როგორ ვივაჭროთ ნედლი ნავთობის ფიუჩერსებით Binance-ზე

როგორ ვივაჭროთ ნედლი ნავთობის ფიუჩერსებით Binance-ზე

განახლებული Mar 10, 2026
5m

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს სტატია თქვენთვის წარმოდგენილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის. აქ აღნიშნული პროდუქტები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ყველა რეგიონში.

მთავარი დეტალები

  • მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის ხელმისაწვდომი Binance-ის ცენტრალიზებულ ბირჟაზე, შეგიძლიათ მოიპოვოთ წვდომა ნედლი ნავთობის უვადო კონტრაქტებზე (CLUSDT) Binance Wallet-ის პლატფორმაზე.

  • სერვისი მოწოდებულია Aster-ის, მესამე მხარის DEX-ის მიერ. CLUSDT წყვილით მოვაჭრე ტრეიდერებს შეუძლიათ ისარგებლონ 0%-იანი მეიკერის საკომისიოთი და მიიღონ 1,2x Aster Airdrop-ის ქულები.

  • CL-ის უვადო კონტრაქტებით ვაჭრობისმოცულობა ასევე გათვალისწინებული იქნება ASTER-ის სავაჭრო შეჯიბრებებში.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

ნავთობის ფიუჩერსების კონტრაქტები Binance Wallet-ზე

ნავთობის ფიუჩერსებით ვაჭრობა, ტრადიციულად, მოითხოვდა წვდომას ცენტრალიზებულ ბირჟებზე მკაცრი სამუშაო საათებით. Binance ახლა ინოვაციურ გადაწყვეტას გთავაზობთ მისი Wallet პლატფორმის მეშვეობით Aster-თან - დეცენტრალიზებულ ბირჟასთან თანამშრომლობით.

ნედლი ნავთობის უვადო კონტრაქტები, რომლებიც ტოკენიზებულია, როგორც CL, მომხმარებლებს აძლევს ნედლი ნავთობის ფასებზე წვდომას ბლოკჩეინზე დაფუძნებული დერივატივის წყალობით, რომლით ვაჭრობაც Aster-ზე 24/7-ზეა შესაძლებელი.

სავაჭრო წახალისებები და უპირატესობები

ლიკვიდურობის და ვაჭრობის აქტივობის გასაზრდელად Binance Wallet-ზე არსებობს წახალისებები ნავთობის ფიუჩერსებით მოვაჭრე დამწყები ტრეიდერებისთვის:

  • 0%-იანი მეიკერის საკომისიო: განათავსეთ შეკვეთები მეიკერის საკომისიოს გადახდის გარეშე.

  • 1,2x Aster Airdrop-ის ქულები: მიიღეთ გაზრდილი ჯილდოები, რომელთა გადაცვლაც ASTER ტოკენებში შეგიძლიათ.

  • სავაჭრო კონკურსი: CL-ის უვადო კონტრაქტებით ვაჭრობის მოცულობა ასევე შეიძლება გათვალისწინებული იყოს ASTER-ის სავაჭრო კონკურსებისთვის.

როგორ უნდა ივაჭროთ ნედლი ნავთობის ფიუჩერსებით Binance Wallet-ის მეშვეობით (მობილურ აპლიკაციაში)

1. შედით თქვენს Binance-ის ანგარიშში და გადადით Binance Wallet-ის ინტერფეისზე.

შენიშვნა: თუ არ გაქვთ Binance Wallet, შემდეგ საფეხურზე გადასვლამდე დაგჭირდებათ მისი დაყენება.

Binance Wallet-ის აპლიკაცია

2. თუ უკვე გაქვთ თანხები თქვენს Binance Wallet-ში, გადადით შემდეგ საფეხურზე.

თუ არა, დააჭირეთ ღილაკს [Receive] თანხების გადასარიცხად. შეგიძლიათ გადარიცხოთ თქვენი Binance Exchange-ის ანგარიშიდან, მიიღოთ ტოკენები გარე საფულიდან ან იყიდოთ კრიპტო Binance P2P-ის გამოყენებით.

გაითვალისწინეთ, რომ ეს BNB Chain-ზე ხორციელდება, ამიტომ დარწმუნდით, რომ თანხებს სწორ მისამართსა და ქსელში აგზავნით.

