Binance-ის ხელოვნური აგენტის უნარები: როგორ დავაინსტალოთ და გამოვიყენოთ

Binance-ის ხელოვნური აგენტის უნარები: როგორ დავაინსტალოთ და გამოვიყენოთ

განახლებული Mar 6, 2026
8m

მთავარი დეტალები

  • Binance-ის უნარები ხელოვნური ინტელექტის აგენტებს აძლევს Binance-ის საჯარო საბაზრო მონაცემების მოპოვების და Web3/ტოკენის ანალიზის ფუნქციების გაშვების შესაძლებლობას მარტივი, ბუნებრივი ენის ვრძანებების გამოყენებით. მოთხოვნების უმეტესობისთვის არ არის საჭირო API გასაღების გამოყენება.

  • ანგარიშის ფუნქციების და სპოტ ვაჭრობის გააქტიურებისთვის თქვენ უნდა შეიყვანოთ Binance API-ს რეკვიზიტები. Mainnet-ზე ვაჭრობის დაწყებამდე სასურველია უნარები გამოსცადოთ Testnet-ზე.

  • Mainnet-ზე ვაჭრობა საჭიროებს უფრო მაღალი დონის უსაფრთხოებას: IP შეზღუდვებს, ნებართვების განსაზღვრისას ნაკლები პრივილეგიების მინიჭებას (გატანის უფლების გარეშე) და ქვეანგარიშების გამოყენებას, სადაც განთავსებულია მცირე ოდენობის თანხები.

  • ინტეგრირებული უსაფრთხოების ფუნქციები (ვაჭრობის დაწყებამდე გასაღების დაფარვა და „CONFIRM“-ის შეყვანის მოთხოვნა) დაგეხმარებათ რისკის შემცირებაში, თუმცა ამ შემთხვევაშიც საჭიროა ჰოსტ-კომპიუტერის დაცვა და API გასაღებების რეგულარული როტაცია.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

Binance-ის უნარები წარმოადგენს Web3/სავაჭრო უნარების ნაკრებებს, რომლებიც განკუთვნილია ხელოვნური ინტელექტის ავტონომიური აგენტებისთვის, როგორებიცაა OpenClaw, Claude Code, Codex და Gemini CLI. 

აღსრულების სისტემის სწორი კონფიგურაციის შემთხვევაში, ეს უნარები თქვენს ხელოვნური ინტელექტის აგენტს საშუალებას მისცემს:

  • რეალურ დროში მოითხოვოს Binance-ის საბაზრო მონაცემები

  • გაუშვას ბლოკჩეინის/ტოკენის ანალიზის პროცესები

  • შეასრულოს ტოკენის უსაფრთხოების შემოწმებები

  • აღასრულოს სპოტ ანგარიშის/ვაჭრობის აქტივობები (API გასაღებების გამოყენებით).

ეს სახელმძღვანელო ორი ფაზისგან შედგება:

  • ნაწილი 1: უნარების ინსტალაცია და საჯარო საბაზრო მონაცემებზე წვდომა (არ არის საჭირო API გასაღები).

  • ნაწილი 2: ანგარიშზე/სავაჭრო აქტივობებზე API-ს რეკვიზიტების დამატება (საჭიროა API გასაღები).

ნაწილი 1: უნარების ინსტალაცია და საჯარო მონაცემების გამოყენება (არ არის საჭირო API გასაღები)

1. როგორ დავაინსტალოთ Binance-ის უნარები

Binance-ის უნარების ინსტალაცია ძალიან მარტივია. თუ ხელოვნური ინტელექტის აგენტს იყენებთ ბრძანებების სტრიქონის ინტერფეისის ან ჩატის ტერმინალის მეშვეობით, ხელოვნური ინტელექტის აგენტს მიეცით შემდეგი ბრძანება:

Install Binance Skills for me. Please run the command: npx skills add binance/binance-skills-hub

აგენტი ჩამოტვირთავს უნარების ოციფიალურ ნაკრებს და დაამატებს მას საკუთარ ოპერატიულ მეხსიერებაში.

