როგორ ვივაჭროთ აქციების უვადო კონტრაქტებით Binance-ზე?

როგორ ვივაჭროთ აქციების უვადო კონტრაქტებით Binance-ზე?

განახლებული Apr 23, 2026
9m

მთავარი დეტალები

  • Binance-ის მიერ შემოთავაზებული აქციების უვადო კონტრაქტები (რომელსაც ასევე აქციების კონტრაქტებს ან TradFi კონტრაქტებს უწოდებენ) საშუალებას გაძლევთ გახსნათ ლევერიჯიანი პოზიციები ინდივიდუალური აქციებით ვაჭრობისთვის, როგორებიცაა MSTR, AMZN და COIN ტრადიციული საბროკერო ანგარიშის საჭიროების გარეშე.

  • ამ კონტრაქტებით ვაჭრობა ხელმისაწვდომია 24/7 რეჟიმში, ხოლო მათი ანგარიშსწორება ხდება USDT-ში, ვაჭრობა შესაძლებელია მაქსიმუმ 10x ლევერიჯით.

  • ფინანსირების საკომისიოების გადახდა ხდება რვა საათში ერთხელ. მაქსიმალური განაკვეთია ±2,00%, რაც გვეხმარება კონტრაქტების ფასების საბაზისო აქციების ფასების დონეზე შენარჩუბაში.

  • რადგან აქციების უვადო კონტრაქტებით ვაჭრობისთვის ლევერიჯი გამოიყენება, ის დაკავშირებულია მნიშვნელოვან რისკებთან, როგორიცაა იძულებითი ლიკვიდაცია, ფინანსირების ხარჯები და ფასის ინტერვალები არასამუშაო საათებში.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

Binance Futures გთავაზობთ პროდუქტების კატეგორიას, რომელთაც ეწოდება TradFi კონტრაქტები: უვადო ფიუჩერსების კონტრაქტები, რომლებიც მიბმულია ტრადიციული ფინანსების აქტივების ფასებთან, როგორებიცაა აქციები, საქონელი და უცხოური ვალუტა. სტანდარტული აქციებით ვაჭრობისგან განსხვავებით, რაც მხოლოდ ბირჟის სამუშაო საათებშია შესაძლებელი, TradFi კონტრაქტებით ვაჭრობა უწყვეტად, დღეში 24 საათი და კვირაში შვიდი დღე შეგიძლიათ.

აქციების უვადო კონტრაქტები წარმოადგენს TradFi კონტრაქტების ქვეკატეგორიას, რომელიც მიბმულია ტრადიციულ ბირჟებზე, მაგალითად Nasdaq-ზე გამოტანილი ინდივიდუალური კომპანიების აქციების ფასებზე. 

ამ სტატიაში განმარტებულია, თუ როგორ მუშაობს აქციების უვადო კონტრაქტები, აღწერილია მათი ძირითადი მახასიათები და მათთან დაკავშირებული რისკები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ვაჭრობის დაწყებამდე.

რა არის აქციების უვადო კონტრაქტები?

აქციების უვადო კონტრაქტები წარმოადგენს დერივატივ ინსტრუმენტებს, რომელთა ფასები მიბმულია კომპანიის აქციების ფასებთან. ამ კონტრაქტებით ვაჭრობისთვის არ არის საჭირო საბაზისო აქციების ფლობა. მათი მუშაობის პრინციპი კრიპტოს უვადო ფიუჩერსების მსგავსია: მათ არ აქვს ვადის ამოწურვის თარიღები, ანგარიშწორება ხდება USDT-ში, ხოლო კონტრაქტის ფასის საბაზისო აქტივის სპოტ ფასის დონეზე შესანარჩუნებლად გამოიყენება ფინანსირების განაკვეთის მექანიზმი.

კრიპტოს უვადო ფიუჩერსებისგან მათი ძირითადი განსხვავება მდგომარეობს ფასების მართვის მექანიზმში საფონდო ბირჟების დახურვის შემდეგ. ტრადიციული აქციების ბაზრები მუშაობს 24/5 გრფიკით, რაც მოიცავს პრემარკეტს, რეგულარულ სამუშაო საათებს, სამუშაო სააათების შემდგომ პერიოდს და ღამის სესიებს. შაბათ-კვირას და დასვენების დღეებში საბაზისო აქციებით ვაჭრობის ბირჟა მუშაობას სრულად წყვეტს.

