Binance-ის ხელოვნური აგენტის უნარები: Web3-ის მონაცემთა ანალიზი

Binance-ის ხელოვნური აგენტის უნარები: Web3-ის მონაცემთა ანალიზი

განახლებული Mar 6, 2026
6m

მთავარი დეტალები

  • Binance-ის ხელოვნური აგენტის უნარები მოიცავს Web3-ის მონაცემებზე ფოკუსირებული უნარების ნაკრებს. ისინი წარმოადგენს სპეციალიზებულ add-on-ებს, რომლებიც ხელოვნურ აგენტებს საშუალებას აძლევს პირდაპირ Binance-იდან მოითხოვონ ექსკლუზიური on-chain მონაცემები.

  • Binance-ის უნარების მეშვეობით თქვენი ხელოვნური აგენტი გარდაიქმნება პერსონალურ კრიპტო ანალიტიკოსად, რომელსაც შეუძლია ჭკვიანი ფულის ტრეკინგი, ტოკენის უსაფრთხოების აუდიტი, ბაზრის ტენდენციების განსაზღვრა და ა.შ.

  • თქვენ ასევე შეგიძლიათ გააერთიანოთ რამდენიმე უნარი და შექმნათ კომპლექსური ავტომატიზებული სამუშაო პროცესი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება მაღალი რისკის ტოკენების გაფილტვრა და პრიორიტეტული აქტივების სიის მომზადება.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

ბლოკჩეინზე უამრავი პროცესი მიმდინარეობს, ამიტომ ახალი ტოკენების გაშვებაზე, ჭკვიანი ფულის მოძრაობებზე და ბაზრის განწყობაზე თვალყურის დევნება სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. ბლოკ-ექსპლორერების და დიაგრამების თავად კონტროლის ნაცვლად, თქვენ შეგიძლიათ გაწვრთნათ ხელოვნური ინტელექტის ავტონომიური აგენტები (როგორიცაა OpenClaw), რომლებიც შრომატევად სამუშაოს თქვენს ნაცვლად შეასრულებენ.

Binance-ის Web3-ის მონაცემთა ანალიზის უნარები წარმოადგენს ინსტრუმენტების ნაკრებს, რომელიც თქვენს ხელოვნური ინტელექტის ასისტენტს აძლევს პირდაპირ წვდომას Binance-ის ექსკლუზიურ on-chain მონაცემებზე. ამ სახელმძღვანელოში ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ უნდა დააინსტალოთ და გამოიყენოთ ეს უნარები, რაც დაგეხმარებათ ბაზრის კვლევის პროცესის გაუმჯობესებაში.

1. როგორ დავაინსტალოთ Binance-ის Web3-ის მონაცემთა ანალიზის უნარები

თუ იყენებთ ტერმინალზე დაფუძნებულ ხელოვნური ინტელექტის აგენტს (როგორიცაა OpenClaw), თქვენი ბოტისთვის ბრძანებების მისაცემად შეგიძლიათ ბუნებრივი ენა გამოიყენოთ.

მიეცით თქვენს ხელოვნური ინტელექტის აგენტს შემდეგი დავალება:

Install Binance Skills for me. Run the command: npx skills add binance/binance-skills-hub

თქვენმა აგენტმა ავტომატურად უნდა გახსნას პაკეტების მენეჯერი, ჩამოტვირთოს ოფიციალური უნარების ჰაბი და გაუშვას ინსტრუმენტები.

Binance-ის ხელოვნური აგენტის უნარების ინსტალაციის უფრო დეტალური ინსტრუქცია მოცემულია სტატიაში Binance-ის ხელოვნური აგენტის უნარები: როგორ დავაინსტალოთ და გამოვიყენოთ ისინი.

უსაფრთხოების შესახებ გაფრთხილება: იმის მიხედვით, თუ როგორ დააკონფიგურირებთ თქვენს ხელოვნური ინტელექტის აგენტს, უნარების მეშვეობით აგენტებმა შეიძლება შეიძინონ ქსელთან/ინსტრუმენტებთან ავტომატური ურთიერთქმედების შესაძლებლობა. გირჩევთ დააინსტალოთ მხოლოდ სანდო წყაროდან ჩამოტვირთული უნარები, შეუზღუდოთ აგენტს ინტერნეტზე წვდომა და არასოდეს დააკოპიროთ API გასაღებები ან seed ფრაზები პირდაპირ ჩატებში ან ბრძანებების ველში. როდესაც შესაძლებელია, გამოიყენეთ სიმულაციური სისტემები (Docker/ვირტუალური კომპიუტერი) და აგენტებს მიანიჭეთ მინიმალური უფლებები.

2. ძირითადი უნარების მიმოხილვა და გამოყენების მაგალითები

ქვემოთ მოცემულია Web3-ის მონაცემთა ანალიზის ექვსი ძირითადი უნარი და ბრძანებების ვარიანტები.

