მთავარი დეტალები
Binance-ის ხელოვნური ინტელექტის აგენტის უნარების ჰაბს დაემატა 13 ახალი უნარი, რომლებიც გვთავაზობთ ვაჭრობის მაღალი დონის ფუნქციებზე წვდომას, პორტფოლიოს მართვას, ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას და კრიპტოთი უზრუნველყოფილი სესხების გაცემას. მათი საშუალებით შესაძლეველია ხელოვნური ინტელექტის აგენტების აღჭურვა მაღალი დონის საბაზრო სტრატეგიების გამოყენების და ფინანსების მართვის ფუნქციებით.
ეს უნარები მოიცავს სხვადასხვა სფეროს, დაწყებული P2P ტრანზაქციებით და დამთავრებული სარგებლის ოპტიმიზაციით და on-chain გადახდებით და განკუთვნილია როგორც ინდივიდუალური ტრეიდერებისთვის, ასევე ინსტიტუციური დონის მომხმარებლებისთვის, რომელთაც ესაჭიროებათ კრიპტოთი ვაჭრობის ეფექტურ ინსტრუმენტები.
ზოგიერთ უნარს ესაჭიროება Binance-ის API გასაღებები კონკრეტული ნებართვებით, როგორიცაა სპოტ და მარჟით ვაჭრობაზე ან თანხის გატანაზე წვდომა. თქვენი თანხების დაცვის მიზნით, API გასაღებთან მუშაობისას ყოველთვის გამოიყენეთ უსაფრთხოების წესები, როგორიცაა IP-ების თეთრი სიის მომზადება და მხოლოდ საჭირო ნებართვების გაცემა.
Binance-ის ხელოვნური ინტელექტის აგენტის უნარების ჰაბმა წარმოგვიდგინა ხელონური ინტელექტის აგენტის 13 ახალი უნარი, რაც გვთავაზობს უამრავ ახალ შესაძლებლობას, დაწყებული დერივატივებით ვაჭრობის მაღალი დონის სტრატეგიებით და დამთავრებული ფიატ-ვალუტის შეტანის/გამოტანის და ინსტიტუციური სესხების გაცემის პროცესების ეფექტურად მართვით.
ეს ახალი უნარები ხელოვნური ინტელექტის აგენტებს აძლევს Binance-ის ეკოსისტემასთან მარტივად ურთიერთქმედების შესაძლებლობას, რაც მოიცავს ტოკენიზებუ ფასიან ქაღალდებზე წვდომას და კრიპტო ტრანზაქციების ავტომატიზაციას.
ამ უნარების გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებით შეგიძლიათ, როგორიცაა ვაჭრობის აღსრულების ოპტიმიზაცია, კაპიტალის ეფექტურობის გაზრდა ან ტრადიციულ ფინანსურ აქტივებზე მონიტორინგი დეცენტრალიზებული ფორმატით.
სანამ ამ ახალი უნარების გამოყენებას დაიწყებთ დარწმუნდით, რომ თქვენს ხელოვნური ინტელექტის აგენტს აქვს ყველა საჭირო ნებართვა, ხოლო API გასაღები სწორადაა კონფიგურირებული, რაც დაგეხმარებათ მათი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზაციაში. API-ს მართვის გვერდის გასახსნელად გადადით „ანგარიშის“ ჩანართში.
ამ გზამკვლევში მოცემული ზოგიერთი უნარის გამოყენებისთვის საჭიროა კონკრეტული ნებართვების გააქტიურება, ქვემოთ წარმოდგენილია თითოეული უნარისთვის საჭირო ნებართვები.
API-ს მართვის პროცესის უფრო დეტალურად შესასწავლად ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ხელოვნური ინტელექტის აგენტის უნარების ინსტალაციის და გამოყენების გზამკვლევს. პარამეტრების სწორად დაყენების შემთხვევაში ეს ინსტრუმენტები დაგეხმარებათ ვაჭრობის ოპერაციების გამარტივებაში, აქტივების მართვის გაუმჯობესებაში და ახალი სტრატეგიებზე წვდომაში, რაც დაგეხმარებათ განვითარებად კრიპტო სივრცეში ნავიგაციაში.
1. დერივატივებით ვაჭრობა (COIN-M ფიუჩერსები)
დერივატივებით (COIN-M ფიუჩერსებით) ვაჭრობის უნარი ხელოვნური ინტელექტის აგენტს აძლევს Binance-ის COIN-M უვადო და მიწოდების კონტრაქტებზე წვდომის შესაძლებლობას. ამ უნარის წყალობით ხელოვნურ ინტელექტს შეეძლება მოითხოვოს ბაზრის უახლესი მონაცემები, როგორიცაა შეკვეთების წიგნები, ფინანსირების განაკვეთები, მარკირების ფასები და ღია კონტრაქტები. ის ასევე იძლევა შეკვეთების სრული ციკლის მართვის შესაძლებლობას, რაც მოიცავს შეკვეთების განთავსებას და მოდიფიცირებას, ლევერიჯის კორექტირებას და პოზიციების მართვას COIN-M ფიუჩერსების ბაზრებზე.
