როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი კრიპტოთი ვაჭრობისთვის

როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი კრიპტოთი ვაჭრობისთვის

განახლებული Feb 27, 2026
8m

მთავარი დეტალები

  • სტატიკური ალგორითმებისგან განსახვავებით, რომლებიც ფიქსირებული წესებით მოქმედებს, ხელოვნური ინტელექტით ვაჭრობის სისტემებში შაბლონების ამოსაცნობად და ცვალებადი ბაზრის პირობებთან ადაპტაციისთვის გამოიყენება მანქანური სწავლება.

  • კრიპტოთი ვაჭრობისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უზრუნველყოფს ემოციური სუბიექტურობის თავიდან აცილებას და ამავდროულად მომხმარებლებს აძლევს ბაზრებზე 24/7 რეჟმში მონიტორინგის და ვაჭრობების სწრაფად განხორციელების შესაძლებლობას.

  • ტრეიდერებს შეუძლიათ აირჩიონ გამოწერაზე დაფუძნებული ბოტის სერვისები ან პირადად შექმნან ინსტრუმენტები და დაიხმარონ ხელოვნური ინტელექტი ინფორმაციის მოძიებაში, კოდის დაწერაში და სტრატეგიის ტესტირებაში.

  • ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ვაჭრობა ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს, თუმცა ის დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან, რაც მოიცავს ტექნიკურ შეცდომებს, უსაფრთხობის სისტემის სისუსტეებს და „შავი ყუთის“ თაღლითობებს.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

კრიპტო ვაჭრობის კონტექსტში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მოიცავს კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით ბაზრის მონაცემების ანალიზს, ფასის მოძრაობის პროგნოზირებას და ვაჭრობის აღსრულებას ადამიანის მინიმალური ჩარევით. ამ სტატიაში განხილულია კრიპტო ვაჭრობაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საფუძვლები, რით განსხვავდება ის სტანდარტული ავტომატიზაციისგან და ასევე ამ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული უპირატესობები და რისკები.

ხელოვნური ინტელექტი და ტრადიციულ ალგორითმებზე დაფუძნებული ვაჭრობა

ხალხს ხშირად ერევა ერთმანეთში „ალგორითმული ვაჭრობა“ და „ხელოვნური ინტელექტით ვაჭრობა“, თუმცა ეს ერთსა და იმავეს არ ნიშნავს.

ტრადიციული ალგორითმები სტატიკურია, ანუ ისინი ადამიანის მიერ გაწერილი ინსტრუქციების მიხედვით მოქმედებს. მაგალითად: „თუ Bitcoin-ის ფასი 50 000 აშშ დოლარამდე დაეცემა, იყიდე 0,10 BTC.“ ბოტიც ზუსტად ასრულებს ამ მითითებას. მას არ შეუძლია „აზრის შეცვლა“ ან ახალი ხერხების შესწავლა.

ხოლო სისტემა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს და მანქანურ სწავლებას იყენებს, დინამიკურია. მას შეუძლია თავად გააანალიზოს მონაცემები და ამოიცნოს შაბლონები. მკაცრად გაწერილი წესების მიხედვით მოქმედების ნაცვლად, ხელოვნური ინტელექტის მოდელს შეუძლია გაეცნოს ისტორიას, ვაჭრობის მოცულობას და სიახლეებს პოტენციური სამიზნე ფასის დასადგენად. მას ასევე შეუძლია შეისწავლოს წარსულში დაფიქსირებული მოგების და ზარალის მონაცემები ეს ცოდნა სამომავლო გაუმჯობესებისთვის გამოიყენოს.

კრიპტოში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პოპულარული მეთოდები

ქვემოთ ჩამოთვლილია კრიპტოთი ვაჭრობაში გამოყენებული ხელოვნური ინტელექტის ზოგიერთი მაგალითი. ზოგ ტრეიდერს ურჩევნია ერთ მეთოდზე ორიენტირება, სხვები კი იყენებენ ამ მეთოდების კომბინაციას და ქმნიან ხელოვნური ინტელექტით ვაჭრობის უფრო კომპლექსურ სისტემას.

1. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სავაჭრო ბოტები

ისინი ტრადიციულ ავტომატიზებულ სავაჭრო ბოტებს ჰგავს, თუმცა გაძლიერებულია ხელოვნური ინტელექტით. მათ შეუძლიათ თქვენს კრიპტო ბირჟასთან დაკავშირება ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების თქვენ მაგივრად შესასრულებლად. ამ ბოტების მიერ გამოყენებული ყველაზე გავრცელებული სტრატეგიებია:

  • არბიტრაჟი: მონეტის A ბირჟაზე შეძენა და შემდეგ მისი B ბირჟაზე გაყიდვა ფასთა სხვაობიდან მოგების მისაღებად.

  • ბადით ვაჭრობა: კონკრეტულ ფასის დონეებზე ავტომატური შეძენის/გაყიდვის შეკვეთების დაყენება.

ბადით ვაჭრობა Binance-ზე

  • ტენდენციების გათვალისწინება: ბაზრის ტენდენციებზე უწყვეტი მონიტორინგი ვაჭრობის მიმართულების განსაზღვრისთვის.

2. ბაზრის განწყობის ანალიზი

კრიპტო ბაზრის განწობის და ფასების ცვლილება ზოგჯერ ახალ ამბებზე და საჯაროდ გავრცელებულ მოსაზრებებზეა დამოკიდებული. ბუნებრივი ენის დამუშავება (NLP) წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის ტიპს, რომელსაც ადამიანის ენის გაგება შეუძლია. ის ეცნობა სხვადასხვა ტიპის ვებსაიტებს, მათ შორის ახალი ამბების გვერდებს, X-ს (ყოფილი Twitter) და Reddit-ს.

3. პროგნოზირებადი ანალიტიკა

ეს ნიშნავს ისტორიუილი მონაცემების გამოყენებას სამომავლო ფასების პროგნოზირებისთვის. მომავლის სრული სიზუსტით პროგნოზირება არც ერთ კომპიუტერს არ შეუძლია, თუმცა ხელოვნურ ინტელექტი გამოითვლის ალბათობებს. მაგალითად, მისი გამოყენება შეიძლება ისტორიული შემთხვევების ანალიზისთვის, რაც ტრეიდერებს ეხმარებას ბაზარზე შესვლის და გამოსვლის სტრატეგიების შემუშავებაში.

4. მაღალი სიხშირით ვაჭრობა (HFT)

HFT-ს ძირითადად მსხვილი კომპანიები იყენებენ. ამ დროს გამოიყენება სუპერ სწრაფი კომპიუტერები ვაჭრობების წამის მეათედებში განხორციელების მიზნით. ამ დროს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ძალიან სასარგებლოა, რადგან მას ფასის უმნიშვნელო ცვლილებებზე რეაგირება ადამიანზე უფრო სწრაფად შეუძლია.

როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი კრიპტოში

ხელოვნური ინტელექტის გამოსაყენებლად პროგრამირების ცოდნა საჭირო არ არის. ქვემოთ ჩამოთვლილია ამის გაკეთების მარტივი გზები:

  • ხელოვნური ინტელექტი მოკვლევისთვის: შეგიძლიათ გამოიყენოთ ინსტრუმენტები, როგორიცაა ChatGPT, Gemini ან Claude კრიპტოს ვრცელი ოფიციალური დოკუმენტების მოკლე შინაარსის გენერირებისთვის ან ტოკენის მუშაობის პრინციპების ახსნისთვის.

  • დახმარება კოდის წერაში: თუ გამოიყენებთ პლატფორმებს, როგორიცაა TradingView, შეგიძლიათ სთხოვოთ მაგენერირებელ ხელოვნურ ინტელექტს დაგიწეროთ „Pine Script“ კოდი. მაგალითად შეგიძლიათ სთხოვოთ ხელოვნურ ინტელექტს „დაწეროს სკრიპტი, რომელიც გაავლებს ზღვარს, როდესაც RSI 70-ზე მაღლა ავა“ და შემდეგ დააკოპიროთ და ჩასვათ კოდი თქვენს დიაგრამაში.

