Binance-ის ხელოვნური ინტელექტის აგენტის უნარები: Alpha, დერივატივები, მარჟა და აქტივები

Binance-ის ხელოვნური ინტელექტის აგენტის უნარები: Alpha, დერივატივები, მარჟა და აქტივები

განახლებული Apr 8, 2026
3m

მთავარი დეტალები

  • Binance-მა წარმოგვიდგინა ხელოვნური ინტელექტის აგენტის ოთხი ახალი უნარი: Alpha, დერივატივები (USDS-M ფიუჩერსები), მარჟით ვაჭრობა და აქტივები.

  • ეს უნარები ხელოვნური ინტელექტის აგენტს სთავაზობს Binance-ის ბაზრის მონაცემებზე წვდომის, ფიუჩერსების და მარჟის პროდუქტებით ვაჭრობის და საფულეების პროგრამულად მართვის შესაძლებლობას.

  • ზოგიერთი უნარი საჭიროებს Binance-ის API გასაღებებს და შესაბამის ნებართვებს, ხოლო ზოგი, მაგალითად Alpha, გვთავაზობს საჯარო მონაცემებზე წვდომას ავთენტიფიკაციის საჭიროების გარეშე.

  • უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკა მოიცავს API გასაღებების მართვას, თეთრი სიის კონფიგურაციას და ლევერიჯის ფრთხილად გამოყენებას.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

Binance-ის უნარების ჰაბი განაგრძობს გაფართოებას და წარმოგვიდგენს მეტ უნარს და ახალ შესაძლებლობებს ხელოვნური ინტელექტის აგენტებისთვის. 

ამ სტატიაში განხილულია Binance-ის ხელოვნური ინტელექტის აგენტის ოთხი უნარი: Alpha, დერივატივები, მარჟა და აქტივები, რომელთა მიზანია ვაჭრობის ავტომატიზაციის, ბაზრის ანალიზის და აქტივების მართვის პროცესების გაუმჯობესება.

Binance-ის ხელოვნური აგენტის უნარების გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ Binance-ის უნარების ჰაბი სწორად არის დაინსტალებული და კონფიგურირებული.

როგორ დავაინსტალოთ Binance-ის უნარების ჰაბი

ინსტალაციის მეთოდი დამოკიდებულია თქვენი ხელოვნური ინტელექტის აგენტის სტრუქტურაზე.

ტერმინალზე დაფუძნებული აგენტებისთვის (Node.js/JavaScript მაგალითები)

თუ იყენებთ ისეთ სტრუქტურას, როგორიცაა OpenClaw, შეგიძლიათ პირდაპირ მისცეთ მითითებები თქვენს აგენტს:

დააინსტალე Binance-ის უნარები. გაუშვი ბრძანება: npx skills add binance/binance-skills-hub

თქვენი აგენტი ავტომატურად გაუშვებს პაკეტების მენეჯერს, ჩამოტვირთავს უნარების ჰაბს ოფიციალური საიტიდან და გაააქტიურებს ინსტრუმენტებს. ინსტალაციის საფეხურების გასაცნობად იხილეთ თქვენი ხელოვნური ინტელექტის სტრუქტურისთვის მომზადებული დოკუმენტაცია.

Binance-ის ხელოვნური ინტელექტის აგენტის უნარების ინსტალაციის დეტალური ინსტრუქციები შეგიძლიათ იხილოთ სტატიაში Binance-ის ხელოვნური ინტელექტის აგენტის უნარები: როგორ დავაინსტალოთ და გამოვიყენოთ ისინი.

Binance-ის ხელოვნური ინტელექტის აგენტის უნარების მიმოხილვა

უნარი

რას აკეთებს ის

საჭიროა API გასაღები

Binance Alpha

ადრეული ეტაპის DeFi ტოკენების ბაზრის მონაცემები

არა

Binance დერივატივები (USDS-M ფიუჩერსები)

ფიუჩერსებით ვაჭრობა და ბაზრის მონაცემები

კი

Binance მარჟით ვაჭრობა

კროს და იზოლირებული მარჟით ვაჭრობა

კი

Binance აქტივები

დეპოზიტები, გატანები, აქტივების მართვა

კი

1. Binance Alpha

Binance Alpha წარმოადგენს Binance-ის პლატფორმას, რომელიც შექმნილია ადრეული ეტაპის DeFi ტოკენებისთვის. ეს უნარი თქვენს ხელოვნური ინტელექტის აგენტს აძლევს Alpha ბაზრის მონაცემებზე რეალურ დროში წვდომის შესაძლებლობას (API გასაღები საჭირო არ არის).