საჭირო API ნებართვები:
წაკითხვის ნებართვა: ეს საჭიროა ბაზრის მონაცემების, მათ შორის ფასების, ღია კონტრაქტების და ფინანსირების განაკვეთების მოთხოვნისთვის.
სპოტ და მარჟით ვაჭრობის ნებართვა: საჭიროა ფიუჩერსების ბაზრებზე შეკვეთების განთავსებისა და პოზიციების მართვისთვის.
თანხის გატანის ნებართვა: თუ გჭირდებათ თანხების გატანა თქვენი ფიუჩერსების ანგარიშიდან.
ძირითადი ფუნქციები
ბაზრის უახლესი მონაცემები: სხვადასხვა სახის მონაცემების მოთხოვნა, როგორიცაა ფინანსირების განაკვეთები, შეკვეთების წიგნები და ღია კონტრაქტები.
შეკვეთების სრულად მართვა: შეკვეთების განთავსება, შეცვლა ან გაუქმება COIN-M ფიუჩერსების ბაზარზე.
ლევერიჯის პარამეტრების დატენება: თქვენი ღია პოზიციების ლევერიჯის დონეების კორექტირება.
რისკის კონტროლის ზომები: რისკის მართვა პოზიციის ლიმიტების და ლიკვიდაციის ზღვრების დაყენების მეშვეობით.
მაგალითები
„მაჩვენე BTC-ის ფიუჩერსების ღია კონტრაქტები“
„განათავსე BTC-ის ყიდვის შეკვეთა COIN-M ფიუჩერსების ბაზარზე.“
„BTCUSD პოზიციის ლევერიჯის დონე დააყენე 20x-ზე.“
საუკეთესო პრაქტიკა
ლიკვიდაციის რისკების თავიდან ასაცილებლად ყოველთვის აკონტროლეთ ლევერიჯის დონე.
შეკვეთების კორექტირებისას გამოიყენეთ ბაზრის პირობების უახლესი მონაცემები.
ბაზრის განწყობაზე თვალყურის დევნების მიზნით რეგულარულად შეამოწმეთ ფინანსირების განაკვეთები და ღია კონტრაქტები.
2. დერივატივებით ვაჭრობა (ოფციონები)
დერვიატივებით (ოფციონებით) ვაჭრობის უნარი თქვენს ხელოვნური ინტელექტის აგენტს აძლევს Binance-ის ევროპული სტილის ოფციონების (კონტრაქტების, რომელთა აღსრულება შესაძლებელია მხოლოდ ვადის ამოწურვის შემდეგ) ბაზართან ურთიერთქმედების შესაძლებლობას. ამ უნარის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ მაღალი დონის მონაცემებზე წვდომა, როგორიცაა ნაგულისხმევი მერყეობა, Max Pain, ღია კონტრაქტები ვადის ამოწურვის თარიღებით და ოფციონების სტრატეგიების აღსრულების შესაძლებლობა. ის ასევე მოიცავს შეკვეთების სრულად მართვის შესაძლებლობებს, რაც საშუალებას გაძლევთ განათავსოთ და შეცვალოთ შეკვეთები ან თვალი ადევნოთ ოფციონებით ვაჭრობის პროცესს.
საჭირო API ნებართვები:
წაკითხვის ნებართვა: საჭიროა ისეთ მონაცემებზე წვდომისთვის, როგორცაა ნაგულისხმევი მერყეობა ან ოფციონების ვადის ამოწურვის თარიღები.
სპოტ და მარჟით ვაჭრობის ნებართვა: ოფციონების შეკვეთების განთავსებისთვის.
თანხის გატანის ნებართვა: თუ გჭირდებათ ოპციონების ტრედებში ჩართული ნებისმიერი კრიპტოს გატანა.
ძირითადი ფუნქციები
ნაგულისხმევი მერყეობა, Max Pain: ოფციონებთან დაკავშირებული მონაცემების მოთხოვნა, რომლებიც გავლენას ახდენს ამ ბაზრის ქცევაზე.
ოფციონების ვადის ამოწურვის თარიღები: ოფციონების ვადის ამოწურვის თარიღების და სტრაიკ-ფასების შესახებ დეტალურ ინფორმაციაზე წვდომა.
ოფციონებით ვაჭრობის სრული ნებართვა: ოფციონების კონტრაქტების ყიდვის ან გაყიდვის შეკვეთების აღსრულება.
მაგალითები
„მაჩვენე BTC ოპციონების ნაგულისხმევი მერყეობა“
„განათავსე ETH-ის ქოლ-ოფციონი სტრაიკ-ფასით $2000.“
„მოიძიე BTC ოფციონების ღია კონტრაქტების მონაცემები ვადის ამოწურვის თარიღებთან ერთად.“
საუკეთესო პრაქტიკა
გამოიყენეთ ნაგულისხმევი მერყეობის მონაცემები ბაზრის განწყობის შესაფასებლად.