1. crypto-market-rank (ბაზრის ტენდენციების განსაზღვრა)

ეს უნარი გვთავაზობს ბაზრის ტენდენციების განსაზღვრის რანჟირებულ მონაცემებს და წარმოადგენს შესაძლებლობების სკანერს. მისი მეშვეობით შესაძლებელია ტრენდული ტოკენების, პოპულარული საძიებო ფრაზების, სოციალური აჟიოტაჟის, სმარტ ფულის მოძრაობის და Meme მონეტების რეიტინგების შესახებ მონაცემების მიღება.
შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ბრძანებები:

  • „მაჩვენე BSC-ის ბოლო 24 საათის ტოპ-20 ტრენდული ტოკენები, დალაგებული ვაჭრობის მოცულობების მიხედვით“.

  • „მაჩვენე ტოკენების ძიების ტოპ-10 მოთხოვნა Solana-ზე და მათი კონტრაქტის მისამართები“.

  • „მაჩვენე პოპულარული ტოკენები, რომელთა ლიკვიდურობა აჭარბებს 1 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო მფლობელების რაოდენობა - 3000-ს“.

2. meme-rush (ნარატიული ტრეკინგი)

meme-rush უნარის დანიშნულებაა meme მონეტების შესაძლებლობების ტრეკინგი და სწრაფი ციკლის ტოკენების მოძიება. ის მოიცავს ორ მოდელს (Meme Rush და Topic Rush), რომელთა მეშვეობითაც ხდება ტოკენებზე მონიტორინგი მათი სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე (ახალი / დასრულებული / მიგრირებული) და თემის დინამიკის შეფასება (უახლესი / ზრდადი / ვირუსული).
შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ბრძანებები:

  • „მაჩვენე BSC-ის Topic Rush-ის „აღმავალი“ ტოპ-10 შესაბამის ტოკენებთან ერთად“.

  • „მოძებნე ახლად გაშვებული BSC-ის meme ტოკენები, რომლებზეც ფიქსირდება აღმავალი იმპულსი“.

  • „მაჩვენე Solana-ს Topic Rush-ის „ვირუსული“ ტოპ-10, დალაგებული სუფთა მოგების მიხედვით“.

3. query-address-info (საფულის პროფაილინგი)

ეს უნარი შეგიძლიათ გამოიყენოთ კონკრეტული საფულის მისამართების მქონე პორტფოლიოს ანალიზისთვის. ის გვთავაზობს ჰოლდინგების ჩამონათვალს, პოზიციების ზომებს, ფასების 24-საათიან ცვლილებებს და კონცენტრაციის რისკს. ის ძალიან ეფექტურია „ჭკვიანი ფულის“ საფულეების ტრეკინგისთვის.
შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ბრძანებები:

  • „გააანალიზე BSC-ის საფულეების ჰოლდინგები და კონცენტრაციის რისკი: 0x..."

  • „მაჩვენე ტოპ-10 პოზიცია ამ საფულეში, დალაგებული ფასების მიხედვით USD-ში, ასევე მათი ფასების ცვლილებები ბოლო 24 საათში“.

  • „გამოთვალე ამ მისამართის წილების ტოპ-1, ტოპ-3 და ტოპ-10 მფლობელები და შეაფასე მისი რისკის დონე“.

4. query-token-audit (უსაფრთხოების და რისკის შემოწმება)

Query-token-audit გამოიყენება ტოკენის კონტრაქტების ავტომატიზებული უსაფრთხოების შემოწმებების გაშვებისთვის ამ ტოკენით ვაჭრობის დაწყებამდე. ის ეძებს honeypot-ის მსგავს თაღლითობის ნიშნებს, ნებართვებთან დაკავშირებულ საფრთხეებს და რისკის ინდიკატორებს, ზოგადი უსაფრთხოების დონის შეფასების მიზნით.
შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ბრძანებები:

  • გაუშვი უსაფრთხოების აუდიტის შემოწმება ამ ტოკენის კონტრაქტისთვის: 0x...“

  • „არის თუ არა ეს ტოკენი სარისკო? წარმომიდგინე მკაფიო დასკვნა და ჩამომითვალე ტექნიკური მიზეზები“.

  • „ჩაატარე ამ 5 კონტრაქტის აუდიტი და დაალაგე ისინი რისკის მიხედვით: თვალყურის დევნება / გაფრთხილება / თავის არიდება“.