პარამეტრების დაყენება

API გასაღები ან ავთენტიფიკაცია საჭირო არ არის. მომხმარებლებს შეუძლიათ პირდაპირ მოითხოვონ Alpha-ს მონაცემები საკუთარი ხელოვნური ინტელექტის აგენტების დახმარებით.

ძირითადი ფუნქციები

  • ტოკენების სიების ჩვენება: ამჟამად პლატფორმის სიაში არსებული ყველა Alpha ტოკენის ჩვენება.

  • ინფორმაციის მიმოცვლა: ვაჭრობის წესების, სიმბოლოს შესახებ ინფორმაციის და ფილტრების მოთხოვნა.

  • სანთლის დიაგრამები (K-Lines): ფასის ისტორიული მონაცემები სხვადასხვა ინტერვალებით (1 წთ, 5 წთ, 1 სთ, 1 დღ და ა.შ.).

  • ვაჭრობის გაერთიანებული მონაცემები: ნებისმიერი ტოკენის სავაჭრო მონაცემების შეკუმშული ვერსიები.

  • ფასის 24 სთ-იანი სტატისტიკა: ფასის ცვლილება, ვაჭრობის მოცულობა და უმაღლესი და უმცირესი ფასის სტატისტიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში.

მაგალითები

  • „მაჩვენე ფასის 24-იანი ცვლილების სტატისტიკა [TOKEN]-თვის Binance Alpha-ზე.“

  • „მაჩვენე [TOKEN]-ის ბოლო 24 საათის სანთლის დიაგრამა 1-საათიანი ინტერვალებით Alpha-ზე.“

  • „ამჟამად რომელი ტოკენებია Binance Alpha-ს სიაში?”

გამოყენების გზები

  • პერსპექტიული DeFi პროექტების აღმოჩენა ადრეულ ეტაპზე.

  • ბაზრის უწყვეტი მონიტორინგის იმპულსის სიგნალების აღმოჩენისთვის.

  • ტექნიკური ანალიზი სანთლის დიაგრამის მონაცემების მეშვეობით.

  • ავტომატიზებული შეტყობინებები ფასის ზღვრების შესახებ.

2. Binance-ის დერივატივებით (USDS-M ფიუჩერსებით) ვაჭრობა

USDS-M ფიუჩერსებით ვაჭრობის სრულყოფილი ფუნქცია, ხელოვნური ინტელექტის აგენტებისთვის ბაზრის მონაცემების მოთხოვნის, შეკვეთების განთავსების, პოზიციების მართვის და ლევერიჯის კორექტირების შესაძლებლობის მიცემა 70-ზე მეტი API ენდპოინტის მეშვეობით.

პარამეტრების დაყენება

  • გადადით Binance-ის API-ს მართვის გვერდზე.

  • შექმენით API გასაღები და დააწკაპუნეთ ან შეეხეთ ღილაკს [შეზღუდვების რედაქტირება], რათა დაამატოთ სანდო IP მისამართები.

  • დარწმუნდით, რომ ჩართულია ვარიანტი „ფიუჩერსებით ვაჭრობა“.

Binance API გასაღების შექმნა, ფიუჩერსები

  • დააკონფიგურეთ თქვენი ხელოვნური ინტელექტის აგენტი API გასაღებით და საიდუმლო კოდით.

  • აირჩიეთ გარემო:

    • Testnet (რეკომენდებულია დამწყებთათვის). შეგიძლიათ ივაჭროთ „იმიტირებული“ აქტივებით რეალური თანხით რისკის გაწევამდე.

    • Mainnet: რეალურ რეჟიმში ვაჭრობა ნამდვილი აქტივებით.

უსაფრთხოების ფუნქცია: Mainnet-ზე ტრანზაქციების განხორციელებისთვის საჭიროა დადასტურება. რეალური შეკვეთების აღსრულებამდე აგენტმა თქვენგან უნდა მიიღოს ნებართვა.

ძირითადი ფუნქციები

ბაზრის მონაცემები (ავთენტიფიკაცია საჭირო არ არის)

  • შეკვეთების წიგნი (სიღრმე): რეალური დროის შემოთავაზების/მოთხოვნის მონაცემები.

  • ფინანსირების განაკვეთები: ფინანსირების მიმდინარე და ისტორული განაკვეთები.