მართეთ რისკი ვადის ამოწურვის თარიღებზე თვალყურის დევნების და საჭიროებისამებრ სტრატეგიების კორექტირების მეშვეობით.
უზრუნველყავით კაპიტალის სწორი განაწილება ოფციონის პრემიუმების და მარჟის მოთხოვნების გათვალისწინებით.
3. დერივატივებით ვაჭრობა (Portfolio Margin)
დერივატივებით ვაჭრობის (Portfolio Margin) უნარი ხელოვნური ინტელექტის აგენტს აძლევს თქვენი სპოტ, ფიუჩერსების და ოფციონების ანგარიშების საერთო მარჟის მართვის შესაძლებლობას. ეს უნარი გთავაზობთ კაპიტალის ეფექტურობის გაუმჯობესებას კროს-მარჟის და პოზიციების გაერთიანების მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს ხელმისაწვდომი თანხების ლევერიჯიანი პოზიციებისთვის უფრო ეფექტურად გამოყენებას.
საჭირო API ნებართვები:
წაკითხვის ნებართვა: საჭიროა პორტფოლიოს მარჟის მონაცემების მისაღებად და მიმდინარე პოზიციების სანახავად.
სპოტ და მარჟით ვაჭრობის ნებართვა: საჭიროა მარჟის პლატფორმაზე ვაჭრობების განხორციელებისთვის.
მარჟის სესხის აღების, სესხის დაფარვის და გადარიცხვის ნებართვა: საჭიროა მარჟით უზრუნველყოფილი თანსის სესხებისთვის და ვალის დაფარვისთვის.
შიდა გადარიცხვების ნებართვა: თანხების გადასატანად სპოტ, ფიუჩერსებისა და ოფციონების ანგარიშებს შორის.
ძირითადი ფუნქციები
კროს-მარჟა: მარჟის გამოყენება რამდენიმე ანგარიშზე, რაც სახსრების უფრო ეფექტურად განკარგვის საშუალებას იძლევა.
პოზიციების გაერთიანება: რამდენიმე პოზიციის კომბინირება საჭირო მარჟის ოდენობის შესამცირებლად.
საერთო მარჟის მართვა: სპოტ, ფიუჩერსებისა და ოფციონების პოზიციების ერთი მარჟის ანგარიშით მართვისთვის.
მაგალითები
„მაჩვენე ჩემს ყველა ანგარიშზე გამოყენებული მარჟის საერთო ოდენობა.“
“გადაიტანე 50 USDT ჩემი სპოტ საფულიდან ჩემს ფიუჩერსების ანგარიშზე კროს-მარჟის პოზიციებისთვის.“
„მოითხოვე ჩემი პორტფოლიოს მიმდინარე მარჟის დონე.”
საუკეთესო პრაქტიკა
უზრუნველყავით სათანადო რისკის მართვა თქვენი ყველა ანგარიშისთვის.
ხშირად შეამოწმეთ პორტფელის მარჟის გამოყენება, რათა თავიდან აიცილოთ მარჟის ქოლები.
გამოიყენეთ პოზიციების გაერთიანების ფუნქცია, რაც მოგცემთ რამდენიმე ღია პოზიციის მარჟის მოთხოვნების ოპტიმიზაციის საშუალებას.
4. დერივატივებით ვაჭრობა (Portfolio Margin Pro)
დერივატივებით ვაჭრობის (Portfolio Margin Pro) უნარი წარმოადგენს პორტფოლიოს მართვის მაღალი დონის სტრუქტურას, რომელიც განკუთვნილია ინსტიტუციური დონის ტრეიდერებისთვის. ის გვთავაზობს უფრო მეტი ტიპის აქტივების გამოყენების შესაძლებლობას, მაღალი დონის ლევერიჯს და რისკის კონტროლის უფრო მძლავრ მექანიზმებს. ეს უნარი გვთავაზობს კომპლექსური სტრატეგიების უფრო მოქნილი და ეფექტური მეთოდებით აღსრულების შესაძლებლობას.
საჭირო API ნებართვები:
წაკითხვის ნებართვა: საჭიროა პორტფოლიოს მარჟის მაღალი დონის მონაცემების მოთხოვნისთვის.
სპოტ და მარჟით ვაჭრობის ნებართვა: საჭიროა Portfolio Margin Pro ანგარიშით გახსნილი პოზიციებით ვაჭრობისთვის.
მარჟის სესხის აღების, სესხის დაფარვის და გადარიცხვის ნებართვა: საჭიროა ლევერიჯიანი პოზიციების სამართავად.
შიდა გადარიცხვების ნებართვა: საჭიროა ინსტიტუციურ ანგარიშებს შორის აქტივების გადასატანად.
ძირითადი ფუნქციები
უფრო მაღალი ლევერიჯი: დიდი ზომის პოზიციებისთვის უფრო მაღალი დონის ლევერიჯის გამოყენების შესაძლებლობა.
