პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის. ამ სტატიაში აღნიშნული პროდუქტები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში.
მთავარი დეტალები
Binance Futures მომხმარებლებს სთავაზობს ოქროს (XAUUSDT) და ვერცხლის (XAGUSDT) უვადო კონტრაქტებს, რაც აფართოებს ფიუჩერსებით ვაჭრობის შესაძლებლობებს და კრიპტოვალუტების გარდა, ძვირფას ლითონებზეც ავრცელებს.
აღნიშნული კონტრაქტებისთვის ანგარიშსწორება ხორციელდება ნაღდი ფულით USDT-ში და ისინი ასახავს ოქროსა და ვერცხლის რეალურ ღირებულებას, რაც საშუალებას გაძლევთ ივაჭროთ როგორც ფასის ზრდის, ისე ვარდნის პირობებში, ფიზიკური ლითონის ფლობის ან შენახვის საჭიროების გარეშე.
კონტრაქტებით ვაჭრობა შესაძლებელია დღეში 24 საათი, კვირაში შვიდი დღე; მხარდაჭერილია მცირე ოდენობებით ვაჭრობა და შესაძლებელია ლევერიჯის გამოყენება, შედარებით მცირე ოდენობის კაპიტალის მეშვეობით დიდი მოცულობის პოზიციებზე წვდომისთვის.
ვინაიდან ზემოაღნიშნული კონტრაქტები უვადოა, ფინანსირების განაკვეთები იცვლება Long და Short პოზიციებზე მოვაჭრეებს შორის, რათა კონტრაქტის ფასი მაქსიმალურად ახლოს იყოს შესაბამისი ლითონის რეალურ ფასთან.
ლევერიჯი ზრდის როგორც მოგებას, ისე ზარალს, ამიტომ მნიშვნელოვანია რისკების მართვის ინსტრუმენტების გამოყენება, როგორებიცაა stop-loss შეკვეთები და პოზიციების ზომების სწორად შერჩევა.
შესავალი
ძვირფასი ლითონებით ვაჭრობა თითქმის ყოველთვის ასოცირდებოდა ორგანიზაციული დონის ბაზრებზე ნავიგაციის აუცილებლობასთან, მაღალ ხარჯებთან და შეზღუდულ სამუშაო საათებთან. Binance Futures ცვლის ზემოაღნიშნულ მიდგომას ოქროსა (XAU) და ვერცხლის (XAG) კონტრაქტების შეთავაზებით. აღნიშნული ინტეგრაცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ივაჭრონ ღირებულების შენარჩუნების ამ ტრადიციული აქტივებით და ისარგებლონ კრიპტო ტექნოლოგიის მოქნილობით.
რა არის ოქროსა და ვერცხლის ფიუჩერსები Binance-ზე?
Binance-ზე ოქროთი და ვერცხლით ვაჭრობა ხორციელდება USDT-ით უზრუნველყოფილი უვადო კონტრაქტების სახით. ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფასი ასახავს ერთი უნცია ოქროს ან ვერცხლის რეალურ ღირებულებას, ანგარიშსწორება ხორციელდება სტეიბლკოინ USDT-ში.
ოქროს ფიუჩერსები: ტიკერი XAUUSDT
ვერცხლის ფიუჩერსები: ტიკერი XAGUSDT
ფიზიკური აქტივით ანგარიშსწორებისგან განსხვავებით, როდესაც ტრეიდერმა შესაძლოა განახორციელოს აღნიშნული ლითონის რეალურად მიწოდება, ზემოაღნიშნული კონტრაქტების შემთხვევაში ანგარიშსწორება ნაღდი ფულით ხდება. ტრეიდერები ახორციელებენ ლითონების ფასების ცვლილებებით სპეკულაციას, ამიტომ მათ არ უწევთ საცავებზე, დაზღვევაზე ან ლოგისტიკაზე ზრუნვა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ამ კონტრაქტებით ვაჭრობთ Binance-ზე, თქვენ არ ყიდულობთ ოქროს ან ვერცხლის ფიზიკურ ზოდებს. ამის ნაცვლად, თქვენ ვაჭრობთ ციფრული კონტრაქტებით, რომელთა ფასებიც ამ ლითონების რეალურ ფასებს შეესაბამება.
ეს მარტივი კონცეფციაა, თუ ფიქრობთ, რომ ფასი აიწევს, თქვენ ყიდულობთ ამ კონტრაქტს (ხსნით Long პოზიციას). თუ ფიქრობთ, რომ ფასი დაეცემა, თქვენ ყიდით კონტრაქტს (ხსნით Short პოზიციას). მოგების ან ზარალისთვის ანგარიშსწორება ხდება USDT-ში.
