პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის. ამ სტატიაში აღნიშნული პროდუქტები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში.
მთავარი დეტალები
Binance Futures ახლა სპილენძით ვაჭრობას გვთავაზობს USDⓈ-მარჟიანი COPPERUSDT უვადო კონტრაქტის მეშვეობით.
კონტრაქტის ფასი მოცემულია USD-ში და მოიცავს სპილენძის 1 ფუნტს ვაჭრობის მინიმალური ზომით – 0,1 COPPER, ხოლო მისი ნომინალური ღირებულება შეადგენს 5 USDT-ს.
ტრეიდერებს შეუძლიათ ივაჭრონ 24/7 რეჟიმში და გამოიყენონ 100x-მდე ლევერიჯი, რაც მათ საშუალებას აძლევს შედარებით მცირე თანხებით უფრო დიდი პოზიციები გახსნან.
ფინანსირების საკომისიოების გაანგარიშება ყოველ ოთხ საათში ერთხელ ხდება, ასევე დაწესებულია ტარიფის ლიმიტები დიაპაზონით +0,5%-დან -0,5%-მდე, რაც ხელს უწყობს კონტრაქტის ფასის რეალური სპილენძის ღირებულების დონეზე შენარჩუნებას.
სპილენძის ფიუჩერსები Binance-ზე
სპილენძი ფართოდ გამოყენებადი სამრეწველო ლითონია, რომელიც უმნიშვნელოვანესია მშენებლობისთვის, ელექტრო მრეწველობისთვის და ბევრი სხვა მიმართულებისთვის. Binance Futures ახლა უკვე გვთავაზობს COPPERUSDT უვადო კონტრაქტებს, რომლებიც ამარტივებს სპილენძით ვაჭრობას კრიპტოვალუტის ფიუჩერსების ხელმისაწვდომობის და მოქნილობის შერწყმით ტრადიციული სასაქონლო ბაზრებთან. ამ სტატიაში ახსნილია თუ რას წარმოადგენს სპილენძის უვადო კონტრაქტი, მისი ძირითადი მახასიათებლები, ვაჭრობის უპირატესობები და ძირითადი გასათვალისწინებელი რისკები.
COPPERUSDT უვადო კონტრაქტი
COPPERUSDT კონტრაქტი არის USDT-მარჟიანი უვადო ფიუჩერსების კონტრაქტი. თითოეული მათგანი წარმოადგენს აშშ დოლარში შეფასებულ სპილენძის 1 ფუნტს. ქვემოთ მოცემულია კონტრაქტის დეტალები:
გაშვების თარიღი: 2026 წლის 6 მარტი
ანგარიშსწორების აქტივი: USDT სტეიბლკოინი
Tick-ის ზომა: 0,001 USD
მინიმალური სავაჭრო ოდენობა: 0,1 COPPER
მინიმალური ნომინალური ღირებულება: 5 USDT
მაქსიმალური ლევერიჯი: 100x
ფინანსირების განაკვეთის ლიმიტი: ±0,5%, ანგარიშსწორება ყოველ 4 საათში
ვაჭრობის საათები: 24/7
ტრადიციული ფიუჩერსებისგან განსხვავებით, რომლებსაც ფიქსირებული ვადის გასვლის თარიღები აქვს, უვადო კონტრაქტებს ვადა არ ეწურება და მათი ფლობა განუსაზღვრელი დროით შეიძლება. ფინანსირების საკომისიოები, რომელსაც მყიდველები და გამყიდველები ყოველ 4 საათში ერთხელ იხდიან, უზრუნველყოფს კონტრაქტის ფასის რეალური სპილენძის სპოტ ფასის დონეზე შენარჩუნებას.
COPPERUSDT-ით ვაჭრობის უპირატესობები Binance-ზე
1. ბაზარზე წვდომა 24/7 რეჟიმში
ტრადიციულ სპილენძის ბაზრებს ფიქსირებული სავაჭრო საათები აქვს და უქმეებზე ისინი დახურულია. COPPERUSDT კონტრაქტით ვაჭრობა უწყვეტად მიმდინარეობს, რაც შესაძლებლობას გაძლევთ სწრაფად მოახდინოთ რეაგირება მიწოდება-მოთხოვნის ცვლილებებზე ან უახლეს სიახლეებზე.
2. ლევერიჯი
100x-მდე ლევერიჯი უზრუნველყოფს თქვენს მონაწილეობას ბაზარზე სპილენძის ფასის ცვლილებებისას მცირედი კაპიტალითაც კი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ზრდის პოტენციურ სარგებელს, ასევე იზრდება რისკებიც, რომლებიც რისკის გააზრებულად მართვას მოითხოვს.
3. კაპიტალის დაბალი ბარიერები
კონტრაქტის მინიმალური სავაჭრო ზომა და ნომინალური ღირებულება საკმაოდ დაბალია, რაც ინდივიდუალურ ტრეიდერებს საშუალებას აძლევს ივაჭრონ სპილენძის ბაზარზე დიდი თანხის ინვესტირების გარეშე.
4. მარჟის მოქნილი ვარიანტები
მულტი-აქტივის რეჟიმი საშუალებას გაძლევთ სპილენძით ვაჭრობისას უზრუნველყოფის სახით გამოიყენოთ სხვადასხვა კრიპტო აქტივი, მათ შორის BTC, რაც უზრუნველყოფს მოქნილობას.