  • მარკირების ფასი: მარკირების ფასი და ფინანსირების განაკვეთი ნებისმიერი სიმბოლოსთვის.

  • ღია პოზიციები: ბაზარზე ღია პოზიციების საერთო რაოდენობა.

  • სანთლის დიაგრამები: K-line-ის მონაცემები ნებისმიერი ინტერვალით.

  • ტიკერი/ფასი: ფასის მონაცემები რეალურ დროში.

  • ლიკვიდაციის შეკვეთები: ბოლო იძულებითი ლიკვიდაციები.

ვაჭრობა (საჭიროა ავთენტიფიკაცია)

  • შეკვეთების განთავსება: საბაზრო, ლიმიტ, stop-market, stop-limit, trailing stop შეკვეთები.

  • შეკვეთების გაუქმება: ერთი ან ყველა ღია შეკვეთის გაუქმება.

  • შეკვეთების მოდიფიკაცია: არსებული შეკვეთების ფასების/რაოდენობების განახლება.

  • Algo შეკვეთები: მაღალი დონის ალგორითმული შეკვეთების აღსრულება.

  • პოზიციების მართვა: ღია პოზიციების მონაცემების მოთხოვნა და მართვა.

ანგარიშის მართვა (საჭიროა ავთენტიფიკაცია)

  • ლევერიჯი: ლევერიჯის დაყენება (1x–125x, რაც დამოკიდებულია სიმბოლოზე).

  • პოზიციის რეჟიმი: ერთმიმართულებიან ან ჰეჯირების რეჟიმს შორის არჩევა.

  • მარჟის ტიპი: კროს და იზოლირებულ მარჟას შორის არჩევა.

  • ანგარიშის ბალანსი: თქვენი ფიუჩერსების საფულის ბალანსის შემოწმება.

  • შემოსავლის ისტორია: PnL, ფინანსირების ხარჯები, საკომისიოები.

  • მომხმარებლის მონაცემთა სტრიმები: რეალურ დროში WebSocket განახლებები შეკვეთებისთვის და პოზიციებისთვის.

მაგალითები

  • “რა არის მიმდინარე ფინანსირების განაკვეთი BTCUSDT ფიუჩერსებისთვის?”

  • „testnet-ზე USDS-M ფიუჩერსებზე განათავსე 0,01 BTC-ის 60 000 აშშ დოლარად ყიდვის ლიმიტ-შეკვეთა.“

  • „მაჩვენე ფიუჩერსების ყველა ღია პოზიცია და მათი არარეალიზებული PnL.“

  • „ETHUSDT ფიუჩერსებისთვის დააყენე 10x ლევერიჯი.“

საუკეთესო პრაქტიკა

  • ვაჭრობა დაიწყეთ Testnet-ზე: თქვენი სტრატეგიები ყოველთვის გამოსცადეთ Testnet-ზე.

  • დააყენეთ Stop-Loss შეკვეთა: გამოიყენეთ სტოპ-შეკვეთები ფასის ვარდნის რისკის სამართავად.

  • თვალი ადევნეთ ფინანსირების განაკვეთებს: გაითვალისწინეთ, რომ მაღალმა ფინანსირების განაკვეთებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს პოზიციის მომგებიანობაზე გრძელვადიან პერსპექტივაში.

  • ლევერიჯი დაკავშირებულია რისკთან: რაც უფრო მაღალია ლევერიჯი, მით მეტია ლიკვიდაციის ალბათობა.

  • აღსრულების დადასტურებები Mainnet-ზე: რეალური ვაჭრობის აღსრულებამდე თქვენი აგენტი მოგთხოვთ დადასტურებას.

3. მარჟით ვაჭრობა Binanceზე

ეს უნარი გამოიყენება კროს და იზოლირებული მარჟით ვაჭრობისთვის და აგენტებს აძლევს აქტივების სესხების, ლევერიჯით ვაჭრობის და მარჟის ანგარიშების მართვის შესაძლებლობას Binance-ზე.

პარამეტრების დაყენება

  • გადადით Binance-ის API-ს მართვის გვერდზე.

  • შექმენით API გასაღები და დააწკაპუნეთ ან შეეხეთ ღილაკს [შეზღუდვების რედაქტირება], რათა დაამატოთ სანდო IP მისამართები.

  • დარწმუნდით, რომ ჩართულია ვარიანტი „სპოტ და მარჟით ვაჭრობა“.