24/7 რეჟიმში ვაჭრობის უზრუნველყოფის მიზნით, Binance იყენებს ფასების განსაზღვრის მრავალრეჟიმიან სისტემას. ბაზრის სტანდარტულ სამუშაო საათებში ფასის ინდექსი გამოითვლება მესამე მხარეების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე. გახანგრძლივებული ვაჭრობის ან დაბალი ლიკვიდურობის პერიოდებში ფასების კორექტირებისთვის გამოიყენება ექსპონენციური შეწონილი მოძრავი საშუალო (EWMA). შაბათ-კვირას და დასვენების დღეებში ფასის ინდექსი ფიქსირდება ბოლო მაჩვენებელზე, ხოლო მარკირების ფასის ფორმირება ხდება ეტაპობრივად დაფიქსირებული ტრანზაქციების ფასების საფუძველზე, რაც ფასის განსაზღვრის შეზღუდულ შესაძლებლობას იძლევა.

მსგავსი სტრუქტურის მიზანია ფასის მოულოდნელი ცვლილების პრევენცია ბაზრის გახსნის მონეტში და იძულებითი ლიკვიდაციების რისკის შემცირება დაბალი ლიკვიდურობის პერიოდებში.

აქციების უვადო კონტრაქტებით ვაჭრობა Binance-ზე

ქვემოთ მოცემულია USDⓈ-M აქციების უვადო კონტრაქტების მაგალითები, რომლებიც დაემატა Binance Futures-ზე 2026 წლის თებერვალში:

  • MSTRUSDT: მიბმულია Strategy Inc.-ის ჩვეულებრივ აქციაზე (Nasdaq: MSTR)

  • AMZNUSDT: მიბმულია Amazon.com Inc.-ის ჩვეულებრივ აქციაზე (Nasdaq: AMZN)

  • CRCLUSDT: მიბმულია Circle Internet Group Inc.-ის ჩვეულებრივ აქციაზე (Nasdaq: CRCL)

  • COINUSDT: მიბმულია Coinbase Global Inc.-ის ჩვეულებრივ აქციაზე (Nasdaq: COIN)

  • PLTRUSDT: მიბმულია Palantir Technologies Inc.-ის ჩვეულებრივ აქციაზე (Nasdaq: PLTR)

ყველა კონტრაქტს აქვს ერთნაირი ძირითადი პარამეტრები: ანგარიშსწორება ხორციელდება USDT-ში, მინიმალური ნომინალური ღირებულება 5 USDT, tick-ის ზომაა 0,01 და მინიმალური სავაჭრო მოცულობაა საბაზო აქტივის 0,01 ერთეული. შერეული აქტივების რეჟიმი მხარდაჭერილია ყველა კონტრაქტისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ უზრუნველყოფისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა აქტივი, მაგალითად BTC, თუმცა ამ დროს ჩამოგეჭრებათ დამატებითი გადასახადი.

TradFi ჩანართი Binance Futures-ზე

ვაჭრობისთვის ხელმისაწვდომი აქციების უვადო კონტრაქტების სრული სიის სანახავად გადადით Binance-ის მთავარ გვერდზე მოცემულ [ფიუჩერსების] ჩანართზე და განყოფილებაში [TradFi] აირჩიეთ სასურველი კონტრაქტი. TradFi ჩანართში ასევე მოცემულია ETF კონტრქტები, ბუნებრივი აირის უვადო კონტრაქტები, ნედლი ნავთობის ფიუჩერსები და ძვირფასი ლითონების, მაგალითად ოქროს და ვერცხლის კონტრაქტები. 

სასურველი კონტრაქტის არჩევის შემდეგ გაიხსნება ამ კონტრაქტის კონტრაქტის გვერდი. აქ შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი ფიუჩერსების ანგარიშის ბალანსი, რომელიც მოცემულია ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში. თუ თქვენი ბალანსი ნულის ტოლია, თანხის დასამატებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი მეთოდები:

  • გადარიცხვა

  • კრიპტოს ყიდვა

  • სვოპი

Binance Futures-ის ანგარიშის ინფორმაცია

ყიდვის ან გაყიდვის შეკვეთის განსათავსებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ გვერდის მარჯვენა მხარეს მოცემული პანელი. აირჩიეთ შეკვეთის სასურველი ტიპი (ლიმიტ შეკვეთა, საბაზრო შეკვეთა ან სტოპ-ლიმიტ შეკვეთა) და შეიყვანეთ საჭირო პარამეტრები. თუ ვაჭრობა ახალი დაწყებული გაქვთ, შეგიძლიათ გაეცნოთ Academy სტატიას Binance-ზე ხელმისაწვდომი შეკვეთების ტიპების გზამკვლევი

