Binance Square უნარი: რა არის და როგორ გამოიყენება

Binance Square უნარი: რა არის და როგორ გამოიყენება

განახლებული Mar 10, 2026
5m

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის. ამ სტატიაში აღნიშნული პროდუქტები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში.

მთავარი დეტალები

  • Binance Square უნარი არის ინსტრუმენტი Binance-ის უნარების ჰაბში, რომელიც კონტენტ-კრეატორებს საშუალებას აძლევს მოახდინონ თავისი Binance Square-ის პოსტების დაპროგრამება და ავტომატიზაცია. ის მუშაობს პოპულარულ ხელოვნური ინტელექტის აგენტებთან (როგორიცაა OpenClaw).

  • დასაწყებად შექმენით Square-ზე პოსტების განთავსებისთვის განკუთვნილი API გასაღები Binance Square-ის Creator Center-ში, დააინსტალეთ უნარი და შემდეგ დაუკავშირეთ გასაღები თქვენს აგენტს.

  • პოსტების API გასაღები მხოლოდ პოსტების გამოქვეყნებისთვისაა (არ გამოიყენება აქტივებისთვის ან ვაჭრობისთვის). არავის გაუზიაროთ ეს გასაღები და ხელახლა დაგენერირეთ ის მასზე არასანქცირებული წვდომის შემთხვევაში.

  • Binance Square უნარის მიმდინარე ლიმიტები მოიცავს 1 API გასაღებს კრეატორის ერთ ანგარიშზე, დღეში 100 წარმატებული პოსტს და მხოლოდ ტექსტის შემცველ პოსტებს.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

რა არის Binance Square უნარი?

Binance Square უნარი წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის აგენტის უნარს, რომელიც შექმნილია კონტენტის გამოქვეყნების ხარისხის გასაუმჯობესებლად Binance Square-ის კრეატორებისთვის, კონტენტის ავტომატურად გამოქვეყნების მეშვეობით.

პრაქტიკულად, ის თავსებად ხელოვნური ინტელექტის აგენტს საშუალებას აძლევს:

  • დაუკავშირდეს თქვენი Binance Square-ის კრეატორის პროფილს პოსტების API გასაღების მეშვეობით.

  • გამოაქვეყნოს პოსტების თქვენს მაგივრად სპეციალური ინტერფეისის წყალობით (პლატფორმის ლიმიტების ფარგლებში).

ვისთვისაა ის განკუთვნილი?

Binance Square უნარი ძირითადად შექმნილია:

  • Binance Square კრეატორებისთვის, ვინც ხშირად აქვეყნებს პოსტებს.

  • გუნდებისთვის, რომელთაც სურთ სამუშაო პროცესების ავტომატიზაციის გაუმჯობესება.

  • მომხმარებლებისთვის, ვინც უკვე მუშაობს ხელოვნური ინტელექტის აგენტებთან (მაგ., OpenClaw) კონტენტის სარეზერვო ასლების შექმნის, რეზიუმირების ან რედაქტირების მიზნით.

კონტენტზე მუშაობის პროცესის ხელოვნური ინტელექტის აგენტთან დაკავშირება დაგეხმარებათ განმეორებითი დავალებების შესრულების საჭიროების შემცირებაში და თქვენს გამოცდილებას უფრო ეფექტურს გახდის.

უსაფრთხოება და ნებართვები (მნიშვნელოვანია)

სანამ პარამეტრების შეყვანას დაიწყებთ, მნიშვნელოვანია გესმოდეთ, თუ რა შეუძლია და რა არა Square-ზე პოსტების განთავსების API გასაღებს:

  • პოსტების API გასაღები გამოიყენება მხოლოდ კონტენტის გამოსაქვეყნებლად Binance Square-ზე.

  • ის არაა დაკავშირებული ანგარიშის აქტივებთან ან სავაჭრო ფუნქციებთან.

  • თქვენ არასოდეს არ უნდა გააზიაროთ გასაღები.

  • გასაღებზე არასანქცირებული წვდომის შემთხვევაში, ის დაუყოვნებლივ ხელახლა უნდა დააგენერიროთ Creator Center-ში.

ის ასრულებს გამოსაქვეყნებლად საჭირო რეკვიზიტების ფუნქციას (სენსიტიურია, თუმცა გამოიყენება მხოლოდ პოსტების გამოქვეყნებისთვის).

როგორ გამოვიყენოთ Binance Square-ის უნარი

პარამეტრების დაყენების ოფიციალურ პროცესს რამდენიმე წუთი ესაჭიროება. ამ მაგალითში განვიხილავთ OpenClaw-ს, თუმცა ზოგადი მიდგომა იგივეა სხვა მხარდაჭრილი აგენტების შემთხვევაშიც.

საფეხური 1: შექმენით Square-ზე პოსტების განთავსების API გასაღები

  1. შედით Binance Square-ისCreator Center-ში.

Binance Square Creator Center

  1. დააჭირეთ ან შეეხეთ ღილაკს API გასაღების შექმნა.

