავისი საბაზისო ბენჩმარკის ყოველდღიური მოგების სამჯერ გაზრდა.
ეს პროდუქტები პოპულარულია იმ ტრეიდერებს შორის, რომლებსაც სურთ მაქსიმალურად გაზარდონ ფასის მოკლევადიანი ცვლილებით ვაჭრობით მიღებული მოგება დერივატივების რთული პოზიციების თავად მართვის გარეშე. ლევერიჯიანი ETF-ების პორტფოლიოს სისტემასთან კომბინირებით, მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ახალი, დელტა-ნეიტრალური სტრატეგიების გამოყენება, რაც კრიპტო ინოვაციებს ტრადიციული ფინანსების ტრეიდერებისთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
Binance Futures ახლა უკვე გთავაზობთ უვადო ფიუჩერსების კონტრაქტებს, რომლებიც მიბმულია პოპულარული ლევერიჯიანი ETF-ების ფასებზე. ეს კრიპტო ტრეიდერებს საშუალებას აძლევს ივაჭრონ ტრადიციული ფინანსების აქტივების ფასებით, რომელთა შორისაა მსხვილი საფონდო ბირჟების ინდექსები, სექტორზე მორგებული კალათები და მერყეობის ინსტრუმენტები - ეს ყველაფერი ერთი პლატფორმიდან.
ეს კონტრაქტები USDT-ით მარჟირებულია და მათი მეშვეობით ვაჭრობა 24/7 რეჟიმშია ხელმისაწვდომი განსხვავებით ტრადიციული ETF ბაზრებისგან, რომლებიც მხოლოდ საფონდო ბირჟის სამუშაო საათებშია ხელმისაწვდომი.
რა არის ლევერიჯიანი ETF-ები?
ლევერიჯიანი ETF არის ETF-ის ტიპი, რომელიც იყენებს ისეთ დერივატივებს, როგორიცაა სვოპ-შეთანხმებები, ფიუჩერსების კონტრაქტები და ოფციონები, რომელთა დანიშნულებაა საბაზისო ინდექსის დღიური მოგების გაზრდა. ლევერიჯის კოეფიციენტი ფიქსირებულია და ჩვეულებრივ არის 2x ან 3x, რაც ყოველი სავაჭრო დღის ბოლოს ხელახლა კორექტირდება. ეს ნიშნავს, რომ ფონდი ყოველი დღის ბოლოს საკუთარ პოზიციებს არეგულირებს მომდევნო დღის სამიზნე ექსპოზიციის შენარჩუნების მიზნით.
მაგალითად, თუ NASDAQ-100 ინდექსი მოცემულ დღეს 1%-ით გაიზრდება, 3x bull ETF, როგორიცაა TQQQ, დაახლოებით 3%-ით უნდა გაიზარდოს. თუ ინდექსი 1%-ით დაეცემა, TQQQ დაახლოებით 3%-ით უნდა დაეცეს. ინვერსიული ლევერიჯიანი ETF-ები, როგორიცაა SQQQ, მოძრაობს საპირისპირო მიმართულებით: მათი მოგება იზრდება ინდექსის ფასის კლების შემთხვევაში და მცირდება ინდექსის ფასის ზრდის შემთხვევაში.
ლევერიჯიან ETF-ებს უშვებენ აქტივების მმართველი კომპანიები, როგორებიცაა ProShares, Direxion და GraniteShares. ისინი განთავსებულია ტრადიციულ საფონდო ბირჟებზე და მათ ფართოდ იყენებენ მოკლევადიანი ტრეიდერები, რომელთაც სურთ მიმართულებიანი პოზიციებით მოგების გაზრდა.
როგორ მუშაობს ლევერიჯიანი ETF-ის უვადო კონტრაქტები Binance Futures-ზე
Binance Futures-ზე ლევერიჯიანი ETF-ებით ვაჭრობა ხდება USDT-ით მარჟირებული უვადო კონტრაქტების სახით. ეს ნიშნავს, რომ ტრეიდერები არ ყიდულობენ და არ ინახავენ რეალურ ETF აქციებს. ამის ნაცვლად, ისინი ვაჭრობენ დერივატივების კონტრაქტებით, რომლებიც მიბმულია ETF-ის ფასზე. კონტრაქტებს არ აქვს ვადის გასვლის თარიღი, ამიტომ პოზიციების შენარჩუნება შესაძლებელია განუსაზღვრელი ვადით, სანამ მარჟის მოთხოვნები დაკმაყოფილებულია.
