მთავარი დეტალები
Binance Futures გვთავაზობს ETF-თან დაკავშირებულ უვადო კონტრაქტებს (QQQ, SPY, EWY და EWJ), რომელთა ფასები მიბმულია პოპულარულ საბირჟო საინვესტიციო ფონდებთან (ETF-ებთან).
ამ კონტრაქტების ანგარიშსწორება ხდება USDT-ში, ისინი გვთავაზობს 10x-მდე ლევერიჯს და მათი მეშვეობით ვაჭრობა შესაძლებელია 24/7 რეჟიმში — განსხვავებით საფონდო ბირჟებისგან, რომლებიც მხოლოდ განსაზღვრულ საათებში მუშაობს.
შერეული აქტივების რეჟიმი ტრეიდერებს საშუალებას აძლევს ამ კონტრაქტებით ვაჭრობისას უზრუნველყოფის სახით სხვა აქტივები გამოიყენონ (მაგ., BTC).
ETF-თან დაკავშირებული უვადო კონტრაქტების შეძენისას თქვენ არ ხდებით საბაზისო ETF-ის აქციების მფლობელი. ისინი წარმოადგენს დერივატივ პროდუქტებს, რომლებიც დაკავშირებულია რისკებთან, რაც მოიცვს მნიშვნელოვანი ზარალის რისკს.
შესავალი
საბირჟო საინვესტიციო ფონდები (ETF-ები) უკვე დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობს ტრადიციული ბაზრის ინვესტორებს შორის, რომლებიც მათ იყენებენ საკუთარი აქტივების (როგორიცაა აქციების, ობლიგაციების ან საქონლის) კალათის ერთი ინსტრუმენტის მეშვეობით დივერსიფიკაციის მიზნით.
Binance Futures-მა წარმოგვიდგინა USDⓈ-M უვადო კონტრაქტების ფართო ასორტიმენტი, რომელთა ფასებიც მიბმულია პოპულარული ETF-ების და აქციების ფასებზე. ეს კონტრაქტები ტრეიდერებს საშუალებას აძლევს ივაჭრონ ტრადიციული ბაზრის ინდექსებით (როგორიცაა S&P 500 ან the Nasdaq 100) პირდაპირ კრიპტო ვაჭრობის პლატფორმიდან.
ამ სტატიაში განხილულია ETF-თან დაკავშირებული კონტრაქტები, რომლებიც ხელმისაწვდომია Binance Futures-ზე, ასევე განმარტებულია მათი მუშაობის პრონციპი და მათთან დაკავშირებული ძირითადი რისკები.
რას წარმოადგენს ETF-თან დაკავშირებული უვადო კონტრაქტები?
უვადო კონტრაქტი წარმოადგენს ფიუჩერსის კონტრაქტის ტიპს, რომელსაც არ აქვს ვადის ამოწურვის თარიღი. ტრადიციული ფიუჩერსებისგან განსხვავებით, რომელთა ანგარიშსწორება ხდება კონკრეტულ თარიღზე, უვადო კონტრაქტების შენახვა განუსაზღვრელი ვადით შეიძლება. მათი ღირებულების საბაზისო აქტივის სპოტ ფასის დონეზე შესანარჩუნებლად გამოიყენება ფინანსირების განაკვეთის მექანიზმი.
Binance Futures-ზე ხელმისაწვდომი ETF-თან დაკავშირებული უვადო კონტრაქტების ფასები მიბმულია კონკრეტული ETF-ების ან აქციების ინდექსებზე. გაითვალისწინეთ, რომ ამ კონტრაქტებით ვაჭრობა არ ნიშნავს საბაზისო ETF-ის ფლობას. ამ დროს თქვენს მიზანს შესაბამისი აქტივის ფასის ცვლილებებით სპეკულირება წარმოადგენს.
ამ კონტრაქტების ანგარიშსწორება USDT-ში ხდება და ისინი გთავაზობთ10x-მდე ლევერიჯს, რაც იმას ნიშნავს რომ ტრეიდერებს შეუძლიათ გახსნან საწყის მარჟაზე დიდი ზომის პოზიციები. ლევერიჯის გამოყენება ზრდის თქვენი პოტენციური მოგების ოდენობას, თუმცა ის ასევე დაკავშირებულია ზარალის უფრო მაღალ რისკთან.
