პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. ამ სტატიაში აღნიშნული პროდუქტები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში.
მთავარი დეტალები
Binance Futures-მა გაზარდა შეთავაზებული ციფრული საქონლის რიცხვი პლატინით და პალადიუმით ვაჭრობით შესაძლებლობის ხარჯზე. თქვენ უკვე შეგიძლიათ ივაჭროთ ამ ლითონებით, რისთვისაც გამოიყენება ტიკერები XPTUSDT და XPDUSDT.
ეს კონტრაქტები ტრადიციულ ლითონის ბაზრებთან შედარებით გარკვეულ უპირატესობებს გვთავაზობს, მათ შორის 24/7 რეჟიმში და ბაზარზე შესვლის დაბალ ბარიერებს.
ტრეიდერებს შეუძლიათ გამოიყენონ ლევერიჯი, რაც მათ მეტი ძვირფასი ლითონით ვაჭრობის შესაძლებლობას მისცემს. თუმცა ეს ასევე გაზრდის ლიკვიდაციის რისკს და მოითხოვს რისკის სათანადო მართვას.
„ფინანსირების განაკვეთების“ ფუნქცია უზრუნველყოფს ფიუჩერსების ფასის სპოტ ფასთან თანხვედრას, ხოლო ანგარიშსწორება ყოველ ოთხ საათში ერთხელ ხდება.
პლატინის და პალადიუმის ფიუჩერსები Binance-ზე
Binance-ზე, პლატინითა და პალადიუმით ვაჭრობისთვის გამოიყენება USDT-ით უზრუნველყოფილი უვადო კონტრაქტები. ეს იმას ნიშნავს, რომ წარმოდგენილი ფასები ასახავს ერთი უნცია პლატინისა და პალადიუმის რეალურ ღირებულებას, თუმცა ანგარიშსწორება ხორციელდება USDT სტეიბლკოინში.
პლატინის ფიუჩერსები ტიკერი XPTUSDT
პალადიუმის ფიუჩერსები: ტიკერი XPDUSDT
ფიზიკური აქტივით ანგარიშსწორებისგან განსხვავებით, როდესაც ტრეიდერმა შესაძლოა განახორციელოს აღნიშნული ლითონის რეალურად მიწოდება, ამ კონტრაქტებით ანგარიშსწორება ნაღდი ფულით ხდება. ტრეიდერები ახორციელებენ ლითონების ფასების ცვლილებებით სპეკულაციას, ამიტომ მათ არ უწევთ საცავების საკომისიოებზე, დაზღვევაზე ან ლოგისტიკაზე ზრუნვა.
ეს მარტივი კონცეფციაა: თუ ფიქრობთ, რომ ინდუსტრიული მოთხოვნა და ლითონების დეფიციტი მათ ფასს აწევს, თქვენ ყიდულობთ ამ კონტრაქტს (ხსნით Long პოზიციას). თუ ფიქრობთ, რომ ფასი დაეცემა, თქვენ ყიდით კონტრაქტს (ხსნით Short პოზიციას). მოგების ან ზარალის დაანგარიშება ხდება USDT-ში.
კრიპტო ბირჟებზე თეთრი ლითონებით ვაჭრობის უპირატესობები
საქონლით ვაჭრობის დიგიტალიზაციას ბევრი უპირატესობა აქვს „ძველი მეთოდის“ ფიუჩერსებით ვაჭრობასთან შედარებით.
1. ბაზარზე წვდომა 24/7 რეჟიმში
ტრადიციული სასაქონლო ბაზრები განსაზღვრული სამუშაო საათებით მუშაობენ, შაბათ-კვირა კი მათთვის დასვენების დღეებია. თუმცა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ან საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული მოვლენა, რომელსაც გავლენა ექნება ამ ლითონების ტოპ მწარმოებლებზე (როგორიცაა სამხრეთ აფრიკა და რუსეთი) ნებისმიერ დღეს შეიძლება მოხდეს. Binance Futures ბაზრები მუშაობს დღეში 24 საათი, კვირაში 7 დღე. თუ სიახლე კვირას გავრცელდება, ორშაბათი დილის ლოდინის ნაცვლად, თქვენს პლატინის და პალადიუმის პოზიციებზე რეაგირებას დაუყოვნებლივ შეძლებთ.