ყიდვა/გაყიდვის შეკვეთების პანელი ვაჭრობის გვერდზე

აქციების პერპეტუალური კონტრაქტების ძირითადი მახასიათებლები

ფინანსირების საკომისიოს გადახდის სიხშირე

აქციების უვადო კონტრაქტების ფინანსირების საკომისიოების ჩამოჭრა ხდება რვა საათში ერთხელ. ფინანსირების განაკვეთები წარმოადგენს პერიოდულ გადასახადებს, რომლებიც იცვლება long და short პოზიციებს შორის. მათი მეშვეობით ხდება კონტრაქტის ფასის შენარჩუნება საბაზისო აქციის ფასის დონეზე. აქციების უვადო კონტრაქტებისთვის, ფინანსირების განაკვეთის საპროცენტო კომპონენტის განაკვეთია 0%, ხოლო მაქსიმალური განაკვეთია ±2.00% ანგარიშსწორების თითოეული ინტერვალისთვის.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აქციების უვადო კონტრაქტები არ ექვემდებარება სტანდარტულ წესს, რომლის მიხედვითაც ფინანსირების ინტერვალი მცირდება ერთ საათამდე, თუ წინა ფინანსირების განაკვეთი აღწევს მაქსიმუმს ან მინიმუმს. ამ შემთხვევაში რვასაათიანი ინტერვალი ფიქსირებული რჩება, მიუხედავად ფინანსირების განაკვეთის სიდიდისა. კონტრაქტის ფინანსირების განაკვეთის შესახებ მოკლე ინფორმაციის სანახავად გადადით ამ კონტრაქტით ვაჭრობის გვერდზე და კურსორი მიიტანეთ ჩანართთან [ფინანსირება]. უფრო დეტალური ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ დააწკაპუნოთ ბუმლზე [ფინანსირების განაკვეთის ისტორია].

ფინანსირების განაკვეთის ჩანართი სავაჭრო გვერდზე

ლევერიჯი

Binance Futures-ზე ხელმისაწვდომი აქციების უვადო კონტრაქტებისთვის ამჟამად ხელმისაწვდომი მაქსიმალური ლევერიჯია 10x. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ გახსნათ თქვენს უზრუნველყოფის თანხაზე ათჯერ დიდი ზომის პოზიცია. სასურველი კონტრაქტის არჩევის შემდეგ, მისი სავაჭრო გვერდის გახსნისას შეიძლება გამოჩნდეს კონტექსტური ფანჯარა, სადაც მითითებული იქნება, რომ ადრე არჩეული ლევერიჯი არ არის ხელმისაწვდომი (მაგალითად იმ შემთხვევაში, თუ ლევერიჯის ზომად ადრე არჩეული გქონდათ 20x). 

კონტექსტური ფანჯარა 10x ლევერიჯის შესახებ

Binance-მა შესაძლოა შეცვალოს ლევერიჯის დონე და მარჟის მოთხოვნები ბაზრის რისკის პირობებიდან გამომდინარე, ამიტომ ვაჭრობის დაწყებამდე რეკომენდებულია გაეცნოთ უახლეს სპეციფიკაციებს.

რაც უფრო მაღალია ლევერიჯის დონე, მით მეტია როგორც პოტენციური მოგების, ასევე ზარალის ოდენობა. პოზიციის ზომა და ხელმისაწვდომი ლევერიჯის ზომა შეიძლება შემცირდეს თქვენი ნომინალური პოზიციის ზრდის პარალელურად, Binance-ის მრავალდონიანი მარჟის სისტემის წესების შესაბამისად.

აქციების უვადო კონტრაქტებით ვაჭრობის უპირატესობები

აქციების უვადო კონტრაქტები კრიპტო დერივატივების ბაზარზე ვაჭრობის გამოცდილების მქონე ტრეიდერებს სთავაზობს გარკვეულ პრაქტიკულ უპირატესობას:

  • წვდომა 24/7 რეჟიმში: თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ფასის მოძრაობაზე ზეგავლენის მქონე მოვლენებზე (მაგ., მოგების ანგარიშების ან მაკროეკონომიკური მონაცემების გამოქვეყნებაზე, გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე) რეაგირება მოახდინოთ ნებისმიერ დროს, მათ შორის შაბათ კვირას, როდესაც ტრადიციული ბაზრები დახურულია.