Binance Square, API გასაღების შექმნა

საფეხური 2: დააკოპირეთ თქვენი API გასაღები

  1. შექმნის შემდეგ, დააწკაპუნეთ ღილაკზე ჩემი API გასაღების ნახვა. უსაფრთხოდ შეინახეთ გასაღები და არ გაუზიაროთ ის სხვებს.

  2. დააკოპირეთ პოსტების განთავსების API გასაღები.

Binance Square API გასაღების მართვა

საფეხური 3: დააინსტალეთ Square-ზე დაპოსტვის უნარი OpenClaw-ში

  1. გახსენით OpenClaw.

  2. ჩატში უთხარით თქვენს ხელოვნური ინტელექტის აგენტს დააინსტალოს უნარი Binance-ის უნარების ჰაბის ოფიციალური საცავიდან:

დამეხმარე შემდეგი უნარის დაინსტალებაში: https://github.com/binance/binance-skills-hub/tree/main/skills/binance/square-post

OpenClaw-მა ინსტალაცია ავომატურად უნდა შასრულოს.

Binance Square-დაპოსტვის უნარი

საფეხური 4: დააკავშირეთ API გასაღები

გაუგზავნეთ OpenClaw-ს თქვენი პოსტების განთავსების API გასაღები (რომელიც მეორე საფეხურზე დააკოპირეთ), მაგალითად:

  • „ჩემი Square-ზე პოსტების განთავსების API გასაღებია 41********74“

კონფიგურაციის დასრულების შემდეგ, აგენტი დაკავშირებული იქნება თქვენს Square-ზე დაპოსტვის ინტერფეისს.

საფეხური 5: დაიწყეთ პოსტების გამოქვეყნება

ახლა უკვე შეგიძლიათ სთხოვოთ OpenClaw-ს გამოაქვეყნოს პოსტები პირდაპირ Binance Square-ზე.

პოსტების გამოქვეყნება Binance Square უნარის დახმარებით

მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად ბევრი კრეატორი, აგენტის მიერ საბოლოო ნახვის გარეშე გამოქვეყნების ნაცვლად, კონკრეტულ სამუშაო პროცესს ირჩევს (რეზერვში შენახვა, გადახედვა, გამოქვეყნება).

პლატფორმის ლიმიტები

ავტომატური გამოქვეყნების Binance Square-ის უნარის მეშვეობით დაყენებისას გასათვალისწინებელია რამდენიმე ინტეგრირებული შეზღუდვა:

  • API გასაღების ლიმიტები: კრეატორის თითოეული ანგარიშისთვის შესაძლებელია მხოლოდ ერთი API გასაღების გენერირება, რომელიც სპეციალურად Square-ზე პოსტების გამოქვეყნებისთვისაა განკუთვნილი.

  • დღიურად დაპოსტვის ლიმიტი: პლატფორმის ხარისხის შესანარჩუნებლად თითოეული API გასაღებისთვის დაწესებულია შეზღუდვა დღეში 100 წარამტებული პოსტის ოდენობით.

  • კონტენტის მხარდაჭერილი ფორმატები: 2026 წლის 10 მარტის მონაცემებით უნარის გამოყენებით შესაძლებელია მხოლოდ ტექსტის შემცველი პოსტების გამოქვეყნება.

საუკეთესო პრაქტიკები კრეატორებისთვის, რომლებიც იყენებენ პოსტების ავტომატურ გამოქვეყნებას

თუ გეგმავთ თქვენი სამუშაო პროცესის ნაწილის ავტომატიზაციას, სცადეთ ეს მარტივი მეთოდები:

  • არ გააუქმოთ ადამიანის მიერ გადახედვის საფეხური ტონის, სიზუსტის და შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

  • დაუყოვნებლივ შეცვალეთ/ხელახლა დააგენერირეთ გასაღებები, თუ მათზე არასანქცირებული წვდომის ეჭვი გაგიჩნდებათ.

  • მოერიდეთ ზედმეტი პოსტების გამოქვეყნებას. ავტომატიზაცია განკუთვნილია გამოქვეყნების მუდმივობის გამოსასწორებლად და არა სპამისთვის.

  • თავდაპირველად, აკონტროლეთ აქტივობა დამოუკიდებლად, რათა მასშტაბის გაზრდამდე გაიგოთ, თუ რა ტიპის კონტენტია უფრო აქტუალური.

შეჯამება

Binance Square უნარი პრაქტიკული არჩევანია კრეატორებისთვის, რომლებსაც სურთ კონტენტის გამოქვეყნება Binance Square-ზე ავტომატიზებული სამუშაო პროცესის მეშვეობით. Square-ზე პოსტების განთავსების API გასაღების და მხარდაჭერილი ხელოვნური ინტელექტის აგენტის, როგორიცაა OpenClaw, წყალობით კრეატორებს შეუძლიათ საფეხურების შემცირება და პოსტების შეუფერხებლად გამოქვეყნება (ამავდროულად გამოქვეყნებული კონტენტის კონტროლი).

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.