2. ბაზარზე შესვლის დაბალი ბარიერები
ტრადიციულ ბაზრებზე, პალადიუმის ან პლატინის ერთი ფიუჩერსის კონტრაქტი ძალიან ძვირია. ეს დაკავშირებულია ერთი უნციის მაღალ ღირებულებასთან და დიდი ოდენობის თანხის მქონე კონტრაქტებთან. Binance Futures ნაწილ-ნაწილ ვაჭრობის საშუალებას გაძლევთ, რაც გულისხმობს ვაჭრობის დაწყებას იმაზე მცირე კაპიტალით, ვიდრე ეს ტრადიციულ ბირჟების შემთხვევაში ხდება.
3. ლევერიჯი
ფიუჩერსების კონტრაქტები ტრეიდერებს საშუალებას აძლევს მცირე ოდენობის საწყისი კაპიტალით (მარჟით) გახსნან უფრო დიდი ზომის პოზიციები. ლევერიჯი გვეხმარება კაპიტალის ეფექტურობის გაუმჯობესებაში, თუმცა ხელმისაწვდომი ლევერიჯის დონე დამოკიდებულია აქტივზე და ბაზრის პირობებზე. მაგალითად, ლევერიჯით ვაჭრობა ტრეიდერს აძლევს საშუალებას აკონტროლოს დიდი რაოდენობით პლატინა მხოლოდ მარჟის სანაცვლოდ.
ფინანსირების განაკვეთების განმარტება
თუ კრიპტო ფიუჩერსებით ვაჭრობაში გამოუცდელი ხართ, ფინანსირების განაკვეთების კონცეფცია შესაძლოა გაუგებრად მოგეჩვენოთ, თუმცა ის საკმაოდ მარტივია. რადგან ეს ფიუჩერსების კონტრაქტები უვადოა, სისტემას ესაჭიროება მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს კონტრაქტის ფასის ლითონის რეალურ ფასთან მაქსიმალურად მიახლოებულ დონეზე შენარჩუნებას.
ფინანსირების გადასახადი: ეს არის გადასახადი, რომელიც მოძრაობს ტრეიდერებს (მყიდველებსა და გამყიდველებს) შორის ყოველ რამდენიმე საათში ერთხელ. გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ბირჟის საკომისიო.
შესაძლებლობა: თუ ფინანსირების განაკვეთი დადებითია, long ტრეიდერები უხდიან short ტრეიდერებს. თუ უარყოფითია short ტრეიდერები უხდიან long ტრეიდერებს. კონკრეტული საბაზრო ტენდენციების დროს, მონაწილეების საწინააღმდეგოდ გახსნილი პოზიციის შენარჩუნების შემთხვევაში, ტრეიდერებს პასიური შემოსავლის გამომუშავება ამ ფინანსირების საკომისიოების მეშვეობით შეუძლიათ.
რისკების მართვა
ამ აქტივებით ვაჭრობა ძალიან ადვილია, თუმცა ეს ასევე იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ძალიან სწრაფად დაკარგოთ თქვენი კაპიტალი.
ლევერიჯის რისკი: გახსოვდეთ, რომ ლევერიჯი თქვენს თანხას რამდენჯერმე ზრდის. ზომიერი ლევერიჯის გამოყენებამაც კი შესაძლოა რისკის ქვეშ დააყენოს თქვენი ბალანსი, როდესაც ლითონის ბაზრები მერყევია. მაგალითი: თუ მაღალ ლევერიჯს იყენებთ, პალადიუმის ფასის მცირეოდენმა ვარდნამაც კი შეიძლება თქვენი პოზიციის იძულებითი ლიკვიდაცია გამოიწვიოს, რის შედეგადაც მარჟის 100%-ს დაკარგავთ.
ბაზრის მერყეობა: პლატინა და პალადიუმი, ხშირ შემთხვევაში, ოქროზე მერყევი მეტალებია მათი ინდუსტრიული ციკლის და შეზღუდული მარაგის გამო.
როგორ დავიცვათ თავი
უსაფრთხოების მიზნით, ტრეიდერები ხშირად რისკის მართვის სტრატეგიებს იყენებენ, რაც მოიცავს შემდეგს:
სტრატეგიული stop-loss შეკვეთების გამოყენება პოტენციური ზარალის ლიმიტების განსაზღვრისთვის.
პოზიციის ზომის მართვა ანგარიშის ხანგრძლივად შენარჩუნების მიზნით.