Binance Futures-ზე ხელმისაწვდომი პოპულარული ETF კონტრაქტები
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე პოპულარული ETF-თან დაკავშირებული უვადო კონტრაქტი, რომლებიც ამჟამად ხელმისაწვდომია Binance Futures-ზე.
1. QQQUSDT – Invesco QQQ Trust Series 1
QQQUSDT კონტრაქტის ფასი მიბმულია Invesco QQQ Trust Series 1-თან (Nasdaq: QQQ), რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ETF-ს. QQQ დაკავშირებულია Nasdaq-ის 100 უმსხვილეს არაფინანსური კომპანიის ფასებთან, რომელთა შორისაა ტექნოლოგიის სექტორის ყველაზე ცნობილი კომპანიები.
ეს კონტრაქტი ტრეიდერებს სთავაზობს აშშ-ის უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიებისგან შემდგარი Nasdaq 100 ინდექსით ვაჭრობაზე წვდომას კრიპტოთი ვაჭრობის პლატფორმიდან.
2. SPYUSDT – SPDR S&P 500 ETF Trust
SPYUSDT კონტრაქტი მიბმულია SPDR S&P 500 ETF Trust-ზე (Nasdaq: SPY), რომელიც წარმოადგენს კიდევ ერთ პოპულარულ ETF-ს. SPY დაკავშირებულია S&P 500 აქციების ინდექსთან, რომელიც ითვლება აშშ-ის მთლიანი საფონდო ბირჟის ბენჩმარკად.
ამ კონტრაქტის მეშვეობით ტრეიდერებს შეუძლიათ მიიღონ წვდომა აშშ-ის აქციების ბაზარაზე ტრადიციული საბროკერო ანგარიშის საჭიროების გარეშე.
3. EWYUSDT – iShares MSCI South Korea ETF
EWYUSDT კონტრაქტი მიბმულია iShares MSCI South Korea ETF-ზე (NYSE Arca: EWY). ეს ETF დაკავშირებულია საშუალო და მსხვილი კაპიტალიზაციის მქონე სამხრეთ კორეული კომპანიების აქციების საბაზრო კაპიტალიზაციით შეწონილ ინდექსთან, რაც ტრეიდერებს სთავაზობს აზიის უმსხვილეს ეკონომიკასთან წვდომას.
სამხრეთ კორეა წარმოადგენს ნახევარგამტარების, ავტომობილების და სამომხმარებლო ელექტრონიკის მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი კომპანიების სამშობლოს.
4. EWJUSDT – iShares MSCI Japan ETF
EWJUSDT კონრაქტი მიბმულია iShares MSCI Japan ETF-ზე (NYSE Arca: EWJ). EWY-ის მსგავსად, ეს ETF ასევე დაკავშირებულია საბაზრო კაპიტალიზაციით შეწონილ ინდექსთან, თუმცა ამ შემთხვევაში ეს ინდექსი შედგება მსხვილი და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე იაპონური კომპანიების აქციებისგან.
იაპონია წარმოადგენს მსოფლიოში უდიდეს სააქციო ბაზარს, ამიტომ ეს კონტრაქტი ტრეიდერებს აძლევს დღის ნებისმიერ პერიოდში ვაჭრობის საშუალებას.
Binance Futures-ზე ხელმისაწვდომი ETF უვადო კონტრაქტების ძირითადი მახასიათებლები
ვაჭრობის ხელმისაწვდომობა 24/7 რეჟიმში
ტრადიციული საფონდო ბირჟებისგან განსხვავებით, რომლებიც მუშაობს მხოლოდ კონკრეტულ საათებში, ETF-თან დაკავშირებული უვადო კონტრაქტებით ვაჭრობა Binance Futures-ზე ხელმისაწვდომია დღეში 24 საათის და კვირაში 7 დღის განმავლობაში. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა სხვა სასაათო სარტყელში მცხოვრები ტრეიდერებისთვის. ეს ასევე იძლევა გლობალურ მოვლენებზე დღის ნებისმიერ მონაკვეთში მომენტალური რეაგირების შესაძლებლობას.
USDT-ით ანგარიშსწორება და Multi-Assets Mode
ყველა ETF-თან დაკავშირებული უვადო კონტრაქტის ანგარიშსწორება USDT-ში ხორციელდება. გარდა ამისა, Binance Futures-ს აქვს შერეული აქტივების რეჟიმის მხარდაჭერა, რაც ტრეიდერებს აძლევს მარჟის უზრუნველყოფის სახით განსხვავებული კრიპტო აქტივის (მაგალითად, BTC-ის) გამოყენების შესაძლებლობას, რაც შესაბამის საკომისიოებთანაა დაკავშირებული.