დეპონირება Binance Wallet-ში

3. DApp-ების კატეგორიაში მოძებნეთ Aster და გაააქტიურეთ Aster DEX თქვენს Binance Wallet-ში.

Aster DApp Binance Wallet-ში

4. გაეცანით პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს და პირობებს, თუ ეთანხმებით, მონიშნეთ ველი და გახსენით Aster DApp.

Aster DApp Binance Wallet-ში

5. შესაძლოა მოგთხოვონ ხელმოწერა Aster-თან თქვენი საფულის დაკავშირების და ვაჭრობის ფუნქციის გააქტიურების მიზნით.

Aster DApp Binance Wallet-თან დაკავშირება

Aster DApp Binance Wallet-ის დადასტურება

6. შემდეგ, Aster-ის აპლიკაციაში მოძებნეთ ნავთობის ფიუჩერსების კონტრაქტი. მისი ტიკერია CLUSDT.

Aster DApp Binance Wallet ნავთობის CLUSDT

7. გადარიცხეთ თანხები თქვენი Binance Wallet-იდან თქვენს Aster-ის სავაჭრო ანგარიშზე (უვადო კონტრაქტები).

Binance Wallet თანხების გადატანა Aster-ში

7. დასრულებულია. თქვენ მზად ხართ გამოიყენოთ Aster DEX Binance Wallet-ის მეშვეობით.

CLUSDT Binance Wallet

როგორ ვივაჭროთ ნედლი ნავთობის ფიუჩერსებით Binance Wallet-ის მეშვეობით (ვებ-ვერსიისთვის)

1. შედით თქვენს Binance-ის ანგარიშში და გადადით განყოფილებაში [Trade] → [DEX].

Binance Wallet DEX

2. დააკავშირეთ თქვენი საფულის ანგარიში.

Binance Wallet ვებ-კავშირი

3. თუ ამას პირველად აკეთებთ, შესაძლოა მოგთხოვონ უსაფრთხო ავტომატური ავტორიზაციის გააქტიურება.

თუ ის უკვე ჩართული გაქვთ, შესაძლოა მოგთხოვონ ვებ-გვერდზე წვდომის ავტორიზაცია Binance-ის აპლიკაციის გამოყენებით.

უსაფრთხო ავტომატური ავტორიზაცია, Binance Wallet

4. თუ თქვენს Binance Wallet-ში უკვე გაქვთ თანხები, გადადით შემდეგ საფეხურზე.

თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ თანხები გადარიცხოთ თქვენი Binance Exchange-ის ანგარიშიდან ან გარე საფულიდან.

გაითვალისწინეთ, რომ ეს BNB Chain-ზე ხორციელდება, ამიტომ დარწმუნდით, რომ თანხას სწორ მისამართსა და ქსელში აგზავნით.

Binance Wallet-ში დეპონირება

5. გადადით განყოფილებაში [Perpetuals] და მოძებნეთ CLUSDT.

CLUSDT Binance Wallet ვებ-ვერსია

6. დააჭირეთ ღილაკს [Transfer], რათა თანხები თქვენი Binance Wallet-იდან (BNB Chain-ზე) გადარიცხოთ Aster-ის უვადო კონტრაქტების სავაჭრო ანგარიშზე.

Binance Wallet-იდან Aster-ზე გადარიცხვა

7. დაადასტურეთ გადარიცხვა თქვენს Binance-ის აპლიკაციაში.

ხელმოწერის დადასტურება Binance-ის აპლიკაციაში

8. სულ ეს არის. თქვენ მზად ხართ გამოიყენოთ Aster DEX Binance Wallet-ის მეშვეობით.

CLUSDT Binance Wallet Aster DEX UI

შეჯამება

Binance Wallet-ისა და Aster-ის მეშვეობით საქონლით ვაჭრობა ნიშნავს ვაჭრობის საათების შეზღუდვის და შუამავლების საჭიროების არარსებობას და ყველა ანგარიშსწორების ბლოკჩეინზე განხორციელებას. ტრეიდერებისთვის, ვისაც სურს იქონიოს წვდომა საქონელზე კრიპტოს ეკოსისტემიდან გაუსვლელად, CLUSDT-ის უვადო კონტრაქტი ნამდვილი აღმოჩენაა. სანამ ვაჭრობას გადაწყვეტთ დარწმუნდით რომ გესმით, თუ როგორ მუშაობს ეს ფიუჩერსების კონტრაქტები და გაითვალისწინეთ ლევერიჯით ვაჭრობასთან დაკავშირებული რისკები.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკების შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.