5. query-token-info (ტოკენის ინტელექტი)

გვთავაზობს ტოკენის ინტელექტის ყოვლისმომცველ შეფასებას ერთი საფეხურის მეშვეობით. ის წარმოგვიდგენს ტოკენის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სიმბოლო/დასახელება/ბლოკჩეინი), საბაზრო მონაცემებს (ფასი, მოცულობა, ლიკვიდურობა, საბაზრო კაპიტალიზაცია) და მფლობელების შესახებ ინფორმაციას.
შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ბრძანებები:

  • „მოახდინე ამ კონტრაქტის იდენტიფიკაცია: რა ტოკენია ეს და რომელ ბლოკჩეინზეა გაშვებული? 0x...“

  • „მოიძიე ტოკენის სრული სტატისტიკური მონაცემები: ფასი, 24 საათის ცვლილება, მოცულობა, ლიკვიდურობა და მფლობელების რაოდენობა“.

  • „ჩამომითვალე ამ ტოკენთან დაკავშირებული რისკის ძირითადი ინდიკატორები, რომლებიც დაფუძნებულია ლიკვიდურობაზე, საფულეების კონცენტრაციაზე და მერყეობაზე“.

6. trading-signal (ჭკვიანი ფულის ტრეკინგი)

პოულობს ჭკვიანი ფულის სიგნალებს, განსაზღვრავს მიმართულებას (ყიდვა/გაყიდვა) აქტივაციის ფასის მიმდინარე ფასთან შედარების მეშვეობით, მაქსიმალურ მოგებას და სიგნალის აქტიურ სტატუსს. გამოიყენეთ ის მაღალი ხარისხის საკონტროლო აქტივების სიების მომზადების მიზნით.
შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ბრძანებები:

  • „მოიძიე BSC-ის ჭკვიანი ფულის უახლესი სიგნალები და დაალაგე ისინი ხარისხის მიხედვით“.

  • „მაჩვენე მხოლოდ აქტიური ყიდვის სიგნალები, მათ შორის აქტივაციის ფასი და მიმდინარე ფასი“.

  • „მაჩვენე დღეისათვის ტოპ-5 ყველაზე ძლიერი ჭკვიანი ფულის სიგნალი და განმარტე ამ არჩევანის გაკეთების მიზეზი“.

3. მაღალი დონის სტრატეგიები: კომბინირებული სამუშაო პროცესები

ხელოვნური ინტელექტის აგენტების ნამდვილი ძალა მდგომარეობს მათ შესაძლებლობაში გააერთიანონ ეს უნარები და წამებში განახორციელონ ღრმა, მრავალეტაპიანი ანალიზი.

რჩევები პროფესიონალებისთვის: შესთავაზეთ თქვენს აგენტს „კომბინირებული სამუშაო პროცესები“ თქვენი კვლევის ავტომატიზაციის მიზნით.

სამუშაო პროცესი A: პოპულარული სავაჭრო ტოკენების სიის მომზადება

  • მიზანი: პოპულარული ტოკენების მოძებნა, სარისკო ტოკენების გაფილტვრა და უსაფრთხო სავაჭრო ტოკენების სიის მომზადება.

  • გამოყენებული უნარები: 

    • crypto-market-rank

    • query-token-info

    • query-token-audit

  • ბრძანების მაგალითი: „მოძებნე BSC-ის ახალი პოპულარული ტოკენები, რომლებიც გაშვებულია ბოლო 30 დღეში, აირჩიე ტოპ-10 ტოკენი სავაჭრო კრიტერიუმების მიხედვით, შემდეგ შეამოწმე ტოპ-5 ტოკენი უსაფრთხოების აუდიტების მეშვეობით, მათთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიკაციისთვის“.

სამუშაო პროცესი B: სიგნალების მოძიება პრიორიტეტული აქტივების სიის მომზადებისთვის

  • მიზანი: ჭკვიანი ფულის სიგნალების მოძებნა, ტოკენის სიჯანსაღის შემოწმება და საფულეების ქცევის ერთმანეთთან შედარება.

  • გამოყენებული უნარები: 

    • trading-signal

    • query-address-info

    • query-token-info

  • ბრძანების მაგალითი: „მოიძიე BSC-ზე ჭკვიანი ფულის ყიდვის უახლესი სიგნალები. გაფილტრე დაბალი ლიკვიდურობის ტოკენები, გააერთიანე ეს ინფორმაცია საფულის კონცენტრაციის კონტექსტთან და წარმოადგინე ტოპ-3 პრიორიტეტული ტოკენი“.

შეჯამება

ბლოკ-ექსპლორერებში ხანგრძლივი ნავიგაცია და საფულის მონაცემების ხელით შეგროვება შრომატევადი საქმეა. Binance-ის მიერ შემოთავაზებული ამ უნარების თქვენს ხელოვნური ინტელექტის აგენტთან დაკავშირებით, თქვენ იღებთ კვლევების თანაშემწეს, რომელიც არასოდეს იღლება და შეუძლია ეს სამუშაო წამებში შეასრულოს. აირჩიეთ პარამეტრები, გამოსცადეთ ზემოთ მოცემული ბრძანებები და დაინახავთ, რომ უამრავი დროის დაზოგვას შეძლებთ.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.