კრიპტო ბირჟებზე ლითონებით ვაჭრობის უპირატესობები
საქონლით ვაჭრობის დიგიტალიზაციას რამდენიმე უპირატესობა აქვს „ძველი მეთოდის“ ფიუჩერსებით ვაჭრობასთან შედარებით:
1. ბაზარზე წვდომა 24/7 რეჟიმში
ძველი სტილის სასაქონლო ბაზრებს აქვს განსაზღვრული სამუშაო საათები, შაბათ-კვირა კი მათთვის დასვენების დღეებია. თუ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ან ეკონომიკური მოვლენა შაბათ დღეს დაფიქსირდა, ტრადიციულ ბაზრებზე მოვაჭრე ტრეიდერები ორშაბათ დილამდე ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებენ. Binance-ზე ბაზრები წელიწადში 365 დღის განმავლობაში მუშაობს - თუ სიახლეს კვირას, დილის 3 საათზე შეიტყობთ, მასზე რეაგირებას და ვაჭრობის განხორციელებას დაუყოვნებლივ შეძლებთ.
2. ბაზარზე შესვლის დაბალი ბარიერები
ტრადიციულ ბაზრებზე, ოქროს ერთი ფიუჩერსის კონტრაქტი ძალიან ძვირია, ვაჭრობის დასაწყებად ხშირად ათასობით დოლარია საჭირო. ეს ზღუდავს პროცესებში ყველაზე აქტიური მოვაჭრეების ჩართვასაც კი. Binance Futures მხარს უჭერს წილადობრივ ვაჭრობას, რაც ნიშნავს იმას, რომ შეგიძლიათ დაიწყოთ ბევრად უფრო მცირე თანხით.
3. ლევერიჯი
ფიუჩერსების კონტრაქტები ტრეიდერებს საშუალებას აძლევს მცირე ოდენობის საწყისი კაპიტალით (მარჟით) გახსნან უფრო დიდი ზომის სავაჭრო პოზიციები. ლევერიჯი გვეხმარება კაპიტალის ეფექტურობის გაუმჯობესებაში, თუმცა ხელმისაწვდომი ლევერიჯის დონე დამოკიდებულია აქტივზე და ბაზრის პირობებზე. მაგალითად, 10x ლევერიჯი ნიშნავს, რომ ტრეიდერს შეუძლია ივაჭროს 10 000 აშშ დოლარის ღირებულების ოქროს კონტრაქტებით მხოლოდ 1000 აშშ დოლარის მარჟის გამოყენებით.
ფინანსირების განაკვეთების განმარტება
თუ კრიპტო ფიუჩერსებით ვაჭრობაში გამოუცდელი ხართ, ფინანსირების განაკვეთების კონცეფცია შესაძლოა გაუგებრად მოგეჩვენოთ, თუმცა ის საკმაოდ მარტივია. რადგან ეს ფიუჩერსების კონტრაქტები უვადოა (შეგიძლიათ განუსაზღვრელი ვადით შეინახოთ), სისტემას ესაჭიროება მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს კონტრაქტის ფასის ოქროს რეალურ ფასთან მაქსიმალურად მიახლოებულ დონეზე შენარჩუნებას.
ფინანსირების გადასახადი: ეს არის გადასახადი, რომელიც მოძრაობს ტრეიდერებს (მყიდველებსა და გამყიდველებს) შორის ყოველ რამდენიმე საათში ერთხელ. გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ბირჟის საკომისიო.
შესაძლებლობა: თუ ფინანსირების განაკვეთი დადებითია, long ტრეიდერები უხდიან short ტრეიდერებს. კონკრეტული საბაზრო ტენდენციების დროს, გახსნილი პოზიციის შენარჩუნების შემთხვევაში (მაგალითად, short პოზიციის ღიად შენარჩუნება ძლიერ bullish პერიოდებში), ტრეიდერებს პასიური შემოსავლის გამომუშავება ამ ფინანსირების საკომისიოების მეშვეობით შეუძლიათ.
რისკების მართვა
ამ აქტივებით ვაჭრობა ძალიან ადვილია, თუმცა ეს ასევე იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ძალიან სწრაფად დაკარგოთ თქვენი კაპიტალი.