ასევე შეგიძლიათ გაუშვათ ის პირდაპირ საკუთარი ტერმინალიდან, როგორც ნაჩვენებია ქვემოთ.

npx skills add binance/binance-skills-hub

Binance-ის უნარების ჰაბის ინსტალაცია

მიჰყევით ინსტრუქციებს და აირჩიეთ ინსტალაციის სასურველი მეთოდი.

Binance-ის უნარების ჰაბის ინსტალაცია

შენიშვნა: უნარების ინსტალაციის შემდეგ რეკომენდებულია თქვენი ხელოვნური ინტელექტის გადატვირთვა. გადატვირთვის შემდეგ, ახლად დაინსტალებულ უნარებთან წვდომისთვის ხელოვნური ინტელექტის აგენტს შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს. 

არსებული უნარების შესამოწმებლად ასევე შეგიძლიათ ჰკითხოთ თქვენს აგენტს „რა უნარებს იყენებ?“.

OpenClaw ხელოვნური ინტელექტის აგენტის ხელმისაწვდომი უნარების შემოწმება

2. დაწყება: საჯარო ენდპოინტის მაგალითები

ინსტალაციის დასრულების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ ესაუბროთ თქვენს ხელოვნური ინტელექტის აგენტს ბუნებრივი ენის გამოყენებით და მოსთხოვოთ მას საბაზრო ინფორმაციის მოპოვება. ბაზრის მონაცემების მოთხოვნისთვის საკმარისია Binance-ის საჯარო ენდპოინტები (API გასაღებები საჭირო არ არის). 

ბრძანების მაგალითები:

  • Binance-ზე მოძებნე ტოპ-3 USDT სავაჭრო წყვილი ფასის ზრდის მიხედვით ბოლო 24 საათის მონაცემებით.

  • მაჩვენე ტოპ ტრენდული ტოკენები და ჭკვიანი ფულის შემოდინებები დღეის მონაცემებით.

  • გაუშვი ტოკენის უსაფრთხოები აუდიტი [ტოკენი/კონტრაქტი]-თვის BSC-ზე ან Solana-ზე.

  • მოიძიე BTC-ის რეალური დროის საბაზრო მონაცემები და მოამზადე K-line-ის დინამიკის შეჯამება.

Binance-ის უნარების ბრძანების მაგალითები

Binance-ის უნარების ბრძანების მაგალითები

Binance-ის უნარების ბრძანების მაგალითები

მნიშვნელოვანი შენიშვნა OpenClaw-ის მომხმარებლებისთვის

თუ იყენებთ OpenClaw-ს და აგენტი გეუბნებათ, რომ მას არ შეუძლია სპოტ/საჯარო მოთხოვნების აღსრულება მიუხედავად იმისა, რომ უნარები დაინსტალებულია, შეამოწმეთ ამ ინსტრუმენტის პროფილი:

openclaw config get tools.profile 

თუ მისი პასუხია „messaging“, ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ აღსრულების სისტემის ან ქსელის ინსტრუმენტების შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია ინსტრუქციებზე დაფუძნებული უნარების მუშაობისთვის. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შეგიძლიათ გადაერთოთ პროფილზე, რომელიც იძლევა აღსრულების სისტემის ინსტრუმენტების გამოყენების საშუალებას (ან გამოიყენეთ სპეციალური სავაჭრო აგენტი). 