Binance API გასაღების შექმნა, მარჟა

  • გააქტიურეთ მარჟის ანგარიში Binance-ზე (თუ ჯერ არ არის აქტიური).

  • დააკონფიგურეთ თქვენი ხელოვნური ინტელექტის აგენტი API გასაღებით და საიდუმლო კოდით.

ძირითადი ფუნქციები

სესხება და სესხის დაფარვა

  • სესხება: ისესხეთ აქტივები უზრუნველყოფის თანხის გამოყენებით.

  • სესხის დაფარვა: დააბრუნეთ ნასესხები აქტივები პროცენტებთან ერთად.

  • საპროცენტო განაკვეთის მონაცემების მოთხოვნა: შეამოწმეთ სესხების მიმდინარე საპროცენტო განაკვეთები ნებისმიერი აქტივისთვის.

  • საპროცენტო განაკვეთების ისტორია: იხილეთ ისტორიული საპროცენტო განაკვეთები.

შეკვეთების მართვა

  • მარჟის შეკვეთები: განათავსეთ ყიდვა/გაყიდვის შეკვეთები მარჟაზე (საბაზრო, ლიმიტ-შეკვეთები).

  • OCO შეკვეთები: „ერთი აუქმებს მეორეს“ ტიპის შეკვეთები, რომლებიც გამოიყენება ერთდროულად take-profit და stop-loss შეკვეთების განთავსებისას.

  • OTO შეკვეთები: „ერთი ააქტიურებს მეორეს“ ტიპის შეკვეთები, რომლებიც გამოიყენება პირობითი შეკვეთების განთავსებისას.

  • OTOCO შეკვეთები: „ერთი ააქტიურებს OCO-ს“ ტიპის შეკვეთები, რომლებიც გამოიყენება მაღალი დონის, მრავალსაფეხურიანი სტრატეგიებისთვის.

ანგარიშის მართვა

  • ლევერიჯის კორექტირება: გადართვა 3x, 5x და 10x ლევერიჯს შორის.

  • იზოლირებული მარჟის ანგარიშები: შექმენით და მართეთ იზოლირებული ანგარიშები თითოეული წყვილისთვის.

  • უზრუნველყოფის კოეფიციენტები: მოითხოვეთ უზრუნველყოფის და მარჟის მიმდინარე დონეები.

  • იძულებითი ლიკვიდაციის ჩანაწერები: გაეცანით ლიკვიდაციის ისტორიულ ჩანაწერებს.

  • მცირე თანხის კონვერტაცია: დააკონვერტირეთ მცირე ოდენობის ნასესხები თანხები.

  • კროს-მარჟის უზრუნველყოფა: გადარიცხეთ და მართეთ კროს-მარჟის უზრუნველყოფის აქტივები.

მაღალი დონის

  • API გასაღებების მართვა დაბალი დაყოვნების ვაჭრობებისთვის: გამოიყენება მაღალი სიხშირით ვაჭრობის დროს.

  • მარჟის ანგარიშის შეჯამება: ყველა მარჟის პოზიციის კონსოლიდირებული ფანჯარა.

მაგალითები

  • „რა არის სესხის მიმდინარე საპროცენტო განაკვეთი ETH-თვის კროს-მარჟაზე?“

  • „ისესხე 1 ETH კროს-მარჟაზე, შემდეგ განათავსე 4000 აშშ დოლარად გაყიდვის ლიმიტ-შეკვეთა.“

  • „განათავსე მარჟის OCO შეკვეთა BTCUSDT წყვილზე: 0,01 BTC-თვის განათავსე take-profit შეკვეთა 70 000 აშშ დოლარზე და stop-loss შეკვეთა 58 000 აშშ დოლარზე.“

  • „რა არის ჩემი მიმდინარე კროს-მარჟის დონე და უზრუნველყოფის კოეფიციენტი?“

საუკეთესო პრაქტიკა

  • მუდმივად აკონტროლეთ მარჟის დონეები იძულებითი ლიკვიდაციის თავიდან ასაცილებლად.

  • დაიწყეთ დაბალი ლევერიჯით რათა უსაფრთხოდ შეისწავლოთ მექანიკა.

  • გააერთიანეთ take-profit და stop-loss შეკვეთები OCO შეკვეთების გამოყენებით.

  • აკონტროლეთ საპროცენტო განაკვეთები რადგან ისინი საათობრივად ირიცხება.

  • გამოიყენეთ იზოლირებული მარჟის ანგარიშები ინდივიდუალურ სავაჭრო წყვილებთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად.