ლევერიჯის რისკი: გახსოვდეთ, რომ ლევერიჯი თქვენს თანხას რამდენჯერმე ზრდის. თუ მაღალ ლევერიჯს იყენებთ, ფასის უმნიშვნელო ვარდნამაც კი შეიძლება მთელი თქვენი ბალანსი შეიწიროს. მაგალითი: თუ იყენებთ 20x ლევერიჯს და ოქროს ფასი 5%-ით დაეცემა, თქვენ დაკარგავთ თქვენი თანხის 100%-ს. ამას ეწოდება იძულებითი ლიკვიდაცია.
ბაზრის მერყეობა: იუხედავად იმისა, რომ ოქრო ზოგადად სტაბილურ, „უსაფრთხო“ აქტივად ითვლება, კრიპტო-დერივატივების ბაზარი შესაძლოა არასტაბილური იყოს.
როგორ დავიცვათ თავი
უსაფრთხოების მიზნით, ტრეიდერები ხშირად რისკის მართვის სტრატეგიებს იყენებენ, რაც მოიცავს შემდეგს:
სტრატეგიული stop-loss შეკვეთების გამოყენება პოტენციური ზარალის ლიმიტების განსაზღვრისთვის.
პოზიციის ზომის მართვა ანგარიშის ხანგრძლივად შენარჩუნების მიზნით.
ზედმეტი ლევერიჯისთვის თავის არიდება.
როგორ ვივაჭროთ ოქროთი და ვერცხლით Binance Futures-ზე
1. შედით თქვენს Binance-ის ანგარიშზე, გადადით ჩანართზე [Futures] (ფიუჩერსები), შემდეგ აირჩიეთ [USD(S)-M Futures].
შენიშვნა: ეს პროდუქტი შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ზოგიერთ რეგიონში.
2. ამის შემდეგ გახსენით ჩამოსაშლელი მენიუ და მოძებნეთ XAUUSDT (ოქროსთვის) ან XAGUSDT (ვერცხლისთვის).
ამ და სხვა კონტრაქტების ნახვა ასევე შეგიძლიათ კატეგორიაში [TradFi].
3. ქვედა მარჯვენა კუთხეში შეგიძლიათ ნახოთ თქვენი Futures-ის ანგარიშის ბალანსი. თუ ბალანსზე თანხა არ არის, მის შესავსებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფუნქციები [Transfer] (გადარიცხვა), [Buy Crypto] (კრიტოს ყიდვა) ან [Swap] (სვოპი).
თუ პირველად იყენებთ Binance Futures-ს, პირველ რიგში უნდა გახსნათ Futures-ის ანგარიში.
ვაჭრობის დაწყების წინ ასევე შეიძლება მოგთხოვონ Futures-ის ქვიზის გავლა.
4. როდესაც მზად იქნებით, შეგიძლიათ დაიწყოთ ფიუჩერსების კონტრაქტების ყიდვა ან გაყიდვა შეკვეთების პანელის გამოყენებით.
5. ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ [Cross] ღილაკზე დაწკაპუნებით ან შეხებით შეგიძლიათ აირჩიოთ კროს-მარჟის ან იზოლირებული მარჟის რეჟიმი.
კროს-მარჟის რეჟიმის შემთხვევაში, თქვენი მარჟის ან ლიკვიდაციის დონეების დაანგარიშებისას ხდება თქვენს ფიუჩერსების ანგარიშზე და ფიუჩერსების ყველა პოზიციაზე არსებული აქტივების გათვალისწინება. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ღია პოზიციები ერთმანეთზე ახდენს გავლენას მაშინაც კი, თუ სხვადასხვა ტიპის აქტივებს იყენებთ. მაგალითად, თქვენი ვერცხლის პოზიციით გამოწვეული ზარალის გამო შესაძლოა მოხდეს თქვენი ოქროს პოზიციის ლიკვიდაცია იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხვადასხვა სავაჭრო წყვილებით ვაჭრობთ.
იზოლირებული მარჟის რეჟიმი საშუალებას გაძლევთ ინდივიდუალურად აკონტროლოთ თქვენი პოზიციების რისკები თითოეული მათგანისთვის კონკრეტული აქტივის გამოყენების მეშვეობით, ეს იმას ნიშნავს, რომ იზოლირებულ პოზიციაზე გავლენას არ მოახდენს სხვა ღია პოზიციაზე დაფიქსირებული ფასის რყევა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია: რა არის იზოლირებული მარჟა და კროს-მარჟა კრიპტოთი ვაჭრობის დროს?.