  • პლატფორმები რომელიც კოდს არ საჭიროებს: ბევრი ვებგვერდი გაძლევთ ბოტის შექმნის საშუალებას ოფციონების ჩასმის მეშვეობით, რათა აღარ მოგიწიოთ კოდის თქვენით დაწერა. ხელოვნურ ინტელექტს ასევე შეუძლია დაგეხმაროთ ოფციონების უკეთ გაგებაში და მოძებნის თქვენთვის ყველაზე შესაფერის ვაჭრობის სტილს და სტრატეგიას.

  • უკუტესტირება: შეგიძლიათ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენოთ სტრატეგიების უკუტესტირებისთვის ისტორიული მონაცემების საფუძველზე, რაც საშუალებას გაძლევთ გამოსცადოთ მათი ეფექტურობა რისკის გაწევამდე.

სავაჭრო ბოტების პლატფორმების მაგალითები

Binance გთავაზობთ სხვადასხვა ავტომატიზებულ სტრატეგიას, რომლებიც მოცემულია [სავაჭრო ბოტების] განყოფილებაში, მათ შორის სპოტ ბადე, სპოტ DCA, არბიტრაჟი, რებალანსირება და სხვა. მათზე წვდომა შეგიძლიათ [ვაჭრობის] მენიუდან.

Pionex, 3Commas და Cryptohopper კრიპტო სავაჭრო ბოტების პლატფორმების სხვა მაგალითებია. ეს სერვისები გაძლევთ ვაჭრობის ავტომატიზაციის საშუალებას მანქანური სწავლების მეშვეობით და ბევრი მათგანი მხარდაჭერილია თქვენს Binance-ის ანგარიშთან დაკავშირებისთვის API გასაღებების გამოყენებით.

შექმნა თუ ყიდვა: აირჩიეთ თქვენი მიდგომა

როდესაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გსურთ, ძირითად შემთხვევაში ორი არჩევანი გაქვთ:

1. გამოწერა (ყიდვა)

ეს არის ვებსაიტები, სადაც ყოველთვიურად იხდით უკვე შექმნილი ბოტის გამოყენების საფასურს.

  • დადებითი მხარეები: მარტივია მისი დაყენება და გამოყენება, ხოლო დახმარებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მხარდაჭერის გუნდს.

  • უარყოფითი მხარეები: უნდა გადაიხადოთ გამოწერის საფასური და უნდა ენდოთ სხვის მიერ შექმნილ სტრატეგიას.

2. ინდივიდუალური (შექმნა)

ეს ნიშნავს, რომ პროგრამას თავად დაწერთ (ჩვეულებრივ Python-ში) ან ამისთვის პროგრამისტს დაიქირავებთ.

  • დადებითი მხარეები: გაქვთ სრული კონტროლი, არ იხდით ყოველთვიურ საფასურს და ზუსტად იცით, თუ როგორ მუშაობს ბოტი.

  • უარყოფითი მხარეები: გჭირდებათ ტექნიკური უნარები. თუ კოდი დაზიანდება ან მუშაობას შეწყვეტს, თავად მოგიწევთ მისი გამოსწორება.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სარგებელი კრიპტო ვაჭრობაში

  • არანაირი ემოცია: შიშსა და სიხარბეს ტრეიდერები ფულის დაკარგვამდე მიჰყავს, ხოლო ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ მონაცემებსა და ლოგიკას ეყრდნობა. ის არ ვარდება პანიკაში, როდესაც ფასები ეცემა და არ შედის აზარტში ფასების ზრდის დროს.

  • მუშაობს 24/7 რეჟიმში: კრიპტო ბაზრები მუშაობს დღე და ღამე. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია თვალი ადევნოს გრაფიკებს, სანამ გძინავთ, რათა არ გამოტოვოთ კარგი შესაძლებლობა.

  • სიჩქარე: ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია შეამჩნიოს ფასის მკვეთრი ვარდნა ან ზრდა და მილიწამებში მოახდინოს რეაგირება.