ზედმეტი ლევერიჯისთვის თავის არიდება, განსაკუთრებით დაბალი ლიკვიდურობის ან ბაზრის მაღალი მერყეობის პერიოდებში.
როგორ ვივაჭროთ პლატინით და პალადიუმით Binance Futures-ზე
1. შედით თქვენს Binance-ის ანგარიშზე, გადადით ჩანართზე [Futures] (ფიუჩერსები), შემდეგ აირჩიეთ [USD(S)-M Futures].
შენიშვნა: ეს პროდუქტი შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ზოგიერთ რეგიონში.
2. ამის შემდეგ გახსენით ჩამოსაშლელი მენიუ და მოძებნეთ XPTUSDT (პლატინისთვის) ან XPDUSDT (პალადიუმისთვის).
ამ და სხვა კონტრაქტების ნახვა ასევე შეგიძლიათ კატეგორიაში [TradFi].
3. ქვედა მარჯვენა კუთხეში შეგიძლიათ ნახოთ თქვენი Futures-ის ანგარიშის ბალანსი. თუ ბალანსზე თანხა არ არის, მის შესავსებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფუნქციები [Transfer] (გადარიცხვა), [Buy Crypto] (კრიტოს ყიდვა) ან [Swap] (სვოპი).
თუ პირველად იყენებთ Binance Futures-ს, პირველ რიგში უნდა გახსნათ Futures-ის ანგარიში.
ვაჭრობის დაწყების წინ ასევე შეიძლება მოგთხოვონ Futures-ის ქვიზის გავლა.
4. როდესაც მზად იქნებით, შეგიძლიათ დაიწყოთ ფიუჩერსების კონტრაქტების ყიდვა ან გაყიდვა შეკვეთების პანელის გამოყენებით.
5. ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ [Cross] ღილაკზე დაწკაპუნებით ან შეხებით შეგიძლიათ აირჩიოთ კროს-მარჟის ან იზოლირებული მარჟის რეჟიმი.
თუ გააქტიურებულია კროს-მარჟის რეჟიმი, თქვენი მარჟის ან ლიკვიდაციის დონეების დაანგარიშებისას ხდება თქვენს ფიუჩერსების ანგარიშზე და ფიუჩერსების ყველა პოზიციაზე არსებული აქტივების გათვალისწინება. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ღია პოზიციები ერთმანეთზე ახდენს გავლენას მაშინაც კი, თუ სხვადასხვა ტიპის აქტივებს იყენებთ. მაგალითად, თქვენი ვერცხლის პოზიციით გამოწვეული ზარალის გამო შესაძლოა მოხდეს თქვენი ოქროს პოზიციის ლიკვიდაცია იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხვადასხვა სავაჭრო წყვილებით ვაჭრობთ.
იზოლირებული მარჟის რეჟიმი საშუალებას გაძლევთ ინდივიდუალურად აკონტროლოთ თქვენი პოზიციების რისკები თითოეული მათგანისთვის კონკრეტული აქტივის გამოყენების მეშვეობით, ეს იმას ნიშნავს, რომ იზოლირებულ პოზიციაზე გავლენას არ მოახდენს სხვა ღია პოზიციაზე დაფიქსირებული ფასის რყევა.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი სტატია: რა არის იზოლირებული მარჟა და კროს-მარჟა კრიპტოთი ვაჭრობის დროს?.
6. ეკრანის ქვედა ნაწილში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ თქვენი პოზიციები, ღია შეკვეთები, შეკვეთების ისტორია და სხვა.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ხშირად დასმული კითხვები: ტრადიციული აქტივების უვადო ფიუჩერსები.
შეჯამება
XPTUSDT და XPDUSDT სავაჭრო წყვილების დამატებით, Binance Futures გვთავაზობს ტრადიციულ ფინანსების კრიპტო სივრცესთან დაკავშირების შესაძლებლობას. კაპიტალის ოდენობასთან და ვაჭრობის საათებთან დაკავშირებული შეზღუდვების აღმოფხვრის მეშვეობით, Binance Futures გვთავაზობს პლატინით და პალადიუმით ვაჭრობის მოსახერხებელ გზებს. თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ფიუჩერსებით ვაჭრობის დაწყებამდე აუცილებელია მასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინება და ამ პროდუქტის მუშაობის პრინციპების ცოდნა.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.