Binance Ai Pro-ს გზამკვლევი: რა არის და როგორ გამოვიყენოთ ის

Binance Ai Pro-ს გზამკვლევი: რა არის და როგორ გამოვიყენოთ ის

განახლებული Apr 10, 2026
6m

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის. ამ სტატიაში აღნიშნული პროდუქტები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში.

მთავარი დეტალები

  • Binance-მა გაუშვა Binance Ai Pro-ს ბეტა ვერსია, რომელიც წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის უნივერსალურ აგენტს და შექმნილია ღია პროგრამულ კოდზე დაფუძნებული OpenClaw ეკოსისტემისთვის.

  • მის ძირითად ფუნქციებს შორისაა ხელოვნური ინტელექტით ვაჭრობის ანგარიშის ავტომატური შექმნა და API გასაღების დაკავშირება. ის ასევე გვეხმარება ბაზრის ანალიზში, ვაჭრობების აღსრულებასა და აქტივებზე მონიტორინგში. 

  • მისი გააქტიურება შეგიძლიათ როგორც Binance-ის აპლიკაციაში, ასევე Binance-ის მთავარ გვერდზე.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

რა არის Binance Ai Pro?

ოდესმე გამოგიყენებიათ Binance Ai? ეს არის ჩატბოტი, რომელიც Binance-ის პლატფორმაშია ინტეგრირებული და გამოიყენება, როგორც ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი კრიპტოსთან დაკავშირებული დავალებების შესრულებისას. თქვენ შეგიძლიათ სთხოვოთ მას ბაზრის ტრენდების ანალიზი, ტოკენის მონაცემების შემოწმება და ასევე ვაჭრობის აღსრულებაში დახმარება. Binance Ai Pro-ს გაშვების შემდეგ ეს ასისტენტი კიდევ უფრო ეფექტური გახდა. 

რის გაკეთება შეუძლია Binance Ai Pro-ს?

მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნებაა საჭირო ხელოვნური ინტელექტის მოდელების კონფიგურაციისთვის, როგორებიცაა ChatGPT, Claude, Qwen, MiniMax და Kimi და Binance-ის უნარებში მათი ინტეგრაციისთვის. თქვენ ასევე შეგიძლიათ შექმნათ Binance Ai Pro-ს ანგარიში (ან ვირტუალური ქვეანგარიში) და დააკავშიროთ მასთან ხელოვნური ინტელექტის API გასაღები. ამ გასაღებს არ ექნება თანხის გატანის ან გადარიცხვის უფლებები, რაც იმის საშუალებას მოგცემთ, რომ Binance-ის მთავარი ანგარიშის და Binance Ai Pro-ს ანგარიშის თანხები ერთმანეთისგან იზოლირებული გქონდეთ. ქვეანგარიშის მეშვეობით, Binance Ai Pro-ს შეუძლია სხვადასხვა ოპერაციების განხორიცელება, როგორიცაა სპოტ და უვადო კონტრაქტების შეკვეთების განთავსება, სესხის აღება ლევერიჯით, ფასების ანალიზი და ასევე სპეციალური სავაჭრო სტრატეგიების აღსრულება. ფაქტიურად, Binance Ai Pro წარმოადგენს თქვენს ნახევრად ავტომატიზებულ თანაშემწეს.

როგორ გამოვიყენოთ Binance Ai Pro

Binance-ის აპლიკაციაში Binance Ai ფუნქციის მოსაძებნად, გახსენით თქვენი პროფილი და სერვისების განყოფილებიდან აირჩიეთ ჩანართი „დახმარება და მხარდაჭერა“. Binance Ai-ზე წვდომა შეტყობინებების ჩანართიდანაც შეგიძლიათ.

ამ ფუნქციის Binance Ai Pro-მდე გაუმჯობესებისთვის, უბრალოდ დააჭირეთ ზედა მარჯვენა კუთხეში მოცემულ ღილაკს „აქტივაცია“.