რეკომენდაცია: შეზღუდეთ თქვენი ძირითადი, კომუნიკაციისთვის გამოყენებული აგენტის ფუნქციები და საბაზრო იპერაციებისთვის გამოიყენეთ ცალკე სავაჭრო/სატესტო აგენტი. თქვენი აგენტის ინსტრუმენტის პროფილის შესაცვლელად გამოიყენეთ შემდეგი ბრძანება:

openclaw config set tools.profile coding 
openclaw gateway restart 

ქვემოთ მოცემულია ბრძანებების სხვა მაგალითები:

  • ბაზრის რეიტინგი: „მოიძიე კრიპტო ბაზრის რეიტინგები დღეის მონაცემებით. მაჩვენე ტოპ ტრენდული ტოკენები და ჭკვიანი ფულის შემოდინებები.“

  • ტოკენის უსაფრთხოების აუდიტი: „შეგიძლია გაუშვა ტოკენის აუდიტი [ჩასვით ტოკენის სახელი/კონტრაქტის მისამართი]? შეამოწმე, ხომ არ არის დაფიქსირებული რაიმე ტიპის თაღლითობა ან მავნე კონტრაქტები BSC-ზე ან Solana-ზე.“

  • ტექნიკური ანალიზი: „მოიძიე ინფორმაცია BTC-ის შესახებ და მომაწოდე რეალური დროის საბაზრო მონაცემები. მოამზადე მონაცემები და მოამზადე K-line სანთლის დიაგრამის დინამიკის შეჯამება."

ნაწილი 2: API გასაღებების კონფიგურაცია და ვაჭრობის განხორციელება

საჯარო მონაცემების მოპოვება ძალიან სასარგებლო ფუნქციას წარმოადგენს, თუმცა ხელოვნური ინტელექტის აგენტის ნამდვილი შესაძლებლობების რეალიზაცია საჭიროებს ავთენტიფიკაციას. თუ გსურთ, რომ თქვენმა ხელოვნური ინტელექტის აგენტმა შეძლოს უფრო კონკრეტული მონაცემების მოძიება, საჭიროა API გასაღებების კონფიგურაცია. ამის წყალობით თქვენი ხელოვნური ინტელექტის აგენტი შეძლებს შემდეგი დავალებების შესრულებას:

  • თქვენი ანგარიშის ბალანსების შემოწმება

  • პირადი შეკვეთების ისტორიის გამოთხოვა

  • სპოტ შეკვეთების განთავსება/გაუქმება.

1. მიიღეთ Binance-ის API გასაღებები

Testnet (რეკომენდებულია დამწყებთათვის)

თუ ახლა სავლობთ ხელოვნურ ინტელექტთან საბაზრო API-ების მეშვეობით ურთიერთქმედებას, დაბეჯითებით გირჩევთ ვაჭრობა დაიწყოთ Binance Testnet-ით. ლევერიჯით ვაჭრობამ და ავტომატურად აღსრულებამ შეიძლება თქვენი ანგარიშის ბალანსი ძალიან მალე დაიყვანოს ნულამდე, თუ ხელოვნური ინტელექტი თქვენს ბრძანებებს არასწორად გაიგებს.

  1. ეწვიეთ Binance Spot Testnet-ს.

  2. გაიარეთ ავტორიზაცია თქვენი GitHub-ის ანგარიშის გამოყენებით.

  3. თქვენ ავტომატურად მიიღებთ სატესტო API გასაღებს და საიდუმლო გასაღებს.

  4. შენიშვნა: Testnet გთავაზობს სიმულაციურ ვაჭრობას ვირტუალური თანხების გამოყენებით. ამ პროცესში რეალური აქტივები არ მონაწილეობს, ამიტომ ის ტესტირებისთვის იდეალურ გარემოს წარმოადგენს.

Mainnet (რეალური ვაჭრობისთვის)

როდესაც დარწმუნდებით, რომ თქვენი აგენტი სათანადოდ მუშაობს, შეგიძლიათ გადახვიდეთ Mainnet-ზე.

  1. შედით თქვენს Binance ანგარიშში.

  2. გადადით განყოფილებაში პროფილი → API-ს მართვა.

  3. დააწკაპუნეთ ღილაკზე API-ს შექმნა და აირჩიეთ „სისტემის მიერ გენერირება“.