Binance-ზე ხელმისაწვდომი სხვა უვადო კონტრაქტების მსგავსად, ეს პროდუქტები იყენებს ფინანსირების განაკვეთებს რათა კონტრაქტის ფასი საბაზისო ETF-ის ფასს დაემთხვეს. ფინანსირების განაკვეთების გადახდა პერიოდულად ხორციელდება Long და Short პოზიციებს შორის. ტრეიდერებს შეუძლიათ გამოიყენონ ლევერიჯი, რომელიც დაემატება ETF-ის ინტეგრირებულ ლებერიჯს, რაც ნიშნავს, რომ ეფექტური ექსპოზიცია შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ETF-ის მითითებულ კოეფიციენტს.
მაგალითად, თუ ტრეიდერი Binance Futures-ზე გახსნის KORUUSDT პოზიციას 10x ლევერიჯით, ხოლო თავად KORU უზრუნველყოფს MSCI Korea Index-ზე 3x ექსპოზიციას, თეორიული ჯამური ექსპოზიცია იქნება საბაზისო ინდექსის 30x. ეს რთული პროცენტის ეფექტი ზრდის როგორც პოტენციურ მოგებას, ისე პოტენციურ ზარალს, მათ შორის ლიკვიდაციის რისკს, თუ ფასი ტრეიდერის პოზიციის საწინააღმდეგოდ შეიცვლება.
მათ ასევე შეუძლიათ გამოიყენონ ლევერიჯიანი Short პოზიციებისაკუთარი სპოტ-ჰოლდინგების დაზღვევის მიზნით.
ლევერიჯიანი ETF-ის უვადო კონტრაქტები Binance Futures-ზე
Binance Futures-ზე ხელმისაწვდომია შემდეგი ლევერიჯიანი ETF-ის უვადო კონტრაქტები. თითოეული მათგანი მიბმულია კონკრეტულ საბაზისო ETF-ზე და აქვს საკუთარი ლევერიჯის კოეფიციენტი, მიმართულება და ბაზრისნ ექსპოზიცია.
TQQQ (3x NASDAQ-100 Bull)
TQQQ არის ProShares UltraPro QQQ ETF, რომლის მიზანია ტრეიდერებს შესთავაზოს NASDAQ-100 ინდექსის ყოველდღიური მოგების სამმაგი ოდენობა. ინდექსი მოიცავს Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე განთავსებული 100 უმსხვილესი არაფინანსური კომპანიის, მათ შორის წამყვანი ტექნოლოგიური და სამომხმარებლო კომპანიების აქციებს. TQQQ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლევერიჯიანი ETF-ია.
Binance Futures-ზე TQQQUSDT არის უვადო კონტრაქტი, რომელიც მიბმულია TQQQ-ის ფასზე. ამ კონტრაქტის მეშვეობით ტრეიდერებს შეუძლიათ მიიღონ NASDAQ-100-ის სამმაგი ექსპოზიცია, 24/7 რეჟიმში ვაჭრობის და USDT-ში ანგარიშსწორების შესაძლებლობით.
SQQQ (3x NASDAQ-100 Bear)
SQQQ არის ProShares UltraPro Short QQQ ETF, რომლის მიზანია უზრუნველყოს NASDAQ-100-ის ინვერსიული დღიური მოგების სამმაგი მაჩვენებელი. როდესაც NASDAQ-100-ის ფასი მოცემულ დღეს 1%-ით ეცემა, SQQQ-ის ღირებულება დაახლოებით 3%-ით იზრდება. როდესაც ინდექსის ფასი 1%-ით იზრდება, SQQQ-ის ფასი დაახლოებით 3%-ით ეცემა.
Binance Futures-ზე ხელმისაწვდომი SQQQUSDT ტრეიდერებს საშუალებას აძლევს, გახსნან NASDAQ-100-ის შესაბამისი bearish ლევერიჯიანი პოზიცია, ინდექსის პირდაპირი short პოზიციის გახსნის გარეშე. ეს შეიძლება გამოყენებულ იქნეს არსებული Long პოზიციების ჰეჯირებისთვის ან ბაზრის დაღმავალი მოძრაობების სპეკულაციისთვის.