4. Binance აქტივები

Binance-ის აქტივების უნარი მხარს უჭერს საფულის ძირითად ოპერაციებს, მათ შორის დეპოზიტებს, გატანებს, ბალანსების შემოწმებას და ანგარიშის პარამეტრების მართვას სპოტ და ფინანსირების საფულეებზე.

პარამეტრების დაყენება

  • გადადით Binance-ის API-ს მართვის გვერდზე.

  • შექმენით API გასაღები და დააწკაპუნეთ ან შეეხეთ ღილაკს [შეზღუდვების რედაქტირება], რათა დაამატოთ სანდო IP მისამართები.

  • დარწმუნდით, რომ ჩართულია შესაბამისი პარამეტრები (მაგ., გადარიცხვებისთვის ან გატანებისთვის).

Binance API გასაღების შექმნა, აქტივები

  • დააკონფიგურეთ თქვენი ხელოვნური ინტელექტის აგენტი API გასაღებით და საიდუმლო კოდით.

უსაფრთხოების რჩევა: გატანის ოპერაციებისთვის ჩართეთ IP-ების და მისამართების თეთრი სიები თქვენს API გასაღებზე.

ძირითადი მახასიათებლები

ბალანსისა და აქტივების მოთხოვნები

  • სპოტ საფულის ბალანსი: ყველა აქტივი თქვენს სპოტ ანგარიშზე.

  • ფინანსირების საფულის ბალანსი: აქტივები თქვენს ფინანსირების ანგარიშზე.

  • აქტივის დეტალები: დეპოზიტის/გატანის ლიმიტები, ქსელის ინფორმაცია ნებისმიერი აქტივისთვის.

  • ვაჭრობის საკომისიოს მონაცემების მოთხოვნა: Maker/Taker საკომისიოს განაკვეთები ნებისმიერი სავაჭრო წყვილისთვის.

დეპოზიტები

  • დეპოზიტის მისამართი: შექმენით ან მოითხოვეთ დეპოზიტის მისამართები ნებისმიერი აქტივისთვის/ქსელისთვის.

  • დეპოზიტების ისტორია: სრული ისტორია სტატუსით, თანხით, ტრანზაქციის ID-ით (txID).

  • Travel Rule-თან შესაბამისობა: რეგულირებადი სუბიექტებისთვის: კითხვარი დეპოზიტებისთვის.

გატანა

  • გატანა: განახორციელეთ თანხების გატანა გარე მისამართებზე.

  • გატანის ისტორია: სრული ისტორია სტატუსის ტრეკინგით.

  • Travel Rule-თან შესაბამისობა: რეგულირებადი სუბიექტებისთვის: KYC/კითხვარის პროცესები გატანებისთვის.

ანგარიშის მართვა

  • BNB Burn-ის პარამეტრები: ჩართეთ/გამორთეთ BNB საკომისიოს შესამცირებლად.

  • „მტვრის“ კონვერტაცია (BNB Convert): დააკონვერტირეთ მცირე ბალანსები BNB-ში.

  • ანგარიშის სტატუსი: API-თ ვაჭრობის სტატუსის შემოწმება.

  • API-ს ნებართვები: მოითხოვეთ მიმდინარე API გასაღების ნებართვები.

მაგალითები

  • „მაჩვენე ჩემი ყველა სპოტ საფულის ბალანსი, რომლის ღირებულებაც 10 აშშ დოლარზე მეტია.“

  • „რა არის ჩემი USDT დეპოზიტის მისამართი TRC-20 ქსელზე?“

  • „მაჩვენე ჩემი ბოლო 7 დღის გატანების ისტორია.“

  • „დააკონვერტირე ყველა მცირე ბალანსი (მტვერი) BNB-ში.“

  • „რა არის ჩემი Maker-ის და Taker-ის საკომისიოები BTCUSDT-სთვის?“

საუკეთესო პრაქტიკა

  • ყოველთვის გამოიყენეთ მისამართებისა და IP-ის თეთრი სიები გატანის API გასაღებებისთვის.

  • გადაამოწმეთ დეპოზიტის ქსელი თანხების გადარიცხვამდე (ERC-20, TRC-20, BEP-20 და ა.შ.).

  • თვალყური ადევნეთ მომლოდინე დეპოზიტებს დეპოზიტების ისტორიის მეშვეობით.

  • დაიცავით Travel Rule-ის რეგულაციები და გატანის ლიმიტები. ზოგიერთ იურისდიქციაში საჭიროა დამატებითი KYC.