Binance-ის ხელოვნური აგენტის უნარების სავაჭრო API-ები

Binance-ის ხელოვნური აგენტის უნარების სავაჭრო API-ები

  1. მნიშვნელოვანი საფეხური: თქვენი API გასაღებისთვის „სპოტ და მარჟით ვაჭრობის“ ფუნქციის გასააქტიურებლად, პირველ რიგში საჭიროა IP შეზღუდვების კონფიგურაცია. Binance-ის მოთხოვნით, ამ სავაჭრო ფუნქციის ღილაკის გააქტიურებისთვის საჭიროა თეთრ სიაში დამატებული გქონდეთ მინიმუმ ერთი სანდო IP მისამართი.

Binance-ის ხელოვნური აგენტის უნარების სავაჭრო API-ები

  1. უსაფრთხოების ვერიფიკაციის დასრულების შემდეგ, დააკოპირეთ თქვენი API გასაღები და უსაფრთხოების გასაღები.

საუკეთესო პრაქტიკა: API ბიტებისთვის არასდროს გამოიყენოთ თქვენი ძირითადი ანგარიში. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ქვეანგარიში და მისი საშუალებით განახორციელოთ API გასაღებების გენერირება. ამ ქვეანგარიშის ბალანსზე შეიტანეთ მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის თანხები და თქვენი აგენტის გასაღებებისთვის არ გაააქტიუროთ გატანის ფუნქცია. ამით ხელოვნურ ინტელექტს შეუზღუდავთ თქვენს აქტივებზე წვდომას და თავიდან აიცილებთ თქვენს ძირითად ანგარიშზე განთავსებული თანხის დაკარგვას.

2. თქვენი აგენტის API გასაღებების კონფიგურაცია

თქვენი გასაღებების გენერირების შემდეგ ისინი უნდა გადასცეთ თქვენს ხელოვნური ინტელექტის აგენტს.

I want to configure my Binance API. Here are my mainnet keys. API Key: [Your Key] Secret Key: [Your Secret]

ხელოვნური ინტელექტი ამ რეკვიზიტებს შეინახავს ადგილობრივ მოწყობილობაზე TOOLS.md ან ანალოგიური ტიპის კონფიგურაციის ფაილში. თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიუმე ანგარიშის კონფიგურაცია (მაგალითად, ერთი ანგარიში შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი სტრატეგიების Testnet-ზე ტესტირებისთვის, ხოლო ერთი კი Mainnet-ზე რეალური ვაჭრობისთვის).

ინტეგრირებული გასაღების უსაფრთხოება

თქვენი თანხების დასაცავად, Binance Spot-ის ოფიციალური უნარი იყენებს უსაფრთხოების ზომებს „აგენტის ნულოვანი ნდობით“:

  • დაფარვა: ეკრანზე ჩანს API გასაღების მხოლოდ პირველი 5 და ბოლო 4 სიმბოლო (მაგ., su1Qc...8akf). უსაფრთხოების გასაღები მუდმივად არის დაფარული და ჩანს მხოლოდ ბოლო 4 სიმბოლო (მაგ., ***...aws1).

  • პროცესში ადამიანის მონაწილეობა: Mainnet-ზე ვაჭრობის აღსრულებამდე, ხელოვნური ინტელექტი ჩერდება და თქვენგან მოითხოვს ბრძანების სტრიქონში „CONFIRM-ის“ შეყვანას.

  • ადგილობრივი მეხსიერება: გასაღებები მხოლოდ თქვენს ადგილობრივ კომპიუტერში ინახება და არასოდეს იტვირთება ხელოვნური ინტელექტის ქლაუდ-სერვერებზე ან სხვა გარე მონაცემთა ბაზებზე.

3. ვაჭრობის მაგალითები

გასაღებების კონფიგურაციის შემდეგ თქვენი ხელოვნური ინტელექტის აგენტი შეძლებს თქვენი პერსონალური სავაჭრო ასისტენტის როლის შესრულებას. სცადეთ გააერთიანოთ მოცულობის ანალიზის და აღსრულების ბრძანებები:

  • ბალანსების შემოწმება: „შეამოწმე ჩემი Spot-ის საფულის ბალანსი. რამდენი USDT-ია ხელმისაწვდომი?“

  • სპოტ შეკვეთის განთავსება: „იყიდე 0,1 BNB საბაზრო ფასად.“

Binance-ის ხელოვნური აგენტის უნარებით ვაჭრობის მაგალითები

  • შეკვეთების მართვა: „მოიძიე ჩემი შეკვეთების ისტორია ბოლო 24 საათის პერიოდისთვის და მომაწოდე ჩემი საერთო PnL."