მეტი ტიპის აქტივების გამოყენება: მარჟით ვაჭრობისთვის ხელმისაწვდომია აქტივების უფრო ფართო სპექტრი.
რისკის კონტროლის გაუმჯობესებული საშუალებები: რისკის ექსპოზიციის, ლიკვიდაციის ზღვრებისა და მარჟის დონეების დეტალური მართვა.
მაგალითები
„Portfolio Margin Pro-ში BTC-ისთვის ხელმისაწვდომი ლევერიჯის გამოთხოვა.”
“უფრო მაღალი ლევერიჯით ვაჭრობისთვის გირაოს გადატანა ჩემს Portfolio Margin Pro ანგარიშზე.”
“აჩვენე რისკის ექსპოზიცია ჩემს ინსტიტუციურ პორტფელში.”
საუკეთესო პრაქტიკა
მაღალი ლევერიჯის გამოყენებისას ყურადღებით აკონტროლეთ აქტივის მერყეობა.
გამოიყენეთ რისკის მართვის ინსტრუმენტები მარჟის გამოყენების კონტროლისთვის და ლიკვიდაციის თავიდან ასაცილებლად.
რეგულარულად შეამოწმეთ Portfolio Margin Pro-ში აქტივების სიის ცვლილებები.
5. Algo ვაჭრობა
Algo ვაჭრობა გვთავაზონს ინსტიტუციური დონის ალგორითმული სტრატეგიების გამოყენების შესაძლებლობას, როგორიცაა TWAP (დროით შეწონილი საშუალო ფასი) და POV (მოცულობის პროცენტი). ეს სტრატეგიები გვეხმარება ბაზარზე ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირებასა და ფასების ეფექტურად ოპტიმიზაციაში დიდი ზომის შეკვეთების აღსრულებისას. Algo ვაჭრობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით სტატიას Binance-ზე Algo ვაჭრობის შემთხვევების კვლევა.
საჭირო API ნებართვები:
წაკითხვის ნებართვა: ალგორითმული ვაჭრობის შესასრულებლად საბაზრო მონაცემების მისაღებად.
სპოტ და მარჟით ვაჭრობის ნებართვა: Binance-ის ბაზარზე ალგორითმული ვაჭრობის განთავსებისთვის.
სიმბოლოების თეთრი სიის გამოყენება: კონკრეტული სავაჭრო წყვილებით ვაჭრობაზე შეზღუდვების დასაწესებლად.
ძირითადი ფუნქციები
TWAP და POV: დიდი ზომის შეკვეთების აღსრულება და ამავდროულად ბაზარზე ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირება დროით შეწონილი და მოცულობით შეწონილი სტრატეგიების გამოყენებით.
ოპტიმიზებული ფასის აღსრულება: ფასის ცურვის შემცირება და შეკვეთების შევსების ფასების ოპტიმიზაცია რამდენიმე ვაჭრობაში.
შეკვეთებზე მონიტორინგი: ალგორითმული შეკვეთების სტატუსისა და პროგრესის კონტროლი.
მაგალითები
„აღასრულე TWAP სტრატეგია BTC-ისთვის დიდი შეკვეთის 12 საათში შესავსებად.“
„განათავსე ყიდვის შეკვეთა [BTC/USDT]-ისთვის POV სტრატეგიის გამოყენებით.“
„თვალი ადევნე ჩემი ალგორითმული ვაჭრობის აღსრულების სტატუსს.“
საუკეთესო პრაქტიკა
მუდმივად აკონტროლეთ ალგორითმული შეკვეთების სტატუსი, რათა აღსრულება სასუფველ ფასად მოხდეს.
გამოიყენეთ POV სტრატეგია, როდესაც ბაზრის მოცულობა მაღალია, რათა თავიდან აიცილოთ ფასის მნიშვნელოვანი ცვლილებები.
შეცვალეთ TWAP-ის აღსრულების დრო ბაზრის მერყეობის გათვალისწინებით.
6. P2P ვაჭრობა
P2P ვაჭრობა თქვენს ხელოვნური ინტელექტის აგენტს აძლევს იმოქმედოს Binance-ის P2P სავაჭრო ბირჟასთან ურთიერთქმედების და განცხადებების ფიატ-ვალუტის და გადახდის მეთოდების შესაბამისად გამოყვეყნების საშუალებას. მისი მეშვეობით შეგიძლიათ მოძებნოთ საუკეთესო ტარიფები peer-to-peer ტრანზაქციების მეშვეობით კრიპტოს ყიდვისას ან გაყიდვისას.
საჭირო API ნებართვები:
წაკითხვის ნებართვა: საჭიროა P2P ბირჟებზე ხელმისაწვდომი განცხადებებისა და ბაზრის მონაცემების მოთხოვნისთვის.
სპოტ და მარჟით ვაჭრობის ნებართვა: საჭიროა P2P-ის ბირჟებზე კრიპტოს შესაძენად ან გასაყიდად.