5. გამჭვირვალე ფინანსირების განაკვეთები
ფინანსირების საკომისიოების გადახდა ყოველ 4 საათში ერთხელ ხდება და მათი დიაპაზონი +0,5%-დან -0,5%-მდე მერყეობს, რაც უზრუნველყოფს ფასის სტაბილურობის შენარჩუნებას და მის საბაზისო აქტივის ფასთან შესაბამისობას.
რისკების მართვა
სპილენძის ფიუჩერსებით ვაჭრობა რისკებს მოიცავს. შემოთავაზებული მაღალი ლევერიჯით ვაჭრობამ შეიძლება სწრაფი ზარალი გამოიწვიოს, თუ ფასები თქვენი პოზიციის საწინააღმდეგოდ იმოძრავებს.
იძულებითი ლიკვიდაციის რისკი: მაღალი ლევერიჯის გამოყენება გულისხმობს, რომ მცირედმა ფასის ცვლილებამაც კი შეიძლება თქვენი საწყისი მარჟა დაგაკარგინოთ.
ბაზრის მერყეობა: სპილენძის ფასებზე შეიძლება გავლენა იქონიოს გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა, მიწოდების ჯაჭვის პრობლემებმა და ისეთმა მაკროეკონომიკურმა ფაქტორებმა, რომლებსაც შეუძლია ფასების შეცვლა.
ფინანსირების საკომისიოების გავლენა: ფინანსირების განაკვეთები განსხვავდება ბაზრის მდგომარეობიდან გამომდინარე და მათ შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ვაჭრობის მომგებიანობაზე.
რისკის ეფექტურად სამართავად:
პოტენციური ზარალის შემთხვევების შესამცირებლად გამოიყენეთ Stop-loss შეკვეთები.
ყურადღებით აკონტროლეთ ლევერიჯი და მოერიდეთ მის ზედმეტ გამოყენებას.
მოიძიეთ უახლესი ინფორაცია მოვლენების შესახებ, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს სპილენძის ფასებზე.
როგორ ვივაჭროთ სპილენძით Binance Futures-ზე
1. შედით თქვენს Binance-ის ანგარიშში, გადადით ჩანართზე [Futures], შემდეგ კი [USD(S)-M Futures]-ზე.
შენიშვნა: ეს პროდუქტი შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი გარკვეულ რეგიონებში.
2. შემდეგ გახსენით ჩამოსაშლელი მენიუ და მოძებნეთ COPPERUSDT.
ეს და სხვა კონტრაქტებს ასევე მოცემულია [TradFi] კატეგორიაში.
3. ქვედა მარჯვენა კუთხეში შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი Futures ანგარიშის ბალანსი. თუ თქვენი ბალანსი ნულია, დაამატეთ თანხა [Transfer], [Buy Crypto] ან [Swap] ფუნქციების გამოყენებით.
თუ Binance Futures-ს პირველად იყენებთ, დაგჭირდებათ Futures ანგარიშის გახსნა.
დაწყებამდე შესაძლოა ასევე დაგჭირდეთ ფიუჩერსების ტესტის გავლა.
4. როდესაც მზად იქნებით, შეგიძლიათ გამოიყენოთ შეკვეთების პანელი ფიუჩერსების კონტრაქტების შესაძენად ან გასაყიდად.
5. თუ ზედა მარჯვენა კუთხეში დააწკაპუნებთ ან შეეხებით ღილაკს [Cross], შეგიძლიათ გადართოთ კროს რეჟიმსა და იზოლირებულ რეჟიმებს შორის.
კროს მარჟა ნიშნავს, რომ თქვენი მარჟა გაზიარებულია ყველა პოზიციას შორის. იზოლირებული მარჟა ნიშნავს, რომ თქვენი მარჟა მხოლოდ კონკრეტულ პოზიციას ეკუთვნის, რაც საშუალებას გაძლევთ რისკი ინდივიდუალურად მართოთ.
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით შემდეგ სტატიას: რა არის იზოლირებული მარჟა და კროს მარჟა კრიპტო ვაჭრობაში?.
6. ეკრანის ქვედა ნაწილში შეგიძლიათ ნახოთ თქვენი პოზიციები, ღია შეკვეთები, შეკვეთების ისტორია და ბევრი სხვა.
დამატებითი დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ ხშირად დასმულ კითხვებს: უვადო ფიუჩერსები ტრადიციულ აქტივებზე.
შეჯამება
Binance Futures-ზე COPPERUSDT-ის უვადო კონტრაქტის გაშვება სპილენძით ვაჭრობას უფრო ფართო აუდიტორიისთვის ხდის ხელმისაწვდომს, ციფრული აქტივების უპირატესობების და ტრადიციულ საქონლის ბაზრებზე წვდომის კომბინაციით. 24/7 რეჟიმში ვაჭრობის შესაძლებლობით, მაღალი ლევერიჯით და მარჟის მოქნილი ვარიანტებით, ის ტრეიდერებს მძლავრ ინსტრუმენტს სთავაზობს სპილენძის ბაზრებზე მონაწილეობის მისაღებად.
თუმცა, ლევერიჯისა და ბაზრის მერყეობის რისკები კვლავაც მნიშვნელოვნად მაღალია. ყოველთვის დარწმუნდით, რომ გესმით როგორ მუშაობს ფიუჩერსების კონტრაქტები და ვაჭრობამდე მართეთ თქვენი რისკები ყურადღებით.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკების შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.