  • ტესტირება: ხელოვნური ინტელექტი საშუალებას გაძლევთ გამოსცადოთ თქვენი სტრატეგია ისტორიული მონაცემების მეშვეობით. მაგალითად, გარისკვამდე, შეგიძლიათ ჩაატაროთ სტრატეგიის უკუტესტირება და ნახოთ, თუ როგორ იმუშავებდა სტრატეგია წინა წელს.

რისკები და შეზღუდვები

  • თაღლითობები და „შავი ყუთის“ მოდელები: უფრთხილდით ადამიანებს, რომლებიც ყიდიან ბოტებს „გარანტირებული შემოსავლის“ დაპირებით. მათი უმეტესობა „შავი ყუთის“ სისტემებს იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ ვერ ხედავთ, თუ რა მიზნით ახორციელებს ვაჭრობას ბოტი. ზოგიც სინამდვილეში თაღლითურ ან Ponzi სქემას წარმოადგენს.

  • ისტორიული მონაცემების ზედმეტად ნდობა: ზოგჯერ ხელოვნური ინტელექტი წარსულის მონაცემების შესწავლას ზედმეტად უღრმავდება. მან შეიძლება შეისწავლოს ისეთი შაბლონი, რომელიც მხოლოდ ერთხელ მოხდა ისტორიის მანძილზე. შესაბამისად, ბაზრის ცვლილებისას ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა არ გაამართლოს, რადგან ის მოელის წარსული შემთხვევის ზუსტ გამეორებას.

  • ტექნიკური პრობლემები: ბაგებმა, ინტერნეტის პრობლემებმა ან ბირჟის გათიშვამ შეიძლება თქვენი ბოტი მწყობრიდან გამოიყვანოს. ამან კი შესაძლოა ფული დაგაკარგვინოთ ან ვაჭრობის შესაძლებლობა გამოგატოვებინოთ.

  • უსაფრთხოების რისკები: მესამე მხარის ბოტის გამოსაყენებლად გესაჭიროებათ მისცეთ მას წვდომა თქვენს ბირჟის ანგარიშზე (API გასაღებების გამოყენებით). თუ ბოტის შემქნელ კომპანიაზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა, შესაძლოა თქვენი თანხები მოიპარონ. ყოველთვის დაიცავით თქვენი API გასაღებები და გათიშეთ თანხის „გამოტანის“ უფლება ბოტისთვის, რათა მან ვერ შეძლოს ფულის თქვენ დაუკითხავად გატანა.

შეჯამება

ხელოვნური ინტელექტი შესანიშნავი ინსტრუმენტია, რომელიც უბრალო მომხმარებელს სთავაზობს წვდომას ვაჭრობის მძლავრ მეთოდებზე, დაწყებული ავტომატიზებული ბოტებით და დამთავრებული ბაზრის განწყობის იდენტიფიკაციით, ხოლო მის სისწრაფეს და ეფექტურობას ადამიანის შესაძლებლობები ვერ შეედრება, თუმცა ის არ წარმოადგენს ჯადოსნურ ღილაკს, რომელიც უფასო ფულის გამომუშავებას გთავაზობთ.

ხელოვნური ინტელექტის წარმატებით გამოყენებისთვის საჭიროა ბალანსის დაცვა. ხელოვნური ინტელექტი არის თქვენი ასისტენტი და არა თქვენი ინტელექტის ჩამნაცვლებელი. ამ ინსტრუმენტთან ერთად თქვენ გჭირდებათ დამოუკიდებლად ჩატარებული მოკვლევა, რისკების მართვა და ასევე ჯანსაღი სკეპტიციზმი ნებისმიერი სისტემის მიმართ, რომელიც არარეალურ მოგებას გთავაზობთ.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.

Binance ვერ და არ გაძლევთ რჩევას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით, რადგან ეს სრულად თქვენს შეხედულებაზეა დამოკიდებული და თქვენ ხართ პასუხისმგებელი მიერ გაწეულ რისკებზე. გირჩევთ, თავად ჩაატაროთ მოკვლევა და შეგახსენებთ, რომ დაიცვათ ყველა მოქმედი პირობა, მათ შორის ჩვენი ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკა.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.