უნარების გაერთიანება

ამ უნარების კომბინაციით, AI აგენტს შეუძლია შეასრულოს რთული, მრავალსაფეხურიანი სტრატეგიები. ქვემოთ მოცემულია სამუშაო პროცესის მაგალითი:

  1. აღმოჩენა (Alpha): „დაასკანერე Alpha ტოკენების მოსაძებნად, რომელთა სავაჭრო მოცულობა ბოლო 24 საათში 50%-ზე მეტით გაიზარდა.“

  2. ანალიზი (დერივატივები): „შეამოწმე ფინანსირების განაკვეთი და ღია პოზიცია Futures-ზე არსებული საუკეთესო წყვილისთვის.“

  3. აღსრულება (მარჟა): „ისესხე USDT და გახსენი 5x Long პოზიცია ამ წყვილზე.“

  4. რისკის მართვა (დერივატივები): „დააყენე Stop-loss შეკვეთა -5%-ზე ჩემს ფიუჩერსების ჰეჯ პოზიციაზე."

  5. ანგარიშსწორება (აქტივები): „მოგება დააკონვერტირე USDT-ში და გადაიტანე ფინანსირების საფულეში."

უსაფრთხოების საკონტროლო სია

  • შეინახეთ API გასაღებები უსაფრთხოდ და არასდროს გააზიაროთ ღია ტექსტის სახით.

  • გამოიყენეთ IP-ების თეთრი სიები ყველა API გასაღებზე.

  • გამოიყენეთ მისამართების თეთრი სიები გატანის უფლების მქონე გასაღებებისთვის.

  • სანამ Mainnet-ზე გამოიყენებთ, სტრატეგიები სათანადოდ შეამოწმეთ Testnet-ზე.

  • აირჩიეთ ლევერიჯის პარამეტრები თქვენთვის მისაღები რისკის დონის შესაბამისად.

  • ყოველთვის გამოიყენეთ Stop-loss შეკვეთები (განსაკუთრებით ლევერიჯით ვაჭრობისას).

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

კ: მჭირდება თუ არა ცალკე API გასაღებები თითოეული უნარისთვის?

პ: არა, ერთი API გასაღები სწორად განსაზღვრული ნებართვებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყველა უნარისთვის.

კ: შემიძლია თუ არა Binance Alpha-ს გამოყენება Binance-ის ანგარიშის გარეშე?

პ: დიახ, Alpha-ის ბაზრის მონაცემები საჯაროა და ავთენტიფიკაციას არ საჭიროებს.

კ: შესაძლებელია თუ არა Testnet-ის გამოყენება მარჟის და აქტივების ოპერაციებისთვის?

პ: Testnet ხელმისაწვდომია მხოლოდ დერივატივებისთვის. მარჟის და აქტივების ფუნქციები მხოლოდ Mainnet-ზე მუშაობს.

კ: რა მოხდება, თუ ჩემი მარჟის დონე ძალიან დაეცემა?

პ: ნასესხები თანხის დასაბრუნებლად Binance გაააქტიურებს იძულებით ლიკვიდაციას. შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი აგენტი პოზიციაზე მონიტორინგის და წინასწარი გაფრთხილების მიზნით.

კ: დაწესებულია თუ არა ლიმიტები API-ს გამოყენების სიხშირეზე?

პ: Binance-ს განსაზღვრული აქვს ლიმიტები ყველა ენდპოინტისთვის. ხელოვნური ინტელექტის აგენტები ამ პროცესს ავტომატურად მართავენ, თუმცა მაინც სასურველია თავი აარიდოთ მოთხოვნების ძალიან ხშირად გაგზავნას.

შეჯამება

Binance-ის ხელოვნური აგენტის ამ ოთხი ახალი უნარის წყალობით, დეველოპერებს და ტრეიდერებს შეუძლიათ შექმნან ინტელექტუალური, ავტომატიზებული სისტემები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება Binance-ის მრავალფეროვან სავაჭრო პლატფორმასთან და საფულის ინფრასტრუქტურასთან მარტივად დაკავშირება. სწორი კონფიგურაციის და უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ წვდომა დეცენტრალიზებული ფინანსების, დერივატივების ბაზრების, მარჟით ვაჭრობის და აქტივების მართვის ახალ შესაძლებლობებზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ქვემოთ მოცემული რესურსები.

დამატებითი რესურსები

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკების შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.