ლევერიჯი 10x-მდე
ეს კონტრაქტები გვთავაზობს 10x-მდე ლევერიჯის გამოყენების შესაძლებლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ საწყისი მარჟაზე 10-ჯერ უფრო დიდი ზომის პოზიციის გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ ამით იზრდება თქვენი პოტენციური მოგების ოდენობა, ეს ასევე დაკავშირებულია ზარალის უფრო მაღალ რისკთან.
ფინანსირების განაკვეთის მექანიზმი
უვადო კონტრაქტის ფასის საბაზისო აქტივის ფასის დონეზე შესანარჩუნებლად, ხდება ფინანსირების საკომისიოს ჩამოჭრა ყოველ რვა საათში ერთხელ. ამ კონტრაქტების ფინანსირების განაკვეთის ცვლილების მაქსიმალური დიაპაზონია +2,00% / -2,00%. აღსანიშნავია, რომ ეს ამ კონტრაქტებთან მიმართებით არ მოქმედებს ფინანსირების ინტერვალის კორექტირების სტანდარტული წესები, ამიტომ ეს ინტერვალი ყოველთვის რვა საათია ფინანსირების განაკვეთის ზრდის ან შემცირების მიუხედავად.
რისკები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ
ვაჭრობის დაწყებამდე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ETF-თან დაკავშირებული უვადო კონტრაქტებით ვაჭრობა გარკვეულ რისკებს შეიცავს.
ლევერიჯის რისკი. ლევერიჯი ზრდის თქვენი სავარაუდო მოგების ოდენობას, თუმცა ის ასევე ზრდის პოტენციურ ზარალს. 10x ლევერიჯის გამოყენების შემთხვევაში, ფასის შედარებით უმნიშვნელო მოძრაობამაც კი შეიძლება მნიშვნელოვანი ზარალი ან თქვენი პოზიციის ლიკვიდაცია გამოიწვიოს.
საბაზრო რისკი. ამ კონტრაქტების ღირებულება მიბმულია ტრადიციული ფინანსების ბაზრების ფასებთან, რაზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს ეკონომიკურმა ფაქტორებმა, გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა და ბაზრის განწყობამ.
ფინანსირების საკომისიოები. ღია პოზიციების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნების შემთხვევაში გეკისრებათ ფინანსირების საკომისიოები, რომელთა ოდენობა შესაძლოა თქვენს მოგებას გაუტოლდეს.
საბაზისო აქტივების ფლობის შეუძლებლობა. ამ უვადო კონტრაქტებით ვაჭრობა არ გაძლევთ ფაქტიური ETF-ის აქციების ან შესაბამისი საბაზისო აქტივების ფლობის შესაძლებლობას.
სპეციფიკაციების ცვლილებები. Binance-მა შესაძლოა შეცვალოს კონტრაქტის სპეციფიკაციები (მაგალითად ფინანსირების საკომისიოები, ტიკის ზომა, ლევერიჯი და მარჟის მოთხოვები) საბაზრო რისკის პირობების ცვლილებების საფუძველზე.
შეჯამება
Binance Futures-ზე ხელმისაწვდომი ETF-თან დაკავშირებული უვადო კონტრაქტები გთავაზობთ პოპულარული ტრადიციული ბაზრების ინდექსებზე და აქციებზე პირდაპირ კრიპტოთი ვაჭრობის პლატფორმიდან წვდომის შესაძლებლობას. Nasdaq 100-ზე, S&P 500-ზე და აზიის სააქციო ბაზარზე მიბმული კონტრაქტების მეშვეობით ტრეიდერებს შეუძლიათ მოახდინონ საკუთარი კრიპტო აქტივებზე დაფუძნებული სტრატეგიების დივერსიფიკაცია.
თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს კონტრაქტები მაღალი რისკის შემცველ დერივატივ პროდუქტებს წარმოადგენს. ეს რისკი განსაკუთრებით მაღალია ლევერიჯის გამოყენების შემთხვევაში. ვაჭრობის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ კარგად იცნობთ უვადო კონტრაქტების, ფინასნირების განაკვეთების და ლევერიჯის მუშაობის პრინციპს. ყოველთვის დაფიქრდით, შეესაბამება თუ არა ეს პროდუქტები თქვენს ამჟამინდელ ფინანსურ სიტუაციას.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.