SOXL (3x Semiconductors Bull)
SOXL არის Direxion Daily Semiconductor Bull 3X Shares ETF, რომლის მიზანია ICE Semiconductor Index-ის ყოველდღიური მოგების სამმაგი მაჩვენებლის მიღება. ეს ინდექსი მოიცავს აშშ-ის საფონდო ბირჟებზე განთავსებულ 30 უმსხვილეს ნახევარგამტარული ტექნოლოგიების კომპანიას, მათ შორის დიზაინერებს, მწარმოებლებსა და აპარატურის მომწოდებლებს.
Binance Futures-ზე ხელმისაწვდომი SOXLUSDT ტრეიდერებს სთავაზობს ნახევარგამტარების სექტორის კომპანიების აქციების ფასებით ვაჭრობას. ეს შეიძლება სასარგებლო იყოს ჩიპებზე მოთხოვნის, AI ინფრასტრუქტურის განვითარებისა თუ ტექნოლოგიური აპარატურის ზოგადი ციკლების შესახებ საკუთარი ხედვის გამოსახატად.
KORU (3x Korea Market Bull)
KORU არის Direxion 3x Bull MSCI Korea ETF, რომელიც ტრეიდერებს სთავაზობს MSCI Korea 25/50 Index-ის დღიური მოგების სამმაგ მაჩვენებელს. ეს ინდექსი ძირითადად ორიენტირებულია სამხრეთკორეულ ტექნოლოგიურ კომპანიებზე, განსაკუთრებით Samsung Electronics-სა და SK Hynix-ზე, რის გამოც ის მჭიდროდ არის დაკავშირებული ნახევარგამტარების ციკლთან.
KORUUSDT-ის ლისტინგი Binance Futures-ზე განხორციელდა 2026 წლის ივნისში. კონტრაქტმა ყურადღება მიიპყრო იმით, რომ ის ტრეიდერებს სთავაზობდა ETF-ის ინტეგრირებული 3x ლევერიჯის გაზრდას 50x-მდე, რაც თეორიულად ქმნიდა საბაზისო კორეული ბაზრის ინდექსთან ექსპოზიციას ზრდიდა 150-ჯერ.
MVLL (2x Marvell Technology Bull)
MVLL არის GraniteShares 2x Long MRVL Daily ETF, რომელიც ტრეიდერებს სთავაზობს Marvell Technology (MRVL) აქციის დღიური მოგების ორმაგ მაჩვენებელს. ამ სიაში არსებული სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, რომლებიც მსხვილ ინდექსებზეა მიბმული, MVLL ერთი კონკრეტული აქციის დღიური მოგების გაზრდილ მაჩვენებელს. ამის გამო ის უფრო კონცენტრირებული და პოტენციურად უფრო მერყევია, ვიდრე ინდექსზე დაფუძნებული ლევერიჯიანი ETF-ები.
Binance Futures-ზე ხელმისაწვდომი MVLLUSDT ტრეიდერებს საშუალებას აძლევს Marvell Technology-ს აქციების ფასებით 2x ლევერიჯით. კომპანია მოღვაწეობს მონაცემთა ინფრასტრუქტურისა და ქსელური ჩიპების წარმოების სფეროში.
UVXY (1.5x VIX)
UVXY არის ProShares Ultra VIX Short-Term Futures ETF, რომლის ტრეიდერებს სთავაზობს S&P 500 VIX Short-Term Futures Index-ის დღიური მოგების 1,5-ჯერად მაჩვენებელს. VIX, რომელსაც ხშირად „შიშის ინდექსს“ უწოდებენ, ზომავს S&P 500-ის ფასების მოსალოდნელ მერყეობას მომდევნო 30 დღის განმავლობაში. UVXY პირდაპირ არ არის VIX-ის სპოტ-ინდექსზე მიბმული. ამის ნაცვლად, ის ფლობს VIX-ის ფიუჩერსების კონტრაქტებს პირველი და მეორე თვისთვის.