თანხის გატანის ნებართვა: თუ გსურთ P2P ტრანზაქციების მეშვეობით მიღებული თანხების გატანა.
ძირითადი ფუნქციები
Peer-to-Peer ბაზარზე წვდომა: მიიღეთ წვდომა P2P-ის უახლეს განცხადებებზე კრიპტოს შესაძენად ან გასაყიდად.
ფიატ-ვალუტისა და გადახდის მეთოდის ფილტრები: გაფილტრეთ P2P განცხადებები ფიატ-ვალუტისა და გადახდის მეთოდების მიხედვით.
კურსის ოპტიმიზაცია: იპოვეთ საუკეთესო ხელმისაწვდომი კურსები თქვენი ადგილობრივი ვალუტისა და სასურველი კრიპტოსთვის.
მაგალითები
„მაჩვენე საუკეთესო P2P განცხადებები BTC-ის შესაძენად EUR-ით.“
„განათავსე შეკვეთა ETH-ის გასაყიდად P2P ბაზარზე.“
„იპოვე საუკეთესო გადახდის მეთოდი BNB-ის შესაძენად P2P ბირჟაზე.”
საუკეთესო პრაქტიკა
რეგულარულად აკონტროლეთ P2P ბირჟის კურსები, რათა ისარგებლოთ საუკეთესო შეთავაზებებით.
გამოიყენეთ გადახდის მეთოდის ფილტრები, რათა იპოვოთ ყველაზე მოსახერხებელი და ხელსაყრელი შეთავაზებები.
ყოველთვის დარწმუნდით თქვენი P2P კონტრაგენტის სანდოობაში, რათა თავიდან აიცილოთ თაღლითობა.
7. კონვერტაცია
კონვერტაციის უნარი თქვენს ხელოვნური ინტელექტის აგენტს საშუალებას აძლევს მომენტალურად გადაცვალოს კრიპტო სხვა კრიპტოზე შეკვეთების წიგნის გამოყენების გარეშე. ეს უნარი განკუთვნილია როგორც სტანდარტული, ასევე ბლოკ-ვაჭრობისთვის და გვთავაზობს კონვერტაციისთვის საჭირო საბაზრო ფასებზე წვდომას რეალურ დროში. თუ გსურთ მეტი გაიგოთ Convert პლატფორმის შესახებ, გაეცანით Academy-ს სტატიას Binance Convert-ის გზამკვლევი.
საჭირო API ნებართვები:
წაკითხვის ნებართვა: საჭიროა კონვერტაციისთვის უახლესი საბაზრო ფასების მისაღებად.
სპოტ და მარჟით ვაჭრობის ნებართვა: საჭიროა კრიპტოდან კრიპტოზე კონვერტაციის განსახორციელებლად.
თანხის გატანის ნებართვა: თუ გსურთ კონვერტირებული აქტივების გატანა.
ძირითადი ფუნქციები
კრიპტოდან კრიპტოზე მომენტალური კონვერტაცია: განახორციელეთ კონვერტაცია შეკვეთების წიგნის გამოყენების გარეშე.
ფასებზე წვდომა რეალურ დროში: მიიღეთ საუკეთესო კურსები უახლესი საბაზრო პირობების მიხედვით.
ბლოკ-ვაჭრობები: კრიპტოდან კრიპტოზე კონვერტაციის დიდი მოცულობის ტრანზაქციების მხარდაჭერა.
მაგალითები
„მომენტალურად დააკონვერტირე BTC USDT-ზე.”
„განახორციელე ბლოკ-ვაჭრობა BNB-ის BTC-ში კონვერტაციისთვის.“
„მოითხოვე უახლესი გაცვლითი კურსი ETH-ის USDT-ში კონვერტაციისთვის“
საუკეთესო პრაქტიკა
დიდი ზომის ვაჭრობების განხორციელებამდე სათანადოდ გადაამოწმეთ კონვერტაციის კურსი.
დიდი ზომის თანხის კონვერტაციისას ფასის ცურვის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ ბლოკ-ვაჭრობები.
უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად აკონტროლეთ კონვერტაციის კურსების ისტორია.
8. ფიატი
ფიატის უნარი გთავაზობთ ფიატ-ვალუტით ვაჭრობის მართვის შესაძლებლობას, რაც ამარტივებს თქვენს Binance-ის ანგარიშზე ფიატ-ვალუტების დეპონირების და გატანის პროცესს. მას აქვს რამდენიმე გადახდის მეთოდის მხარდაჭერა და გთავაზობთ ფიატის ტრანზაქციების ისტორიაზე წვდომას, რისი წყალობითაც ის ტრადიციული ფინანსების და კრიპტოვალუტის სამყაროს დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს.
საჭირო API ნებართვები:
წაკითხვის ნებართვა: საჭიროა ფიატ-ტრანზაქციების ისტორიისა და ბალანსების მოსათხოვად.
სპოტ და მარჟით ვაჭრობის ნებართვა: თუ ფიატს კრიპტოში ან კრიპტოს ფიატში აკონვერტირებთ.