  • OCO შეკვეთის განთავსება: „განათავსე OCO შეკვეთა BNB-ის პოზიციაზე შესვლის ფასის 20% take-profit და 20% stop-loss შეკვეთებით.”

Binance-ის ხელოვნური აგენტის უნარებით ვაჭრობის მაგალითები

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

კ: რა უნდა გავაკეთო, თუ ჩემს ბრძანებაში შეცდომა დავუშვი და თანხა დავკარგე?

პ: ყოველთვის დატესტეთ თქვენი სტრატეგია Testnet-ზე! Testnet გთავაზობთ სიმულაციურ თანხებს, რაც საშუალებას გაძლევთ გამოსცადოთ თქვენი მეთოდი ფინანსური რისკის გაწევის გარეშე. გარდა ამისა, არასოდეს მისცეთ ხელოვნურ აგენტს წვდომა იმ თანხებზე, რომელთა დაკარგვაც მნიშვნელოვან ზიანს მოგიტანთ. ხელოვნური ინტელექტის მოდელებისთვის დამახასიათებელია „ჰალუცინაციები“ და ბაზრის სტრუქტურების არასწორი ინტერპრეტაცია.

კ: არის თუ არა იმის ალბათობა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა გააზიაროს ჩემი API გასაღებები?

პ: ეს გასაღებები ინახება თქვენი მოწყობილობის ფაილებში.სისტემის უსაფრთხოება თქვენს პასუხისმგებლობას წარმოადგენს. რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად შეასრულეთ შემდეგ წესები:

  1. გაააქტიურეთ IP შეზღუდვები: დაუშვით API მოთხოვნების მხოლოდ სახლის ან სერვერის სტატიკური IP მისამართიდან გაგზავნა.

  2. შეზღუდეთ ნებართვები: თქვენი API გასაღების შექმნის დროს არასდროს მონიშნოთ უჯრა „გატანის დაშვება“. ხელოვნურ ინტელექტს უნდა მისცეთ მხოლოდ ვაჭრობის ნებართვები.

  3. რეგულარულად განახორციელეთ გასაღებების როტაცია: წაშალეთ და ხელახლა შექმენით API გასაღებები ყოველ 30 ან 90 დღეში ერთხელ.

  4. დაიცავით თქვენი ჰოსტ-კომპიუტერი: დარწმუნდით, რომ კომპიუტერი, რომელზეც გაშვებულია ხელოვნური ინტელექტის აგენტი, არ შეიცავს მალვეარს, რადგან ბოროტმოქმედები როგორც წესი, აქტიურად იყენებენ ადგილობრივ კომპიუტერში შენახული API რეკვიზიტების მოპარვის ინსტრუმენტებს.

შეჯამება

Binance-ის ხელოვნური ინტელექტის აგენტის უნარების წყალობით, ხელოვნური ინტელექტის აგენტი შეგიძლიათ აქციოთ პრაქტიკულ კრიპტო მკვლევარად ან სავაჭრო ასისტენტად, რომელსაც უამრავი ფუნქციის შესრულება შეუძლია, დაწყებული საჯარო მონაცემების მოპოვებით და დამთავრებული ავთენტიფიკაციის საჭიროების მქონე ქმედებებით. ეს უნარები ყოველთვის გამოსცადრთ Testnet-ზე, შეზღუდეთ API ნებართვები და ავტომატიზაციის დროს გამოიყენეთ იგივე სიფრთხილის ზომები, რომლებსაც იყენებთ ნებისმიერი სხვა სავაჭრო ინსტრუმენტით სარგებლობისას.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკების შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.