ხელოვნური ინტელექტის მომზადებას რამდენიმე წამი დასჭირდება, თუმცა Binance AI Pro-ს ანგარიშის გამოყენების დაწყებამდე საჭიროა მისი რამდენიმე პარამეტრის კონფიგურაცია, მაგალითად, უნდა აირჩიოთ, თუ რომელი მოქმედებების შესრულების უფლებას მისცემთ ხელოვნურ ინტელექტს. თუ ანგარიშის პარამეტრების დაყენების შემდეგ გადაწყვეტთ თქვენი ანგარიშისთვის მიცემული რომელიმე ნებართვის შეცვლას, შეგიძლიათ გადახვიდეთ პარამეტრების განყოფილებაში და აირჩიოთ ჩანართი „ანგარიშის ნებართვები“. 

თუ Binance-ის ვებ-ვერსიას იყენებთ, მთავარ გვერდზე, ნავიგაციის ზოლში მოძებნეთ პუნქტი „Binance Ai“. ამ ფუნქციის Binance Ai Pro-მდე გაუმჯობესებისთვის, დააჭირეთ ზედა მარჯვენა კუთხეში მოცემულ ღილაკს „აქტივაცია“.

Binance Ai Pro-ს რომელიმე პლატფორმაზე გააქტიურების შემდეგ მასზე წვდომას ნებისმიერი სხვა პლატფორმიდან შეძლებთ (iOS, Android და ვებ-ვერსია).

გადახდა

ბეტა ფაზის დროს თქვენ შეძლებთ ფასდაკლებული ტარიფით სარგებლობას, რაც არის 9,99 აშშ დოლარი თვეში, მოგვიანებით კი სტანდარტული თვიური ტარიფი იქნება 29,99 აშშ დოლარი/თვეში. საფასურის გადახდა შეგიძლიათ Binance Pay-ს მეშვეობით. თვის ბოლოს ეს ტარიფი ავტომატურად გაგრძელდება, მის გათიშვას კი ნებისმიერ დროს შეძლებთ.

თუ ამ ფუნქციას პირველად ააქტიურებთ, თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ 7-დღიანი უფასო საცდელი პერიოდით. თუ ამ საცდელი პერიოდის განმავლობაში გათიშავთ ამ სერვისს, გადასახადი არ დაგეკისრებათ.

Binance Ai Pro-ს (ბეტა ვერსიის) გააქტიურების შემდეგ თქვენ მიიღებთ 5 მილიონ კრედიტს, რაც მოგცემთ კომპლექსური დავალებების შესასრულებლად საჭირო მაღალი დონის ხელოვნური ინტელექტის მოდელებზე წვდომის შესაძლებლობას. ამ კრედიტების რაოდენობა განახლდება თვეში ერთხელ, მომდევნო სააბონენტო პერიოდის დაწყებისას (დარჩენილი კრედიტები არ გადავა მომდევნო თვეში). კრედიტების ამოწურვის შემდეგ სისტემა ავტომატურად გადაგრთავთ ხელოვნური ინტელექტის საბაზისო მოდელებზე, რათა შეძლოთ ოპერაციების გაგრძელება შეზღუდვების გარეშე. კრედიტების გახარჯვის ტემპი დამოკიდებულია თქვენ მიერ არჩეულ ხელოვნური ინტელექტის მოდელებზე. გაითვალისწინეთ, რომ თუ გამოწერის გაუქმებას გადაწყვეტთ ან გამოწერის პერიოდი ამოიწურება, თქვენ მიერ გამოყენებული ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სავაჭრო სტრატეგიები მუშაობას შეწყვეტს, ხოლო ხელოვნური ინტელექტის ანგარიშით გახსნილი პოზიციები დაიხურება. 

უსაფრთხოება და რისკები

Binance Ai Pro უსაფრთხოების პრინციპების გათვალისწინებით შეიქმნა. ხელოვნური ინტელექტის API გასაღებს მხოლოდ შეზღუდული უფლებები აქვს, რის გამოც ის მკაფიოდ განსაზღვრული შეზღუდვებით მუშაობს, რისი მიზანიც მისთვის კონტროლის ზედმეტი უფლებების მიცემის თავიდან აცილება და რისკების შემცირებაა.

Binance-ის ძირითადი ანგარიში და Binance AI Pro-ს ანგარიში ერთმანეთისგან იზოლირებულია და შეგიძლიათ ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მართოთ, რაც თქვენი თანხების დაცვის დამატებით ზომას წარმოადგენს.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ხელოვნური ინტელექტით განხორციელებული ვაჭრობა ავტომატიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ Binance არ აკონტროლებს ხელოვნური ინტელექტის კონკრეტულ ქმედებებს და არ აწვდის მას სავაჭრო სტრატეგიებს ან რჩევებს, ამიტომ ნებისმიერი შედეგი, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი, ხელოვნური ინტელექტის მუშაობაზეა დაფუძნებული.

ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ფორმით ვაჭრობისას და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას, ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ მასთან დაკავშირებული რისკები. გირჩევთ მოიპოვოთ საჭირო ინფორმაცია ამ ინსტრუმენტების შესახებ, თვალი ადევნოთ მათ მუშაობას და გამოიყენოთ ისინი პასუხისმგებლიანად.

შეჯამება

Binance Ai Pro წარმოადგენს თქვენთვის კარგად ნაცნობი Binance Ai-ს გაუმჯობესებულ ვერსიას, რომელიც გვთავაზობს უფრო მძლავრ, ნახევრად ავტომატიზებულ სავაჭრო ასისტენტს. მაღალი დონის ხელოვნური ინტელექტის მოდელებზე წვდომის, Binance-ის ინსტრუმენტებში მარტივი ინტეგრაციის და სპეციალური ხელოვნური ინტელექტის ქვეანგარიშების მეშვეობით, თქვენ შეძლებთ განახორციელოთ ბაზრების ანალიზი, ვაჭრობების აღსრულება და აქტივებზე მონიტორინგი. გარდა ამისა, ის გთავაზობთ API-ს ნებართვების შეზღუდვას და ანგარიშების იზოლირებას, რაც უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ Binance Ai Pro-სთან დაკავშირებით ხშირად დასმული კითხვები.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: Binance Ai-ს გამოყენების რისკებზე მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი. ის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და „ხელმისაწვდომი ფორმით“, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი მისთვის მიცემულ ბრძანებებზე. ხელოვნური ინტელექტის მიერ გამოყენებული მონაცემები შეიძლება აღებული იყოს მესამე მხარის სხვადასხვა გადაუმოწმებელი წყაროებიდან. Binance-ის კონტენტი წარმოდგენილია „არსებული სახით“, რაიმე გარანტიის გარეშე. Binance არ ადასტურებს და არ იძლევა რაიმე გარანტიას ხელოვნური ინტელექტით მიღებულ მონაცემებზე. ხელოვნური ინტელექტით მიღებული მონაცემები შეიძლება შეიცავდეს ან ასახავდეს Binance-ისთვის უცნობი მესამე მხარის კონტენტს, პოზიციას, მოსაზრებას ან ვარაუდს, ასევე შეიცავდეს შეცდომებს, სუბიექტურ აზრს, სინთეზურ მონაცემებს ან მოძველებულ ინფორმაციას. თქვენი გადაწყვეტილებები არ უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის მუშაობის შედეგებს. ხელოვნური ინტელექტით მიღებული მონაცემები არ წარმოადგენს Binance-ის ან სხვა შუამავლების სერვისების მეშვეობით მოწოდებულ რეკომენდაციებს. Binance Ai-მ შეიძლება გამოიყენოს ან ხელმისაწვდომი გახადოს მესამე მხარის ხელოვნური ინსტრუმენტები რაიმე გარანტიის გარეშე. როდესაც ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების კონფიგურაციას თქვენ ან მესამე მხარე ახორციელებთ, თქვენ ათავისუფლებთ Binance-ს რაიმე სახის პასუხისმგებლობისაგან. Binance არ იძლევა გარანტიას რაიმე სახის ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებზე. Binance Ai-მ შეიძლება პასუხი გასცეს თქვენს კითხვებს, თუმცა არ იძლევა გარანტიას, რომ თქვენს მოთხოვნაზე დამაკმაყოფილებელ პასუხს მიიღებთ ან რომ საერთოდ მიიღებთ პასუხს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება არასტაბილური იყოს. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებაზე და Binance-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა თქვენ მიერ მიღებულ რაიმე ზარალზე. Binance Ai-ს გამოყენება შეიძლება ექვემდებარებოდეს Binance-ის პროდუქტების გამოყენების დამატებით პირობებს. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ გამოყენების პირობები, რისკის შესახებ გაფრთხილება და ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკა და პირობები.