თანხის გატანის ნებართვა: საჭიროა ფიატის ან კრიპტოს გასატანად თქვენ მიერ არჩეულ გადახდის მეთოდზე ან საფულეზე.
ძირითადი ფუნქციები
ფიატის დეპოზიტის და გატანის მართვა: შეიტანეთ და გაიტანეთ ფიატ-ვალუტები, როგორიცაა USD, EUR და ა.შ.
რამდენიმე გადახდის მეთოდის მხარდაჭერა: გამოიყენეთ ფიატ-ვალუტით გადახდის სხვადასხვა მეთოდი, როგორიცაა საბანკო გადარიცხვები, საკრედიტო/სადებეტო ბარათები და სხვა.
ტრანზაქციების ისტორია: მიიღეთ წვდომა ფიატ-ვალუტასთან დაკავშირებული ტრანზაქციების სრულ ისტორიაზე.
მაგალითები
„ჩარიცხე 500 USD ჩემს Binance-ის ანგარიშზე.“
“გაიტანე 0,5 EUR ჩემს საბანკო ანგარიშზე.“
„რა არის ჩემს ანგარიშზე USD-ის შეტანის ლიმიტები?”
საუკეთესო პრაქტიკა
გატანის ლიმიტების თავიდან ასაცილებლად გაიარეთ ვინაობის ვერიფიკაციის პროცესი.
რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი ტრანზაქციების ისტორია რაიმე შეუსაბამობის აღმოსაჩენად.
დეპონირებისა და გატანისთვის გამოიყენეთ უსაფრთხო და სანდო გადახდის მეთოდები.
9. Onchain Pay
Onchain Pay უნარი გვთავაზობს კრიპტოს გადარიცხვას გარე on-chain საფულეებზე ან გაძლევთ საშუალებას შეიძინოთ კრიპტო ფიატ-ვალის გამოყენებით. ის აერთიანებს ცენტრალიზებული ბირჟის (CEX) ლიკვიდობას დეცენტრალიზებულ ეკოსისტემებთან, რაც ამარტივებს ბლოკჩეინის სამყაროსთან ურთიერთქმედებას.
საჭირო API ნებართვები:
წაკითხვის ნებართვა: საჭიროა გადახდის მონაცემებისა და ტრანზაქციის სტატუსის მოსათხოვად.
სპოტ და მარჟით ვაჭრობის ნებართვა: საჭიროა კრიპტოს ყიდვის შეკვეთების აღსრულებისთვის.
თანხის გატანის ნებართვა: საჭიროა კრიპტოს პირდაპირ გარე საფულეებზე გადასარიცხად.
ძირითადი ფუნქციები
კრიპტოს გადარიცხვა გარე საფულეებზე: გაგზავნეთ კრიპტო ნებისმიერ გარე on-chain საფულეზე.
ფიატის კრიპტოში კონვერტაცია: შეიძინეთ კრიპტო ფიატ-ვალუტით ერთიანი მარტივი პროცესის მეშვეობით.
ტრანზაქციის მონაცემების მიღება რეალურ დროში: მიიღეთ on-chain ტრანზაქციების უახლესი მონაცემები.
მაგალითები
„გააგზავნე 0,1 BTC ჩემს გარე საფულეზე.“
„Onchain Pay-ს გამოყენებით შეიძინე 2 ETH USD-ით.“
„შეამოწმე ჩემი on-chain ტრანზაქციის სტატუსი.“
საუკეთესო პრაქტიკა
შეცდომების თავიდან ასაცილებლად, კრიპტოს გაგზავნამდე გადაამოწმეთ გარე საფულის მისამართები.
თვალი ადევნეთ ტრანზაქციის სტატუსს მისი დროულად დადასტურების მიზნით.
რეგულარულად შეამოწმეთ ბლოკჩეინ-ტრანზაქციის საკომისიოები, განსაკუთრებით მაღალი დატვირთვის პერიოდებში.
10. ქვეანგარიში
ქვეანგარიშის უნარი გაძლევთ საშუალებას შექმნათ, მართოთ და თვალი ადევნოთ ქვეანგარიშებს, გადაიტანოთ აქტივები ანგარიშებს შორის და მართოთ API გასაღებები. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ინსტიტუტებისთვის და კომპლექსური სტრატეგიებით მოვაჭრე ტრეიდერებისთვის, რომელთაც ესაჭიროებათ თანხების განცალკევება ან ერთ მთავარ ანგარიშთან დაკავშირებული რამდენიმე სხვადასხვა ანგარიშით ვაჭრობა.
საჭირო API ნებართვები:
წაკითხვის ნებართვა: საჭიროა ქვეანგარიშების და ბალანსების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
სპოტ და მარჟით ვაჭრობის ნებართვა: საჭიროა ქვეანგარიშებით ვაჭრობისთვის.
შიდა გადარიცხვების ნებართვა: საჭიროა აქტივების გადასატანად თქვენს მთავარ ანგარიშსა და ქვეანგარიშებს შორის.