6. ეკრანის ქვედა ნაწილში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ თქვენი პოზიციები, ღია შეკვეთები, შეკვეთების ისტორია და სხვა.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ხშირად დასმული შეკითხვები: ტრადიციული აქტივების უვადო ფიუჩერსები.
ხშირად დასმული შეკითხვები
რა არის ოქროსა და ვერცხლის ტიკერები Binance Futures-ზე?
ოქროთი ვაჭრობა ხორციელდება ტიკერით XAUUSDT, ხოლო ვერცხლით - XAGUSDT. ორივე მათგანი USDT-ით უზრუნველყოფილი უვადო კონტრაქტია, რომლებიც მიჰყვება ძვირფასი ლითონის რეალურ ფასს, ხოლო მოგებისა და ზარალისთვის ანგარიშსწორება USDT-ში ხდება.
ვფლობ თუ არა ფიზიკურ ოქროს ან ვერცხლს ამ კონტრაქტებით ვაჭრობისას?
არა. XAUUSDT და XAGUSDT წარმოადგენს ნაღდი ფულით ანგარიშსწორებად დერივატივებს და არა ფიზიკურ ლითონს. თქვენ მოიპოვებთ წვდომას ოქროს ან ვერცხლის ფასის ცვლილებებით სარგებლის მიღების შესაძლებლობებზე, თუმცა არ მიიღებთ ძვირფასი ლითონების რეალურ ზოდებს, შესაბამისად, არ მოგიწევთ საცავებზე, დაზღვევასა თუ ლოგისტიკაზე ზრუნვა.
შემიძლია თუ არა ოქროსა და ვერცხლის ფიუჩერსებით ვაჭრობა შაბათ-კვირას?
დიახ. ტრადიციული სასაქონლო ბაზრებისგან განსხვავებით, რომლებიც შაბათ-კვირას იხურება და მუშაობს განსაზღვრულ საათებში, XAUUSDT და XAGUSDT კონტრაქტებით ვაჭრობა Binance Futures-ზე შესაძლებელია დღეში 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე.
როგორ მოქმედებს ფინანსირების განაკვეთები ჩემს პოზიციაზე?
ფინანსირების გადასახადი მოძრაობს long და short პოზიციებით მოვაჭრე ტრეიდერებს შორის ყოველ რამდენიმე საათში ერთხელ, რაც უზრუნველყოფს კონტრაქტის ფასის ლითონის რეალურ ფასთან მაქსიმალურად მიახლოებულ დონეზე შენარჩუნებას. თუ განაკვეთი დადებითია, Long პოზიციის მფლობელები უხდიან Short პოზიციის მფლობელებს; ხოლო თუ უარყოფითია - პირიქით. საბაზრო პირობებიდან გამომდინარე, შესაბამის პოზიციაზე ვაჭრობისას, თქვენ შეიძლება მოგიწიოთ აღნიშნული გადასახადის გადახდა, ან პირიიქით, შესაძლოა მიიღოთ ის.
რა მოხდება, თუ ფასი ჩემი სავაჭრო პოზიციის საპირისპიროდ შეიცვლება?
თუ ზარალის ოდენობა გამოიწვევს თქვენი მარჟის შემცირებას შენარჩუნების დონეზე დაბალ მაჩვენებლამდე, თქვენი სავაჭრო პოზიცია შესაძლოა ავტომატურად დაიხუროს იძულებითი ლიკვიდაციის მეშვეობით. Stop-Loss შეკვეთების გამოყენება და პოზიციების კონსერვატიული ზომების შერჩევა დაგეხმარებათ ამ რისკის შემცირებაში.
შეჯამება
XAUUSDT და XAGUSDT სავაჭრო წყვილების დამატებით, Binance Futures გვთავაზობს ტრადიციულ ფინანსების კრიპტო სივრცესთან დაკავშირების შესაძლებლობას. კაპიტალის ოდენობასთან და ვაჭრობის საათებთან დაკავშირებული შეზღუდვების აღმოფხვრის მეშვეობით, Binance Futures წარმოგვიდგენს ძვირფასი ლითონებით ვაჭრობის მოსახერხებელ გზებს. თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ფიუჩერსებით ვაჭრობის დაწყებამდე აუცილებელია მასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინება და ლევერიჯისა და მერყეობის მნიშვნელობის გათვალისწინება.
დამატებითი საკითხავი
რა არის იზოლირებული მარჟა და კროს-მარჟა კრიპტოვალუტით ვაჭრობაში?
Bitcoin Spot ETF და Bitcoin Futures ETF: რა განსხვავებაა მათ შორის?
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.