  • დამატებითი ანგარიშების საჭიროების არარსებობა: ტრეიდერებს, რომელთაც გახსნილი აქვთ Binance Futures-ის ანგარიშები, შეუძლიათ დაიწყონ აქციების ფასების ცვლილებებით თანხის გამომუშავება ცალკე საბროკერო ანგარიშის გახსნის ან აქტივების პლატფორმიდან გატანის საჭიროების გარეშე.

  • USDT-ში ანგარიშსწორება: ყველა კონტრაქტის ანგარიშსწორება ხდება USDT-ში, რაც საშუალებას გაძლევთ თქვენი ზარალის ან მოგების კონტროლისთვის კრიპტო ეკოსისტემის ერთი ვალუტა გამოიყენოთ.

  • შერეული აქტივების რეჟიმი: უზრუნველყოფის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ BTC ან სხვა მხარდაჭერილი აქტივი, რაც თავიდან აგაცილებთ ვაჭრობისთვის USDT-ის შეძენის საჭიროებას.

  • ვადის ამოწურვის თარიღის არარსებობა: ტრადიციული ფიუჩერსების კონტრაქტებისგან განსხვავებით, უვადო კონტრაქტები არ საჭიროებს პოზიციების ხელახლა გახსნას მათი ვადის ამოწურვის გამო, რაც ამარტივებს ვაჭრობის ოპერაციებს.

ვაჭრობის დაწყებამდე გასათვალისწინებელი რისკები

აქციების უვადო კონტრაქტებით ვაჭრობა გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. ქვემოთ მოცემულია ძირითადი ფაქტორები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ვაჭრობის დაწყებამდე.

ლევერიჯმა შეიძლება გაზარდოს ზარალის ოდენობა

ლევერიჯმა შეიძლება გაზარდოს როგორც პოტენციური ზარალის, ასევე მოგების დონე. თუ ბაზრის ფასი თქვენი პოზიციის საპირისპიროდ შეიცვლება, ზარალმა შეიძლება თქვენი საწყისი მარჟის ოდენობას გადააჭარბოს. იძულებით ლიკვიდაციას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენი მარჟის ბალანსი ეცემა შენარჩუნების მარჟის დონეზე დაბლა, რა დროსაც თქვენი პოზიცია შეიძლება ავტომატურად დაიხუროს.

ფინანსირების ხარჯების დაგროვება

ფინანსირების საკომისიოების ჩამოჭრა ყოველ რვა საათში ერთხელ ხდება, რაც იმას ნიშნავს, დროთა განმავლობაში შეიძლება მოხდეს ლევერიჯით გახსნილი პოზიციის ფინანსირების ხარჯების დაგროვება. მერყევ ან ტრენდული ბაზრებზე, ფინანსირების განაკვეთმა შეიძლება მიაღწიოს ±2.00%-ს თითოეულ ინტერვალზე, ამის გამო რამდენიმე ანგარიშსწორების პერიოდის განმავლობაში გადასახდელმა თანხამ შესაძლოა მნიშვნელოვან ზომას მიაღწიოს.

ფასის ინტერვალები ბაზრის გახსნისას

მიუხედავად იმისა, რომ Binance-ის ფასების განსაზღვრის მექანიზმები უზრუნველყოფს სავაჭრო სესიებს შორის გადასვლას ფასის დიდი ცვლილებების გარეშე. მნიშვნელოვანმა მოვლენებმა (მაგ., შემოსავლის ანგარიშების სამუშაო საათების შემდეგ გამოქვეყნებამ, მაკროეკონომიკურმა მოვლენებმა ან კორპორაციის მიერ გატარებულმა ზომებმა) შესაძლოა მნიშვნელოვანი ზომის ფასის ინტერვალის დაფიქსირება გამოიწვიოს საფონდო ბირჟის გახსნის დროს. ამ ინტერვალებმა შესაძლოა გაააქტიუროს ლიკვიდაციის პროცესი ან გავლენა მოახდინოს ღია პოზიციებზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ შაბათ-კვირას ან ღამის პერიოდში მისი ფასი მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა.

სპეციფიკაციების ცვლილებები

საბაზრო რისკის პირობებიდან გამომდინარე, Binance-მა შეიძლება შეცვალოს კონტრაქტის სპეციფიკაციები, მაგალითად ფინანსირების საკომისიოების სტრუქტურა, tick-ის ზომები, მაქსიმალური ლევერიჯი, საწყისი მარჟა ან შენარჩუნების მარჟის მოთხოვნები ამ ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს არსებულ პოზიციებზე. მომხმარებლები, რომლებიც იყენებენ ფიუჩერსების ბადის სტრატეგიებს, თვალი უნდა ადევნონ სიახლეებს, რადგან ამ ცვლილებებმა შესაძლოა ბადის სტრატეგიების გაუქმება გამოიწვიოს.