უნივერსალური გადარიცხვების ნებართვა: საჭიროა ქვეანგარიშებს შორის გადარიცხვების გასამარტივებლად.
თანხის გატანის ნებართვა: თუ გჭირებათ თანხების გატანა ქვეანგარიშებიდან.
ძირითადი ფუნქციები
ქვეანგარიშების შექმნა და მართვა: დაამატეთ ახალი ქვეანგარიშები, დააკონფიგურირეთ API გასაღებები და დააყენეთ ნებართვები.
აქტივების გადარიცხვები: მარტივად გადაიტანეთ აქტივები თქვენს მთავარ ანგარიშსა და ქვეანგარიშებს შორის.
API გასაღებების მართვა: მართეთ API გასაღებების ნებართვები ქვეანგარიშებისთვის.
მაგალითები
„გადაიტანე 100 USDT ჩემი მთავარი ანგარიშიდან ჩემს ქვეანგარიშზე.“
„ჩამოთვალე ყველა ქვეანგარიში და მათი მიმდინარე ბალანსები.“
„შექმენი ახალი ქვეანგარიში ETH-ით ვაჭრობისთვის და დაუკავშირე ის ჩემს API-ს.“
საუკეთესო პრაქტიკა
რეგულარულად აკონტროლეთ ყველა ქვეანგარიშის ბალანსი და აქტივობა.
მკაცრად აკონტროლეთ API გასაღებების ნებართვები, რათა თავიდან აიცილოთ არასანქცირებული წვდომა.
პერიოდულად ჩაატარეთ აქტივების გადარიცხვების აუდიტი შეუსაბამობების გამოსავლენად.
11. Simple Earn
Simple Earn გაძლევთ საშუალებას მიიღოთ წვდომა 300-ზე მეტი აქტივის მოქნილ და ფიქსირებულ სარგებლის გენერირების პროდუქტებზე, მართოთ გამოწერები და დახუროთ თქვენი პოზიციები პასიური შემოსავლის სტრატეგიების ოპტიმიზაციისთვის. ამ უნარის მეშვეობით შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი შემოსავალი და მართოთ ინვესტიციები სხვადასხვა სარგებლის გენერირების პროდუქტებით.
საჭირო API ნებართვები:
წაკითხვის ნებართვა: საჭიროა სხვადასხვა აქტივებით გახსნილი მომგებიანი პოზიციების და მათგან მიღებული სარგებლის მონიტორინგისთვის.
სპოტ და მარჟით ვაჭრობის ნებართვა: საჭიროა Simple Earn პროდუქტებში თქვენი პოზიციების სამართავად.
შიდა გადარიცხვის ნებართვა: საჭიროა აქტივების გადასატანად Simple Earn-ის სარგებლის გენერირების პროდუქტებში.
ძირითადი ფუნქციები
სარგებლის გენერირების მოქნილი და ფიქსირებული პროდუქტები: წვდომა სხვადასხვა ბლოკირების პერიოდების მქონე სხვადასხვა სარგებლის გენერირების პროდუქტებზე.
შემოსავლებზე თვალყურის დევნება რეალურ დროში: თვალი ადევნეთ თითოეული აქტივით მიღებულ შემოსავალს რეალურ დროში.
გატანის ვარიანტები: გაიტანეთ თქვენი სარგებლის გენერირების აქტივები ლიკვიდურობისთვის გამოსაყენებლად ან ხელახლა ინვესტირების მიზნით.
მაგალითები
„მაჩვენე BNB-ით მიღებული შემოსავალი Simple Earn-ში.“
„გადაიტანე 50 USDT ჩემს Simple Earn ანგარიშზე.“
„რა არის BTC-ის მიმდინარე სარგებელი Simple Earn-ში?“
საუკეთესო პრაქტიკა
რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი სარგებლის განაკვეთები, რათა მაქსიმალურად გაზარდოთ შემოსავალი.
ლიკვიდურობის საჭიროებისას გამოიყენეთ მოქნილი პროდუქტები, ხოლო უფრო მაღალი შემოსავლის მისაღებად - ფიქსირებული პროდუქტები.
დროულად გაიტანეთ თქვენი აქტივები შემოსავლის ოპტიმიზაციის მიზნით.
12. VIP სესხი
VIP სესხის უნარი იყენებს Binance-ის ინსტიტუციური დონის კრიპტოთი უზრუნველყოფილი სესხების ინფრასტრუქტურას. ის თქვენს ხელოვნური ინტელექტის აგენტს აძლევს საშუალებას მოიძიოს სესხის პირობები, მართოს უზრუნველყოფა და განახორციელოს სესხის აღებისა და დაფარვის პროცესები. ეს უნარი იდეალურია ინსტიტუციური ტრეიდერებისთვის, რომელთაც სურთ კრიპტოთი უზრუნველყოფილი სესხების სისტემების გამოყენება.
საჭირო API ნებართვები:
წაკითხვის ნებართვა: საჭიროა სესხის პირობების მოსაძიებლად და უზრუნველყოფის მონაცემების სამართავად.