UVXY, როგორც წესი, იზრდება ბაზრის სტრესის პერიოდებში და ეცემა მშვიდ ან მზარდ ბაზრების დროს. რადგან VIX ფიუჩერსებით ვაჭრობა, როგორც წესი, კონტანგოში ხორციელდება (მოგვიანო თვეები უფრო ძვირია, ვიდრე უახლესი თვეები), UVXY დროთა განმავლობაში სტრუქტურულ დეგრადაციას განიცდის მაშინაც კი, როცა მერყეობა სტაბილური რჩება. Binance Futures-ზე არსებული UVXYUSDT ტრეიდერებს აძლევს მერყეობის მკვეთრი ზრდით მოგების მიღების ან მისგან თავის დაზღვევის შესაძლებლობას.
ლევერიჯიანი ETF-ის უვადო კონტრაქტებთან დაკავშირებული ძირითადი რისკები
ფასების მერყეობით გამოწვეული დანაკარგი
იმის გამო, რომ ლევერიჯიანი ETF-ები ყოველდღიურად ახდენს ექსპოზიციის კორექტირებას, რამდენიმე დღის განმავლობაში მათი შედეგი შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ინდექსის მოგების მოსალოდნელი მაჩვენებლისგან. მერყევ ან ჰორიზონტალურად მოძრავ ბაზრებზე ამ „ფასების მერყეობით გამოწვეულმა დანაკარგმა“ შეიძლება აქტივის ღირებულება შეამციროს მაშინაც კი, თუ საბოლოოდ საბაზისო ინდექსის ფასი სასურველი მიმართულებით შეიცვლება. მაგალითად, თუ ინდექსის ფასი ერთ დღეს 5%-ით გაიზრდება, ხოლო მეორე დღეს 5%-ით დაეცემა, 3x ETF-ის შედეგი უბრალოდ ნულოვანი არ იქნება. ყოველდღიური კორექტირების შედეგად მიღებული რთული პროცენტის ეფექტის გამო ის ღირებულებას დაკარგავს.
ყოველდღიური ექსპოზიციის კორექტირება და ფასების მერყეობით გამოწვეული დანაკარგი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ზოგიერთ დელტა-ნეიტრალურ სტრატეგიასთან კომბინაციაში, რათა შეიქმნას შემოსავლის გენერირების ახალი ფორმები, რომლებიც TradFi-ში ხელმისაწვდომი არ არის.
რთული პროცენტის ეფექტით მოქმედი ლევერიჯი
Binance Futures-ზე ტრეიდერებს შეუძლიათ ETF-ის ინტეგრირებული ლევერიჯის გარდა დამატებითი ლევერიჯის გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება მოგება გაზარდოს, ეს ასევე ნიშნავს, რომ ზარალი უფრო სწრაფად გროვდება. საბაზისო ინდექსის ფასის არასასურველი მიმართულებით მცირე მოძრაობამაც კი შეიძლება მარჟინ-ქოლი ან ლიკვიდაცია გამოიწვიოს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავად ETF-ს უკვე აქვს 2x ან 3x ლევერიჯი. ამ პროდუქტების გამოყენებამდე ტრეიდერებმა კარგად უნდა შეისწავლონ მარჟით ვაჭრობის პრინციპები.
კონტანგო და სტრუქტურული დეგრადაცია
ზოგიერთი ლევერიჯიანი ETF, განსაკუთრებით მერყევი ფასის მქონე პროდუქტები, როგორიცაა UVXY, განიცდის ფიუჩერსების მრუდით გამოწვეულ სტრუქტურულ დეგრადაციას. როდესაც უფრო გვიანდელი თვის ფიუჩერსები უფრო ძვირია, ვიდრე უახლესი თვის ფიუჩერსები (კონტანგო), ფონდი ფულს კარგავს ყოველ ჯერზე, როდესაც საკუთარი პოზიციების ვადას ახანგრძლივებს. ეს ნიშნავს, რომ UVXY-მ დროთა განმავლობაში შეიძლება ღირებულება დაკარგოს მაშინაც კი, თუ VIX ინდექსი უცვლელი დარჩება.