გამოიყენეთ რისკის მართვის ინსტრუმენტები

რისკის შესამცირებლად გამოიყენეთ stop-loss შეკვეთები და პოზიციების ზომების კორექტირების სტრატეგიები. ვაჭრობისას გამოიყენეთ მხოლოდ იმ ოდენობის თანხა, რომლის დაკარგვისთვისაც მზად ხართ და გაითვალისწინეთ, რომ ტრადიციული აქტივებით ვაჭრობისას გამოყენებული ლევერიჯის რისკის დინამიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება კრიპტოს უვადო ფიუჩერსებით ვაჭრობისას მისი გამოყენების რისკისგან.

ხშირად დასმული კითხვები

რა არის აქციების უვადო კონტრაქტი Binance-ზე?

აქციების უვადო კონტრაქტი წარმოადგენს ლევერიჯიან დერივატივ პროდუქტს, ვადის ამოწურვის თარიღის გარეშე, რომლის ფასიც მიბმულია რომელიმე კომპანიის, მაგალითად Amazon-ის ან Coinbase-ის აქციის ფასზე. მათი მუშაობის პრინციპი კრიპტოს უვადო ფიუჩერსების მსგავსია, თუმცა ის დაკავშირებულია აქციის ფასთან და ანგარიშსწორება ხდება USDT-ში.

როგორ განისაზღვრება ფასი, როდესაც საფონდო ბაზრები დახურულია?

როდესაც საბაზისო აქციებით ვაჭრობის ბირჟა დახურულია (შაბათ-კვირას ან დღესასწაულებზე) Binance აფიქსირებს ფასის ინდექსს ბოლო ცნობილ მნიშვნელობაზე და იყენებს მარკირების ფასის კორექტირების მექანიზმს განხორციელებული ტრანზაქციების ფასების გათვალისწინებით. ეს მიდგომა ამცირებს ფასის მოულოდნელ ცვლილებებს და უზრუნველყოფს მის სტაბილურობას.

რამდენად ხშირად ირიცხება ფინანსირების საკომისიოები აქციების პერპეტუალურ კონტრაქტებზე?

Binance-ზე აქციების უვადო კონტრაქტებით ვაჭრობისას ფინანსირების საკომისიოების ჩამოჭრა ხდება რვა საათში ერთხელ, ფინანსირების განაკვეთის საპროცენტო კომპონენტის განაკვეთია 0%, ხოლო მაქსიმალური განაკვეთია ±2.00% ანგარიშსწორების თითოეული ინტერვალისთვის. სხვა ტიპის უვადო კონტრაქტებისგან განსხვავებით, სხვა უვადო კონტრაქტებისგან განსხვავებით, ფინანსირების რვასაათიანი ინტერვალი არ მცირდება ერთ საათამდე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფინანსირების განაკვეთი მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწევს.

რა არის მაქსიმალური ხელმისაწვდომი ლევერიჯი?

აქციების უვადო კონტრაქტები ამჟამად გვთავაზობს მაქსიმუმ 10x ლევერიჯს. ბაზრის პირობების გათვალისწინებით, Binance-მა შესაძლოა ნებისმიერ დროს შეცვალოს ლევერიჯის დონე და მარჟის მოთხოვნები. გარდა ამისა, რაც უფრო მაღალია პოზიციის ნომინალური ზომა, მით უფრო დაბალია მაქსიმალური ხელმისაწვდომი ლევერიჯის დონე.

შემიძლია თუ არა უზრუნველყოფისთვის კრიპტოს გამოყენება აქციების უვადო კონტრაქტებით ვაჭრობისას?

დიახ. აქციების უვადო კონტრაქტებით ვაჭრობისთვის მხარდაჭერილია შერეული აქტივების რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ მარჟის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა აქტივი, მაგალითად BTC. უზრუნველყოფისთვის USDT-ს გარდა სხვა ვალუტის გამოყენებისას შეიძლება დაგეკისროთ შესაბამისი საკომისიო.

შეჯამება

აქციების უვადო კონტრაქტების წყალობით იზრდება Binance Futures-ზე ხელმისაწვდომი აქტივების ასორტიმენტი. ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა დერივატივ პროდუქტებით ვაჭრობის შემთხვევაში, ვაჭრობის დაწყებამდე საჭიროა გაეცნოთ მათი მუშაობის მექანიზმს და მათთან დაკავშირებულ რისკებს.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.







პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.