მარჟის სესხის აღების, სესხის დაფარვის და გადარიცხვის ნებართვა: საჭიროა უზრუნველყოფის გამოყენებით სესხის ასაღებად და დასაფარად.
თანხის გატანის ნებართვა: საჭიროა ნასესხები აქტივების ან უზრუნველყოფის გასატანად.
ძირითადი ფუნქციები
კრიპტოთი უზრუნველყოფილი სესხები: ისესხეთ კრიპტო თქვენი აქტივების უზრუნველყოფის სახით გამოყენებით.
სესხის პირობების მართვა: მიიღეთ სესხის პირობების დეტალები, მათ შორის საპროცენტო განაკვეთები და დაფარვის პერიოდები.
სესხის აღება და დაფარვა: განახორციელეთ სესხის აღებისა და დაფარვის მოქმედებები.
მაგალითები
„მოიძიე სესხის პირობები BTC-სთვის.“
„ისესხე 50 BTC ჩემი უზრუნველყოფის აქტივების გამოყენებით.“
„დაფარე ჩემი სესხი - 50 000 USDT.“
საუკეთესო პრაქტიკა
ლიკვიდაციის თავიდან ასაცილებლად დარწმუნდით, რომ უზრუნველყოფის აქტივების ოდენობა საკმარისია.
რეგულარულად აკონტროლეთ სესხის პირობები, რათა ისარგებლოთ ხელსაყრელი საპროცენტო განაკვეთებით.
დროულად დაფარეთ სესხები, რათა თავიდან აიცილოთ დამატებითი საკომისიოები.
13. ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდები
ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდების უნარი თქვენს ხელოვნური ინტელექტის აგენტს საშუალებას აძლევს რეალურ დროში მიიღოს Binance-ზე ხელმისაწვდომი მონაცემები ტოკენიზებულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით. შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია, როგორიცაა საბაზრო კაპიტალიზაცია, ფასი, მფლობელების მონაცემები და კორპორაციული აქტივობები როგორიცაა დივიდენდები და აქციების განაწილება, რითაც ტრადიციულ ფინანსებს აკავშირებს დეცენტრალიზებულ ფინანსებთან.
საჭირო API ნებართვები:
წაკითხვის ნებართვა: ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდების ფასებისა და მონაცემების მისაღებად რეალურ დროში.
სპოტ და მარჟით ვაჭრობის ნებართვა: თუ ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდები ხელმისაწვდომია ვაჭრობისთვის.
თანხის გატანის ნებართვა: თუ ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდების გატანა გჭირდებათ.
ძირითადი ფუნქციები
ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდების რეალურ დროში მონაცემები: მოიძიეთ ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდების ფასები, საბაზრო კაპიტალიზაცია და სხვა ფინანსური მაჩვენებლები.
კორპორაციულ აქტივობებზე თვალყურის დევნება: აკონტროლეთ დივიდენდები, აქციების განაწილება და სხვა კორპორაციული აქტივობები.
ბაზრის ანალიზი: მიიღეთ დეტალური ანალიტიკური მონაცემები ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდების ფასების მოძრაობის შესახებ.
მაგალითები
„მაჩვენე METAX-ის მიმდინარე ფასი და საბაზრო კაპიტალიზაცია.“
„იყიდე Netflix-ის ტოკენიზებული აქცია FTX (NFLX).“
„მოითხოვე TSLAon-ის ფასის მოძრაობის ბოლო 6 თვის მონაცემები .“
საუკეთესო პრაქტიკა
გამოიყენეთ ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდების მონაცემები საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად.
თვალი ადევნეთ კორპორაციულ აქტივობებს, როგორიცაა დივიდენდები ან აქციების განაწილება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ჰოლდინგებზე.
გამოიყენეთ საბაზრო კაპიტალიზაციისა და ფასის მონაცემები ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდების ეფექტურობისა და სტაბილურობის შესაფასებლად.
შეჯამება
Binance-ის ხელოვნური ინტელექტის აგენტის 13 ახალი უნარი მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას გააუმჯობესონ ვაჭრობა, ფინანსების მართვა და აქტივების დამუშავების შესაძლებლობები. ამ ინსტრუმენტების გამოყენებით და API უსაფრთხოების წესების სათანადო დაცვით, ტრეიდერებსა და ორგანიზაციებს შეუძლიათ გააუმჯობესონ საკუთარი აქტივობების ეფექტურობა და მოქნილობა. ამ უნარების მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოსაყენებლად საჭიროა თქვენი ხელოვნური ინტელექტის აგენტის სწორად კონფიგურირება.
დამატებითი საკითხავი
Binance-ის ხელოვნური ინტელექტის აგენტის უნარები: როგორ დავაინსტალოთ და გამოვიყენოთ ისინი
Binance-ის ხელოვნური ინტელექტის აგენტის უნარები: ალფა, დერივატივები, მარჟა და აქტივები
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.