მოკლევადიან ვაჭრობაზე გათვლილი დიზაინი
ლევერიჯიანი ETF-ები მოკლევადიანი ვაჭრობისთვის არის შექმნილი და არა „იყიდე და შეინახე“ სტრატეგიისთვის. ყოველდღიური რებალანსირების მექანიზმი მათ გრძელვადიანი ინვესტირებისთვის ნაკლებად ეფექტიანს ხდის. ლევერიჯიანი ETF-ის უვადო კონტრაქტის კვირების ან თვეების განმავლობაში ფლობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი შედეგის დადგომა, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება მითითებულ ლევერიჯის საფუძველზე დაანგარიშებული სავარაუდო შედეგისგან.
რეგულაციური და საბაზრო რისკი
ლევერიჯიანი ETF-ებით ვაჭრობა დაკავშირებულია ტრადიციული ბაზრისთვის დამახასიათებელ რისკებთან, რომელთა შორისაა ფასის მკვეთრი ნახტომები, ლიკვიდურობის შოკები და რეგულაციების ცვლილებები. რადგან ამ უვადო კონტრაქტებით ვაჭრობა Binance Futures-ზე 24/7 რეჟიმშია ხელმისაწვდომი, ხოლო შესაბამისი საბაზისო ETF-ებით ვაჭრობა მხოლოდ საფონდო ბირჟის სამუშაო საათებში მიმდინარეობს, ტრადიციული ბაზრების გახსნისას შეიძლება ფასის მკვეთრი ნახტომები დაფიქსირდეს.
ხშირად დასმული კითხვები
რა არის ლევერიჯიანი ETF-ის უვადო კონტრაქტი?
ლევერიჯიანი ETF-ის უვადო კონტრაქტი არის დერივატივი, რომელიც მიბმულია ლევერიჯიანი ETF-ის ფასზე. ის ტრეიდერებს საშუალებას აძლევს ივაჭრონ ETF-ის ფასის მოძრაობებით საბაზისო აქციების ფლობის გარეშე. Binance Futures-ზე ეს კონტრაქტები USDT-ით მარჟირებულია და ვადის გასვლის თარიღი არ აქვს.
რით განსხვავდება ლევერიჯიანი ETF-ის უვადო კონტრაქტით ვაჭრობა ETF-ით პირდაპირ ვაჭრობისგან?
Binance Futures-ზე უვადო კონტრაქტით ვაჭრობა შესაძლებელია 24/7 რეჟიმში, ანგარიშსწორება ხდება USDT-ში, ასევე საშუალება გაქვთ გამოიყენოთ დამატებითი ლევერიჯი. თუმცა თქვენ არ ფლობთ შესაბამისი საბაზისო ETF-ის აქციებს და კონტრაქტის ფასი შეიძლება განსხვავდებოდეს ETF-ის ფასისგან ფინანსირების განაკვეთებისა და საბაზრო პირობების გამო. თავად ETF-ს უკვე აქვს ინტეგრირებული ლევერიჯი, ამიტომ უვადო კონტრაქტზე დამატებითი ლევერიჯის გამოყენება რისკს კიდევ უფრო ზრდის.
შემიძლია თუ არა ლევერიჯიანი ETF-ის უვადო კონტრაქტის ხანგრძლივად ფლობა?
ლევერიჯიანი ETF-ები მოკლევადიანი ვაჭრობისთვის არის შექმნილი, რადგან მათ ახასიათებს ყოველდღიური რებალანსირება და ფასების მერყეობით გამოწვეული დანაკარგი. მათი ხანგრძლივი პერიოდით ფლობის შემთხვევაში მოგება შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს საბაზისო ინდექსის ფასით ვაჭრობით მიღებული სავარაუდო მოგებისგან. ეს ეფექტი კიდევ უფრო ძლიერდება, როდესაც გამოიყენებაუვადო კონტრაქტის დამატებითი ლევერიჯი.
რა ხდება საბაზისო ETF-ის რევერსული სპლიტის შემთხვევაში?
რევერსული სპლიტები (მაგალითად, 2025 წლის ნოემბერში განხორციელებული UVXY-1-for-5 რევერსული სპლიტი) შეიძლება გავლენას ახდენდეს კონტრაქტის ფასზე ან პოზიციის ზომაზე. ტრეიდერებმა უნდა ადევნონ თვალყური Binance-ის განცხადებებს, რათა გაეცნონ კორპორაციულ აქტივობებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ცვლილებას.
ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს რეგიონის მიხედვით, რაც დაკავშირებულია კონკრეტულ რეგიონში მოქმედ შეზღუდვებთან. ვაჭრობაში ჩართვამდე ტრეიდერებმა უნდა გადაამოწმონ მათ რეგიონში მოქმედი ადგილობრივი რეგულაციები.
შეჯამება
Binance Futures-ზე არსებული ლევერიჯიანი ETF-ების უვადო კონტრაქტები ტრეიდერებს სთავაზობს ტრადიციული ფინანსური ბაზრების ფასებით 24/7 რეჟიმში ვაჭრობის შესაძლებლობას გაზრდილი კოეფიციენტებით. ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა TQQQ, SQQQ, SOXL, KORU, MVLL და UVXY, განსხვავებულ მიზნებს ემსახურება - დაწყებული ტექნოლოგიური ინდექსების ფასების ცვლილებებით მოგების მიღებით და დამთავრებული ფასების მერყეობისგან დაზღვევით.
თუმცა, ყოველდღიური რებალანსირება, მერყეობის გამო ღირებულების შემცირება და უვადო კონტრაქტზე დამატებითი ლევერიჯის გამოყენება ამ ინსტრუმენტებს მაღალი რისკის შემცველს ხდის. ტრეიდერებმა სრულად უნდა გაიაზრონ მათი მუშაობის მექანიზმები, გამოიყენონ რისკების მართვის შესაბამისი მეთოდები და ვაჭრობაში ჩართვამდე გაითვალისწინონ, შეესაბამება თუ არა ეს პროდუქტები მათ სავაჭრო სტრატეგიას.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს მერყევი იყოს. თქვენი ინვესტიციის ღირებულება შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს და შესაძლოა ვერ დაიბრუნოთ ინვესტირებული თანხა. თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ მიღებულ ზარალზე. TradFi უვადო კონტრაქტები დაკავშირებულია საბაზრო და ფასების მაღალი მერყეობის რისკებთან (განსაკუთრებით ტრადიციული ბაზრის არასამუშაო საათებში ვაჭრობის შემთხვევაში). შესაძლოა მოგეთხოვოთ დამატებითი მარჟის დეპოზიტების ან საპროცენტო გადასახადის შეტანა. თუ საჭირო მარჟის დეპოზიტების ან საპროცენტო გადასახადების გადახდა დადგენილ ვადაში არ განხორციელდება, შესაძლოა მოხდეს თქვენი უზრუნველყოფის ლიკვიდაცია. ამასთან, თქვენ კვლავ პასუხისმგებელი იქნებით თქვენს ანგარიშზე წარმოშობილ ნებისმიერ დეფიციტსა და ანგარიშზე დარიცხულ პროცენტზე. ფასის არასასურველი მოძრაობის შემთხვევაში შესაძლოა თქვენი მთლიანი მარჟის ბალანსი ლიკვიდირებულ იქნეს. წარსულში დაფიქსირებული შედეგები არ გაძლევთ სამომავლო შედეგების პროგნოზირების შესაძლებლობას. TradFi უვადო კონტრაქტები არ გთავაზობთ შესაბამის საბაზო აქტივზე საკუთრების უფლებას. ვაჭრობის დაწყებამდე დამოუკიდებლად უნდა შეაფასოთ ტრანზაქციის მიზანშეწონილობა თქვენი საკუთარი მიზნებისა და გარემოებების გათვალისწინებით, რისკებისა და პოტენციური სარგებლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მრჩევლებთან. ეს ინფორმაცია არ უნდა განიხილებოდეს, როგორც ფინანსური ან საინვესტიციო რჩევა. იმისათვის, რომ მეტი გაიგოთ უსაფრთხო ვაჭრობის შესახებ, ეწვიეთ ჩვენს პასუხისმგებლიანი ვაჭრობის გვერდს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი გამოყენების პირობები, სავაჭრო ბირჟის წესები, კლირინგის წესები, სავაჭრო ბირჟის პროცედურები, კლირინგის პროცედურები, კონტრაქტის სპეციფიკაციები და რისკის შესახებ გაფრთხილება.